მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192561.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
№2 პალატის უფროს მომვლელს რაპჰანოკზე სიმშვიდე სუფევს, ჯარი კარგ მდგომარეობაშია, საინტენდანტო სამსახური აწყობილია, ადგილობრივი თავდაცვის რაზმი პოლკოვნიკ ტედის მეთაურობით მუდამ პოსტზეა, მთავარსარდალი, გენერალი ლორენსი ყოველდღიურად ატარებს არმიიდათვალიერებას, კვარტირმაისტერი მულეტი ბანაკში წესრიგს ინარჩუნებს, მაიორი ლომი კი მთელი ღამის განმავლობაში სადარაჯოზე იმყოფება.
Head Nurse of Ward No. 2, All serene on the Rappahannock, troops in fine condition, commisary department well conducted, the Home Guard under Colonel Teddy always on duty, Commander in Chief General Laurence reviews the army daily, Quartermaster Mullet keeps order in camp, and Major Lion does picket duty at night.
192562.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ვაშინგტონიდან მოსული საამური ამბავი აღინიშნა შტაბ-ბინაში გამართული ოცდაოთხი ქვემეხის საზეიმო სალუტითა და საზეიმო ფორმებში გამოწყობილი ჯარის პარადით.
A salute of twenty-four guns was fired on receipt of good news from Washington, and a dress parade took place at headquarters.
192563.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მთავარსარდალი საუკეთესო სურვილებს გითვლით, რასაც სულითა და გულით უერთდება პოლკოვნიკი ტედი.
Commander in chief sends best wishes, in which he is heartily joined by... COLONEL TEDDY.
192564.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ძვირფასო ქალბატონო მარჩ! პატარა გოგონები კარგად არიან.
Dear Madam: The little girls are all well.
192565.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჰანა სანიმუშო მსახურია და მშვენიერ მეგს გველეშაპივით სდარაჯობს.
Hannah is a model servant, and guards pretty Meg like a dragon.
192566.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მიხარია, რომ კარგი ამინდები დაიჭირა.
Glad the fine weather holds.
192567.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
თქვენს მეუღლეს ნურაფერს მოაკლებთ.
Don't let your husband want anything.
192568.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მადლობა ღმერთს, რომ გამოკეთების გზაზეა.
Thank God he is mending.
192569.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჯეიმზ ლორენსი.
Your sincere friend and servant, JAMES LAURENCE
192570.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ერთი კვირა ძველ სახლში იმოდენა სათნოება ტრიალებდა, სამეზობლოს გასწვდებოდა.
For a week the amount of virtue in the old house would have supplied the neighborhood.
192571.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ჯო გაკრეჭილ თავს თბილად არ ინახავდა, ძალიან გაცივდა და მითითება მიიღო, გამოკეთებამდე შინ დატეულიყო, რადგან პაპიდა მარჩს არ ეპიტნავებოდა, როცა სურდოთი გაგუდულები უკითხავდნენ წიგნს.
Jo caught a bad cold through neglect to cover the shorn head enough, and was ordered to stay at home till she was better, for Aunt March didn't like to hear people read with colds in their heads.
192572.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ემი მიხვდა, საოჯახო საქმეები და ხელოვნება ერთმანეთთან ვერ მოდისო და თავის „ტალახის ღვეზლებს“ მიუბრუნდა.
Amy found that housework and art did not go well together, and returned to her mud pies.
192573.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მეგი ყოველდღე დადიოდა მოწაფეებთან, შინ კი კერავდა ან ეგონა, ვკერავო, სინამდვილეში დრო მეტწილად იმაში გაჰყავდა, რომ გრძელ-გრძელ წერილებს სწერდა დედას ან განმეორებით კითხულობდა ვაშინგტონიდან მოსულ პატაკებს.
Meg went daily to her pupils, and sewed, or thought she did, at home, but much time was spent in writing long letters to her mother, or reading the Washington dispatches over and over.
192574.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
როცა გული დაუმძიმდებოდა დედის მონატრებით ან მამაზე დარდით, შევიდოდა ერთ განჯინაში, ჩარგავდა სახეს ძველი საყვარელი კაბის ნაკეცებში და მარტოობაში წაიტირებდა ან ცოტას ილოცებდა.
When her heart got heavy with longings for Mother or fears for Father, she went away into a certain closet, hid her face in the folds of a dear old gown, and made her little moan and prayed her little prayer quietly by herself.
192575.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
არავინ იცოდა, რა უბრუნებდა მხნეობას სევდის შემოტევის შემდეგ, მაგრამ ყველანი გრძნობდნენ, რა კეთილი და დამხმარე იყო ბეთი და ჩვეულებად ექცათ, თავ-თავიანთ პატარა საქმეებში თანაგრძნობისა თუ რჩევისთვის მას მისდგომოდნენ.
Nobody knew what cheered her up after a sober fit, but everyone felt how sweet and helpful Beth was, and fell into a way of going to her for comfort or advice in their small affairs.
192576.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– მეგ, იქნებ წახვიდე და ჰუმელები ნახო. ხომ იცი, დედამ დაგვიბარა, არ დაივიწყოთო, – თქვა ბეთმა მისის მარჩის გამგზავრებიდან ათი დღის შემდეგ.
"Meg, I wish you'd go and see the Hummels. You know Mother told us not to forget them." said Beth, ten days after Mrs. March's departure.
192577.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ჰო, ისე გამიარა, რომ ლორისთან ერთად გასეირნება მოვახერხო, მაგრამ არც ასე, რომ ჰუმელებთან წავიდე,– სიცილით თქვა ჯომ, თუმცა თან ცოტათი შერცხვა თავისი არათანმიმდევრულობის.
"It's well enough for me to go out with Laurie, but not well enough to go to the Hummels'," said Jo, laughing, but looking a little ashamed of her inconsistency.
192578.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– შენ თვითონ რომ წასულიყავი? – ჰკითხა მეგმა.
"Why don't you go yourself?" asked Meg.
192579.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– მე ყოველდღე დავდივარ, მაგრამ პატარა ბავშვი ავად ჰყავთ და არ ვიცი, რა ვქნა.
I have been every day, but the baby is sick, and I don't know what to do for it.
192580.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მისის ჰუმელი სამუშაოდ დადის და მას ლოტჰენი უვლის, მაგრამ უარესად და უარესად ხდება და მე მგონი, თქვენ ან ჰანა უნდა მიხვიდეთ.
Mrs. Hummel goes away to work, and Lottchen takes care of it. But it gets sicker and sicker, and I think you or Hannah ought to go".