მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192601.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– შენ რომელი გირჩევნია, ბეთ?
"Which will you have, Beth?
192602.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ჯო, თუ შეიძლება, – და ბეთმა კმაყოფილებით მიადო თავი მკერდზე დას და საქმეც გადაწყდა.
"Jo, please." And Beth leaned her head against her sister with a contented look, which effectually settled that point.
192603.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– მე წავალ და ემის ვეტყვი, – თქვა მეგმა; ცოტა ნაწყენი კი იყო, მაგრამ მაინც გულზე მოეშვა.
"I'll go and tell Amy," said Meg, feeling a little hurt, yet rather relieved on the whole.
192604.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ემი იქვე ამბოხდა და ცხარედ გამოაცხადა, პაპიდა მარჩთან წასვლას ის მირჩევნია, ქუნთრუშა შემეყაროსო.
Amy rebelled outright, and passionately declared that she had rather have the fever than go to Aunt March.
192605.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მეგმა დიდხანს არწმუნა, ეხვეწა, უბრძანა კიდეც, მაგრამ ამაოდ.
Meg reasoned, pleaded, and commanded, all in vain.
192606.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
სანამ მობრუნდებოდა, სასტუმრო ოთახში ლორი შემოვიდა და დივნის ბალიშებში თავჩარგული, მოქვითინე ემი დაინახა.
Before she came back, Laurie walked into the parlor to find Amy sobbing, with her head in the sofa cushions.
192607.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ყველაფერი უამბო იმ იმედით, მანუგეშებსო, მაგრამ ლორიმ მხოლოდ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, წარბი შეკრა და ფიქრებში წასულმა ბოლთა დასცა ოთახში.
She told her story, expecting to be consoled, but Laurie only put his hands in his pockets and walked about the room, whistling softly, as he knit his brows in deep thought.
192608.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მერე მიუჯდა ემის და, როგორც იცოდა ხოლმე, შემპარავად უთხრა: – მოდი, ისე მოიქეცი, როგორც გონიერ პატარა ქალს შეშვენის და რასაც გეუბნებიან, გაიგონე.
Presently he sat down beside her, and said, in his most wheedlesome tone, "Now be a sensible little woman, and do as they say".
192609.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
არა, ნუ ტირი. მომისმინე, რა კარგი რამე მოვიფიქრე: შენ პაპიდა მარჩთან წადი, მე კი ყოველდღე შემოგივლი, ეტლით ან ფეხით გაგასეირნებ და მშვენიერ დროს გავატარებთ.
No, don't cry, but hear what a jolly plan I've got. You go to Aunt March's, and I'll come and take you out every day, driving or walking, and we'll have capital times.
192610.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ეს არ აჯობებს, ვიდრე აქ წუწუნი?
Won't that be better than moping here?
192611.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– არ მინდა ისე გამგზავნონ, თითქოს აქ ხელის შემშლელი ვიყო, – ნაწყენი ხმით დაიწყო ემიმ.
"I don't wish to be sent off as if I was in the way," began Amy, in an injured voice.
192612.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– არა, რად მინდა, მაგრამ ალბათ მაინც გავხდები, იმიტომ რომ სულ ბეთთან ერთად ვიყავი.
"No, I'm sure I don't, but I dare say I shall be, for I've been with Beth all the time."
192613.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– აი, მაგიტომაც ახლავე უნდა წახვიდე: იქნებ აირიდო.
That's the very reason you ought to go away at once, so that you may escape it.
192614.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
გირჩევ, რაც შეიძლება, ჩქარა წახვიდე, იმიტომ რომ ქუნთრუშა ხუმრობა საქმე არ გახლავთ, მის.
I advise you to be off as soon as you can, for scarlet fever is no joke, miss.
192615.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ჰო, მაგრამ პაპიდა მარჩთან მოწყენილობაა და თანაც ბრაზიანია, – თქვა დამფრთხალმა ემი.
"But it's dull at Aunt March's, and she is so cross," said Amy, looking rather frightened.
192616.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– რაღა მოწყენილობა იქნება, მე თუ ყოველდღე შემოგიარე, ბეთის შესახებ გითხარი და სახეტიალოდ წაგიყვანე?
"It won't be dull with me popping in every day to tell you about Beth, and take you out gallivanting.
192617.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მოხუც ლედის მოვწონვარ, მეც ვეცდები, ტკბილად მოვექცე, ჰოდა, რაც უნდა ვქნათ, გულს არ გაგვიწყალებს.
The old lady likes me, and I'll be as sweet as possible to her, so she won't peck at us, whatever we do."
192618.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– და... ყოველდღე მოხვალ? – ნახავ, თუ არა!
"And come every single day?" "See if I don't!"
192619.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– და... ბეთი მორჩება თუ არა, მაშინვე წამომიყვან?
"And bring me back the minute Beth is well?"
192620.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– და... თეატრშიც წამიყვან? მართლა?
"And go to the theater, truly?"