მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192501.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ლორი და პაპამისიც მოვიდნენ გასაცილებლად, ხოლო მისტერ ბრუკი ისეთი ძალ-ღონით სავსე, ჭკვიანი და კეთილი ჩანდა, რომ გოგონებმა იქვე მონათლეს „მისტერ გულითადად.
Laurie and his grandfather came over to see her off, and Mr. Brooke looked so strong and sensible and kind that the girls christened him "Mr. Greatheart" on the spot.
192502.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– ნახვამდის, ჩემო კარგებო! ღმერთმა დაგვლოცოს და დაგვიფაროს ყველანი! – წაიჩურჩულა მისის მარჩმა, სათითაოდ დაკოცნა პატარა, საყვარელი სახეები და აჩქარებით ჩაჯდა ეტლში.
"Good-by, my darlings! God bless and keep us all!" whispered Mrs. March, as she kissed one dear little face after the other, and hurried into the carriage.
192503.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
იმათაც დაინახეს, გაუღიმეს, ხელი დაუქნიეს და სანამ ეტლი კუთხეში შეუხვევდა, მისის მარჩმა ერთხელაც მოჰკრა თვალი ოთხ გაბრწყინებულ სახეს, რომელთა უკან მცველებივით იდგნენ მოხუცი მისტერ ლორენსი, თავდადებული ჰანა და ერთგული ლორი.
They saw it also, and smiled and waved their hands, and the last thing she beheld as she turned the corner was the four bright faces, and behind them like a bodyguard, old Mr. Laurence, faithful Hannah, and devoted Laurie.
192504.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ასეთი კეთილი ნიშნებით დაიწყო ეს მგზავრობა – მზით, ღიმილითა და გამამხნევებელი სიტყვებით.
And so the journey began with the good omens of sunshine, smiles, and cheerful words.
192505.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– თითქოს მიწისძვრა მოხდაო, – თქვა ჯომ, როცა მეზობლები სასაუზმოდ დაბრუნდნენ შინ და ესენი დატოვეს, რომ მარტო მყოფებს დაესვენათ და წაეხემსათ.
"I feel as if there had been an earthquake," said Jo, as their neighbors went home to breakfast, leaving them to rest and refresh themselves.
192506.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– თითქოს ნახევარი სახლი გაქრაო, – საწყლად დაამატა მეგმა.
"It seems as if half the house was gone," added Meg forlornly.
192507.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
წვრილმანი იყო, მაგრამ ყველას გულ-მუცელი აემღვრა და თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვაჟკაცურად დაეჭირათ თავი, მაინც ვერ გაძლეს და მწარედ ატირდნენ.
It was a little thing, but it went straight to their hearts, and in spite of their brave resolutions, they all broke down and cried bitterly.
192508.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჰანამ ბრძნულად აცალა, სანამ გულს მოიოხებდნენ და როცა ცრემლის წვიმას გამოდარების ნიშნები დაეტყო, ყავადნით შეიარაღებული მივიდა საშველად.
Hannah wisely allowed them to relieve their feelings, and when the shower showed signs of clearing up, she came to the rescue, armed with a coffeepot.
192509.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– აბა, ჩემო კარგო ქალბატონებო, გახსოვდეთ, რაც დედამ დაგიბარათ და ნუღარა დარდობთ.
Now, my dear young ladies, remember what your ma said, and don't fret.
192510.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ვერავინ გაუძლო მის დამაჯერებელ თავის ქნევას.
No one could resist her persuasive nods.
192511.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
სუფრას მიუსხდნენ, ცხვირსახოცები ხელსახოცებით შეცვალეს და ათ წუთში ყველანი ისევ კარგად იყვნენ.
They drew up to the table, exchanged their handkerchiefs for napkins, and in ten minutes were all right again.
192512.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– „იმედი და გარჯა“ – ეს არის ჩვენი დევიზი და ვნახოთ, ვინ უფრო კარგად დაიხსომებს.
"Hope and keep busy", that's the motto for us, so let's see who will remember it best.
192513.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მე პაპიდა მარჩთან მივდივარ.
I shall go to Aunt March.
192514.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– მე ჩემს კინგსებთან წავალ, ისე კი შინ დარჩენა და აქაურობის მიხედვა მერჩია, – თქვა მეგმა და ინატრა, ნეტავი თვალები ასე არ ჩამეწითლებინაო.
"I shall go to my Kings, though I'd much rather stay at home and attend to things here," said Meg, wishing she hadn't made her eyes so red.
192515.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– რა საჭიროა! სახლს მე და ბეთიც გავართმევთ თავს, – მედიდურად ჩაურთო ემიმ.
"No need of that. Beth and I can keep house perfectly well," put in Amy, with an important air.
192516.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– ჰანა გვეტყვის, რა გავაკეთოთ და თქვენი მოსვლისთვის ყველაფერი ლამაზად გვექნება, – დაუმატა ბეთმა.
"Hannah will tell us what to do, and we'll have everything nice when you come home," added Beth.
192517.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– მე თუ მკითხავთ, მღელვარება ძალიან საინტერესოა, – შენიშნა შაქრის კნატაკნუტში გართულმა ემიმ.
"I think anxiety is very interesting," observed Amy, eating sugar pensively.
192518.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
იმედია, კინგსები დღეს არ გადაგღლიან.
I hope the Kings won't strain today.
192519.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მამაზე არ იდარდო, საყვარელო, – დაამატა განშორებისას.
"Don't fret about Father, dear," she added, as they parted.
192520.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– იმედია, არც პაპიდა მარჩი მოჰყვება ბუზღუნს.
And I hope Aunt March won't croak.