მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192581.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ბეთი მხურვალედ ლაპარაკობდა და მეგი დაჰპირდა, ხვალ შევუვლიო.
Beth spoke earnestly, and Meg promised she would go tomorrow.
192582.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ჰანას რამე გემრიელი გამოართვი და წაუღე, ბეთ, ჰაერზე გავლა მოგიხდება, – უთხრა ჯომ და მობოდიშებით დაუმატა, – მეც წავიდოდი, მაგრამ მინდა წერა დავამთავრო.
"Ask Hannah for some nice little mess, and take it round, Beth, the air will do you good," said Jo, adding apologetically, "I'd go but I want to finish my writing".
192583.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– თავი მტკივა და დაღლილი ვარ, ჰოდა, თქვენზე ვიფიქრე, იქნებ რომელიმე წავიდეს-მეთქი, – თქვა ბეთმა.
"My head aches and I'm tired, so I thought maybe some of you would go," said Beth.
192584.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ცოტა ხანში ემი მოვა და ჩვენ მაგივრად მიირბენს, – მოიფიქრა მეგმა.
"Amy will be in presently, and she will run down for us," suggested Meg.
192585.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ბეთი დივანზე მიწვა, დანარჩენები თავ-თავის საქმეს მიუბრუნდნენ და ჰუმელები დაივიწყეს.
So Beth lay down on the sofa, the others returned to their work, and the Hummels were forgotten.
192586.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
გავიდა ერთი საათი.
An hour passed.
192587.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ემი არ გამოჩენილა, მეგი თავის ოთახში წავიდა ახალი კაბის მოსაზომებლად, ჯო თავის მოთხრობას ჩაჰკირკიტებდა, ჰანას კი გულის ძილით ეძინა სამზარეულოში, ღუმლის წინ, როცა ბეთმა წყნარად წამოიფარა კაპიუშონი, საბრალო ბავშვებისთვის კალათაში ჩაალაგა, რაც სადილიდან გადარჩა და სიცივეში გავიდა თავდამძიმებული და თვინიერ თვალებში სევდამორეული.
Amy did not come, Meg went to her room to try on a new dress, Jo was absorbed in her story, and Hannah was sound asleep before the kitchen fire, when Beth quietly put on her hood, filled her basket with odds and ends for the poor children, and went out into the chilly air with a heavy head and a grieved look in her patient eyes.
192588.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
შინ რომ დაბრუნდა, უკვე გვიან იყო და არავის შეუნიშნავს, როგორ ავიდა მაღლა და რაღაცისთვის „დედას განჯინაში“ შევიდა.
It was late when she came back, and no one saw her creep upstairs and shut herself into her mother's room.
192589.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ოჰ, ბეთ, შენ რომ ავად გახდე, ჩემს თავს არ ვაპატიებ! რა ვქნათ?
"Oh, Beth, if you should be sick I never could forgive myself! What shall we do?"
192590.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
დედას წიგნში ჩავიხედე და ეწერა, თავისა და ყელის ტკივილით იწყება და ადამიანი უქეიფოდ არისო, აი, როგორც ახლა მე ვარ, ჰოდა, ბელადონა დავლიე და უკეთესად გავხდი, – თქვა ბეთმა, გავარვარებულ შუბლზე მიიდო ცივი ხელები და სცადა, ისე დაეჭირა თავი, ვითომცდა არაფერი უჭირდა.
I looked in Mother's book, and saw that it begins with headache, sore throat, and queer feelings like mine, so I did take some belladonna, and I feel better," said Beth, laying her cold hands on her hot forehead and trying to look well.
192591.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– დედა მაინც იყოს შინ! – შესძახა ჯომ, დაავლო ხელი წიგნს და იგრძნო, რა უსაშველოდ შორს იყო ვაშინგტონი.
"If Mother was only at home!" exclaimed Jo, seizing the book, and feeling that Washington was an immense way off.
192592.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
წაიკითხა ერთი გვერდი, შეხედა ბეთს, გაუსინჯა შუბლი, ჩახედა ყელში და დაფიქრებით თქვა: – კვირაზე მეტხანს ყოველდღე მიდიოდი იმ ბავშვთან და დანარჩენებთან, რომლებიც ალბათ ავად არიან, ჰოდა, ალბათ, შენც გადმოგედო, ბეთ.
She read a page, looked at Beth, felt her head, peeped into her throat, and then said gravely, "You've been over the baby every day for more than a week, and among the others who are going to have it, so I'm afraid you are going to have it, Beth.
192593.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ჰანას დავუძახებ, იმან ავადმყოფობების ყველაფერი იცის.
I'll call Hannah, she knows all about sickness.
192594.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ემი არ შემოუშვა. არ მოუხდია და არ მინდა, გადავდო.
Don't let Amy come. She never had it, and I should hate to give it to her.
192595.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
შენ და მეგს ხომ არ შეგეყრებათ? – შეშფოთებით ჰკითხა ბეთმა. – არა მგონია. და რომც შემეყაროს, არ ვიდარდებ.
"Can't you and Meg have it over again?" asked Beth, anxiously. "I guess not. Don't care if I do.
192596.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ღირსიც იქნება ჩემნაირი ეგოისტი ღორი! შენ გაგიშვი და მე ჩემი სისულელის საწერად დავჯექი! – წაიდუდუნა ჯომ და ჰანასთან მოსათათბირებლად წავიდა.
"Serve me right, selfish pig, to let you go, and stay writing rubbish myself!" muttered Jo, as she went to consult Hannah.
192597.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
კეთილი ქალი წამში გამოფხიზლდა და მაშინვე ხელში აიღო საქმის სადავეები: ჯო დაარწმუნა, საწუხარი არაფერია, ქუნთრუშა ყველას ხვდება და თუ სწორად უმკურნალეს, არავინ იღუპებაო, ჯომ ეს ყველაფერი დაიჯერა და ბევრად გულდამშვიდებული ავიდა მეგის დასაძახებლად.
The good soul was wide awake in a minute, and took the lead at once, assuring that there was no need to worry; every one had scarlet fever, and if rightly treated, nobody died, all of which Jo believed, and felt much relieved as they went up to call Meg.
192598.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ახლა გეტყვით, რა უნდა ვქნათ, – თქვა ჰანამ მას მერე, რაც ბეთი გასინჯა და რაღაც-რაღაცები ჰკითხა, – ექიმ ბენგსს დაუძახებთ, მარტო იმიტო რო დაგხედოს, ჩემო კარქო და ნახოს, რო სწორათ დავიწყეთ.
"Now I'll tell you what we'll do," said Hannah, when she had examined and questioned Beth, "we will have Dr. Bangs, just to take a look at you, dear, and see that we start right.
192599.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მერე ემის დროებით გავგზავნით პაპიდა მარჩთან, რო არაფერი დაემართოს, თქვენ კი, გოგოებო, რომელიმე ერთი-ორი დღე დარჩით შინა, რო ბეთი გაართოთ.
Then we'll send Amy off to Aunt March's, to keep her out of harm's way, and one of you girls can stay at home and amuse Beth for a day or two.
192600.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– რა თქმა უნდა, მე დავრჩები: უფროსი ვარ და... – დაიწყო მეგმა; შეეტყო, ღელავდა და სინდისი ქენჯნიდა.
"I shall stay, of course, I'm oldest," began Meg, looking anxious and self reproachful.