მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192541.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
რაღაც სისულელეზე გამოვთქვი აზრი და ეწყინა.
I freed my mind about a silly little thing, and he was offended.
192542.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მე მართალი ვიყავი, ოღონდ ეს ჩემი აზრი, როგორც წესი და რიგია, ისეთი სიტყვებით არ მითქვამს, ჰოდა სახლისკენ დაადო თავი – სანამ ბოდიშს არ მომიხდი, ფეხს არ მოვადგამო.
I was right, but didn't speak as I ought, and he marched home, saying he wouldn't come again till I begged pardon.
192543.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ეს მთელი დღე გრძელდებოდა.
It lasted all day.
192544.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მეცა და ლორიც ისეთი ამაყები ვართ, ბოდიშის მოხდა გვიჭირს.
Laurie and I are both so proud, it's hard to beg pardon.
192545.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
არადა, არ გამოჩნდა. მერე, უკვე საღამო იყო, გამახსენდა, რა მითხარი, როცა ემი მდინარეში ჩავარდა.
He didn't come, and just at night I remembered what you said when Amy fell into the river.
192546.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჭიშკართან შემომხვდა, ისიც ამ საქმეზე მოდიოდა.
I met him at the gate, coming for the same thing.
192547.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ორივეს გაგვეცინა, ერთმანეთს მოვუბოდიშეთ.
We both laughed, begged each other's pardon.
192548.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ყველანი ძალიან კეთილები არიან და ბედნიერად ვართ, თუკი შეიძლება, რომ უშენოდ ბედნიერად ვიყოთ.
Everyone is very kind, and we are as happy as we can be without you.
192549.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
განჯინებისა და სკივრების დახურვა არ მავიწყდება, საათს ვქოქავ და ოთახებსაც ყოველდღე ვანიავებ.
I didn't forget to cover the holders, and I wind the clock and air the rooms every day.
192550.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჩემს კარგ მამას იმ ლოყაზე აკოცე, რომელსაც ჩემსას ეძახის.
Kiss dear Father on the cheek he calls mine.
192551.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
გეხვეწებით, მალე ჩამოდით. თქვენი მოყვარული პატარა ბეთი.
Oh, do come soon to your loving... LITTLE BETH.
192552.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ყველანი კარგად ვართ გაკვეთილებს ვსწავლობ მუდამ და გოგოებთან კომფლიდურად არ ვიქცევი მეგი ამბობს კომფლიკტური უნდა თქვაო და ორი ვეს ვწერ რომ ის აირჩიო რომელიც უფრო ზუსტია.
We are all well I do my lessons always and never corroberate the girls—Meg says I mean contradick so I put in both words and you can take the properest.
192553.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მეგი ჩემი დიდი საშველია და ყოველ საღამოს ჩაიზე ხილფაფას მაჭმევს ჯო ამბობს ძალიან გრგებს და ხასიათს გიტკბობსო.
Meg is a great comfort to me and lets me have jelly every night at tea its so good for me Jo says because it keeps me sweet tempered.
192554.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ლურჯი კაბის სახელოები გამიცვდა და მეგმა ახალი მიმიკერა მაგრამ წინა ნაწილი კარგი არ გამოვიდა და უფრო ლურჯია ვიდრე კაბა.
The sleeves of my blue dress were all worn out, and Meg put in new ones, but the full front came wrong and they are more blue than the dress.
192555.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ცუდად გავხდი მაგრამ არ გავღიზიანებულვარ გასაჭირს კარგად ვუძლებ ოღონდ მინდა რომ ჰანა მეტ სახამებელს უმატებდეს ჩემს წინსაფრებს და წიწიბურაც ყოველდღე მომიხარშოს. არ შეუძლია?
I felt bad but did not fret I bear my troubles well but I do wish Hannah would put more starch in my aprons and have buckwheats every day. Can't she?
192556.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ხო ლამაზად გამომივიდა შეკითხვის ნიშანი?
Didn't I make that interrigation point nice?
192557.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მეგი მეუბნება შესასვენი ნიშნები და მართწერა გიჭირსო და ძალიან მწყინს მაგრამ იმდენი საქმე მაქვს.
Meg says my punctuation and spelling are disgraceful and I am mortified but dear me I have so many things to do.
192558.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მის მეგი შვენიერი კარქი დიასახლისი დადგება.
Miss Meg is going to make a proper good housekeeper.
192559.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჯერჯერობით ძალიან მომჭირნეთა ვართ.
We have got on very economical so far.
192560.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ემი არა ბზუის იმიტომ რომ რაც კარგი კაბები აქვს, ისინი აცვია და ტკბილებსაც მიირთმევს.
Amy does well without fretting, wearing her best clothes and eating sweet stuff.