მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192521.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– ეგ ნუგეშიღა დამრჩენია, – ლორივით მხედრულად მიიტანა ხელი შლაპასთან ჯომ და გზა განაგრძო; თავს ისე გრძნობდა, როგორც გაკრეჭილი ცხვარი ქარიან დღეს.
"That's my only comfort." And, touching her hat a la Laurie, away went Jo, feeling like a shorn sheep on a wintry day.
192522.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მამის ამბავი მოუვიდათ და დიდად ანუგეშა გოგონები, რადგან მისი ავადმყოფობა დიახაც სახიფათო იყო, მაგრამ ყველაზე უკეთესი და უნაზესი მომვლელის ჩასვლამ უკვე შვება მისცა.
News from their father comforted the girls very much, for though dangerously ill, the presence of the best and tenderest of nurses had already done him good.
192523.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მისტერ ბრუკი ყოველდღე გზავნიდა ბიულეტენებს და მეგმა, როგორც ოჯახის უფროსმა, დაიჟინა, ეს დეპეშები მე უნდა წაგიკითხოთო, რომლებიც კვირის ბოლოსთვის უფრო და უფრო იმედიანი გახდა.
Mr. Brooke sent a bulletin every day, and as the head of the family, Meg insisted on reading the dispatches, which grew more cheerful as the week passed.
192524.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჩემო უსაყვარლესო დედა! ვერ აგიწერ, როგორ გაგვახარა შენმა უკანასკნელმა წერილმა; ისეთი საამური ამბავი მოიწერე, სულ სიცილ-ტირილით ვისმენდით.
My dearest Mother: It is impossible to tell you how happy your last letter made us, for the news was so good we couldn't help laughing and crying over it.
192525.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
რა კეთილია მისტერ ბრუკი და კიდევ კარგი, რომ მისტერ ლორენსის საქმეები ამდენ ხანს აკავებს შენ სიახლოვეს: ის ხომ შენც გეხმარება და მამასაც.
How very kind Mr. Brooke is, and how fortunate that Mr. Laurence's business detains him near you so long, since he is so useful to you and Father.
192526.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჯო კერვაში მეხმარება და აჩემებული აქვს, ყველა მძიმე საქმე მე უნდა ვაკეთოო.
Jo helps me with the sewing, and insists on doing all sorts of hard jobs.
192527.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ბეთი საათივით ზუსტად აკეთებს, რაც ევალება და არასოდეს ავიწყდება, რასაც ეტყვიან.
Beth is as regular about her tasks as a clock, and never forgets what you told her.
192528.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მამაზე დარდობს და მუდამ ფიქრიანია, გარდა იმისა, როცა თავის პატარა პიანინოს მიუჯდება.
She grieves about Father, and looks sober except when she is at her little piano.
192529.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
თმას თვითონ ივარცხნის, მე კი საღილეების ამოხვევასა და თავისი წინდების ამოკემსვას ვასწავლი.
She does her own hair, and I am teaching her to make buttonholes and mend her stockings.
192530.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ძალიან ცდილობს და ვიცი, როცა ჩამოხვალ, გაგიხარდება მისი წარმატებები.
She tries very hard, and I know you will be pleased with her improvement when you come.
192531.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ის და ჯო, რაც შეუძლიათ, გვახალისებენ, რადგან დროდადრო დარდი შემოგვაწვება ხოლმე და რაკი შენ შორს ხარ, თავი ობლები გვგონია.
He and Jo keep us merry, for we get pretty blue sometimes, and feel like orphans, with you so far away.
192532.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჰანა ნამდვილი წმინდანია, საერთოდ არ გვტუქსავს და მე მუდამ მის მარგარეტს მეძახის – ცხადია, ასეც უნდა იყოს – და პატივისცემით მექცევა.
Hannah is a perfect saint. She does not scold at all, and always calls me Miss Margaret, which is quite proper, you know, and treats me with respect.
192533.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ყველანი ჯანმრთელად ვართ და ვსაქმიანობთ, ოღონდ დღისითა თუ ღამით შენი დაბრუნების ნატვრაში ვართ.
We are all well and busy, but we long, day and night, to have you back.
192534.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
სიყვარულით მომიკითხე მამა. მარად შენი მეგი.
Give my dearest love to Father, and believe me, ever your own... MEG.
192535.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
სურნელოვან ფურცელზე ლამაზად დაწერილი ეს წერილი სრულიად განსხვავდებოდა მომდევნოსაგან, რომელიც რაღაც თხელი, უცხოური ქაღალდის დიდ ფურცელზე იყო დაჩხაპნილი და ლაქებითა თუ ნაირ-ნაირი ხვეულებითა და ღვლარჭნილი ასოებით შემკული.
This note, prettily written on scented paper, was a great contrast to the next, which was scribbled on a big sheet of thin foreign paper, ornamented with blots and all manner of flourishes and curly-tailed letters.
192536.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჩემო უძვირფასესო დე! სამგზის ვაშა ჩვენს კარგ მამას!
My precious Marmee: Three cheers for dear Father!
192537.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ხშირად ვმხიარულობთ და ახლა ხომ მართლა გავიხარებ, იმიტომ რომ ყველანი უძალიანესად კარგები არიან, გეგონება, გვრიტების ბუდეში ვცხოვრობო.
We have such funny times, and now I can enjoy them, for everyone is so desperately good, it's like living in a nest of turtledoves.
192538.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
დღითი დღე ლამაზდება, ხანდახან პირდაპირ შეყვარებული ვარ.
She gets prettier every day, and I'm in love with her sometimes.
192539.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ბავშვები ნამდვილი ანგელოზები არიან, მე კი... მე ჯო ვარ და სხვა არც არავინ ვიქნები.
The children are regular archangels, and I—well, I'm Jo, and never shall be anything else.
192540.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
უი, რა უნდა გიამბო: მე და ლორიმ კინაღამ ვიჩხუბეთ.
Oh, I must tell you that I came near having a quarrel with Laurie.