მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192621.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
დაუძახე მეგს და უთხარი, რომ დათანხმდი, – მოწონებით დაჰკრა ლორიმ ხელი მხარზე, რამაც იმაზე მეტად გააღიზიანა ემი, ვიდრე სიტყვამ „დათანხმდი“.
"Call Meg, and tell her you'll give in," said Laurie, with an approving pat, which annoyed Amy more than the "giving in".
192622.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მეგი და ჯო სირბილით ჩამოვიდნენ სასწაულის სანახავად, ემიმ კი, რომელიც ყველასთვის საყვარელ და თავგანწირულ ადამიანად გრძნობდა თავს, პირობა დადო, წავალ, თუკი ექიმი იტყვის, ბეთი ავად არისო.
Meg and Jo came running down to behold the miracle which had been wrought, and Amy, feeling very precious and self-sacrificing, promised to go, if the doctor said Beth was going to be ill.
192623.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– დედას ლოგინში წევს და უკეთაა.
"She is lying down on Mother's bed, and feels better.
192624.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ბავშვის სიკვდილმა ძალიან დააღონა, მაგრამ იმედია, გაცივებულია და სხვა არაფერი.
The baby's death troubled her, but I dare say she has only got cold.
192625.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ჰანა ამბობს, მეც ასე მგონიაო, მაგრამ თან შეწუხებული ჩანს და მაგიტომ მეც ვფორიაქობ, – მიუგო მეგმა.
"Hannah says she thinks so, but she looks worried, and that makes me fidgety," answered Meg.
192626.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– რა ძნელია ეს ცხოვრება! – თქვა ჯომ და აღელვებულმა თმა აიჩეჩა, – ერთი განსაცდელისთვის ვერ დაგვიღწევია თავი, რომ მეორე გვატყდება.
"What a trying world it is!" said Jo, rumpling up her hair in a fretful way. "No sooner do we get out of one trouble than down comes another".
192627.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
დაილაგე თმა, ჯო, და მითხარი, რა ვქნა: გავუგზავნო დეპეშა დედათქვენს თუ რა მოვიმოქმედო? – ჰკითხა ლორიმ, რომელიც ვერა და ვერ შეგუებოდა მეგობრის ერთადერთი სილამაზის დაკარგვას.
Settle your wig, Jo, and tell me if I shall telegraph to your mother, or do anything?" asked Laurie, who never had been reconciled to the loss of his friend's one beauty.
192628.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– მეც სწორედ ეგ მაწუხებს, – თქვა მეგმა, – მე მგონი, თუ ბეთი მართლა ავად არის, უნდა შევატყობინოთ, მაგრამ ჰანა ამბობს არაო, იმიტომ რომ დედა მამას ვერ მიატოვებს და ორივენი ინერვიულებენ.
"That is what troubles me," said Meg. "I think we ought to tell her if Beth is really ill, but Hannah says we mustn't, for Mother can't leave Father, and it will only make them anxious.
192629.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ჯო, წადი და ახლავე მოიყვანე ექიმი ბენგსი, – განკარგულება გასცა მეგმა, – სანამ ის არ მოვა, ხომ ვერაფერს გადავწყვეტთ.
"Jo, go and get Dr. Bangs at once," commanded Meg. "We can't decide anything till he has been."
192630.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– შენ დარჩი, სადაც ხარ, ჯო. ამ დაწესებულებაში შიკრიკობას მე ვეწევი, – კეპს დაავლო ხელი ლორიმ.
"Stay where you are, Jo. I'm errand boy to this establishment," said Laurie, taking up his cap.
192631.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– შენ რომ არ გცალია? – დაიწყო მეგმა.
"I'm afraid you are busy," began Meg.
192632.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– არა, დღეის გაკვეთილებს უკვე მოვრჩი.
"No, I've done my lessons for the day".
192633.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– არდადეგებზეც მეცადინეობ? – ჰკითხა ჯომ.
"Do you study in vacation time?" asked Jo.
192634.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– მეზობლებმა კარგი მაგალითი მიჩვენეს და ვბაძავ, – მიუგო ლორიმ და ოთახიდან გავარდა.
"I follow the good example my neighbors set me," was Laurie's answer, as he swung himself out of the room.
192635.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ჩემი ბიჭის დიდი იმედი მაქვს, – შენიშნა ჯომ და მოწონების ღიმილით გააყოლა თვალი ღობეზე გადამხტარ ლორის.
"I have great hopes for my boy," observed Jo, watching him fly over the fence with an approving smile.
192636.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ბიჭის პირობაზე კარგად იქცევა, – როგორღაც უკმეხად მიუგო მეგმა, რადგან ეს თემა არ აინტერესებდა.
"He does very well, for a boy," was Meg's somewhat ungracious answer, for the subject did not interest her.
192637.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
მოვიდა ექიმი ბენგსი, თქვა, ბეთს ქუნთრუშის სიმპტომები აღენიშნება, მაგრამ იმედი მაქვს, იოლად გადაიტანსო, თუმცა ჰუმელების ამბის გაგონებაზე დაიღრუბლა.
Dr. Bangs came, said Beth had symptoms of the fever, but he thought she would have it lightly, though he looked sober over the Hummel story.
192638.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ემის დაუყოვნებლივ წასვლა უბრძანეს და, ხიფათისგან დასაცავად წამლებით აღჭურვილი, დიდი ამბით გაუდგა გზას, ამალად ჯო და ლორი გაჰყვნენ.
Amy was ordered off at once, and provided with something to ward off danger, she departed in great state, with Jo and Laurie as escort.
192639.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
პაპიდა მარჩი ჩვეული „სტუმართმოყვარეობით“ შეეგება მოსულებს: – ახლა რაღა გინდათ? – იკითხა და მკაცრად გადახედა სათვალის ზემოდან, მისი სავარძლის ზურგზე ჩამომჯდარმა თუთიყუშმა კი დაიჩხავლა – წადი, მოშორდი! აქ ბიჭებს არაფერი ესაქმებათ!
Aunt March received them with her usual hospitality. "What do you want now?" she asked, looking sharply over her spectacles, while the parrot, sitting on the back of her chair, called out... "Go away. No boys allowed here."
192640.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ლორიმ ფანჯრისკენ დაიხია, ჯო კი ამბავს მოჰყვა.
Laurie retired to the window, and Jo told her story.