მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192641.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– სხვა რის მოლოდინი უნდა მქონოდა, თუკი ღატაკებში გარევის ნებას გაძლევენ?
No more than I expected, if you are allowed to go poking about among poor folks.
192642.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– დედათქვენისგან რა ისმის? – მკვახედ იკითხა მოხუცმა ლედიმ.
"What do you hear from your mother?" asked the old lady gruffly.
192643.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– მამამ ბევრად უკეთაა, – მიუგო ჯომ, თან შეეცადა, დინჯი იერი შეენარჩუნებინა.
"Father is much better," replied Jo, trying to keep sober.
192644.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
ეგ, ალბათ, დიდხანს არ გასტანს.
Well, that won't last long, I fancy.
192645.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ენა ჩაიგდე, შე თავხედო ბებერო ჩიტო! შენ კი, ჯო, ახლავე წადი, რა წესია შუაღამისას ყიალი ამ თავცარიელ ბიჭთან ერთად...
"Hold your tongue, you disrespectful old bird! And, Jo, you'd better go at once. It isn't proper to be gadding about so late with a rattlepated boy..."
192646.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– ენა ჩაიგდე, შე თავხედო ბებერო ჩიტო! – დაიჩხავლა პოლიმ, ჩამოხტა სავარძლიდან და გაექანა, რომ „თავცარიელი“ ბიჭისთვის ჩაენისკარტებინა, რომელსაც უკანასკნელ სიტყვებზე გულიანი სიცილი აუტყდა.
"Hold your tongue, you disrespectful old bird!" cried Polly, tumbling off the chair with a bounce, and running to peck the "rattlepated" boy, who was shaking with laughter at the last speech.
192647.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
„ალბათ ვერ გავუძლებ, მაგრამ ვეცდები“, გაიფიქრა ემიმ, როცა მარტო დარჩა პაპიდა მარჩთან.
"I don't think I can bear it, but I'll try," thought Amy, as she was left alone with Aunt March.
192648.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 17
– გაეთრიე, შე საფრთხობელავ! – იწივლა თუთიყუშმა. ამ უხეშ სიტყვებზე ემიმ თავი ვერ შეიკავა და ასრუტუნდა.
"Get along, you fright!" screamed Polly, and at that rude speech Amy could not restrain a sniff.
192649.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
შავი დღეები.
DARK DAYS.
192650.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ბეთს მართლაც შეხვდა ქუნთრუშა და იმაზე მძიმედ იყო, ვიდრე ვინმე ეჭვობდა ჰანასა და ექიმის გამოკლებით.
Beth did have the fever, and was much sicker than anyone but Hannah and the doctor suspected.
192651.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
გოგონებს სნეულებებისა არაფერი გაეგებოდათ, მისტერ ლორენსს კი სანახავად არ უშვებდნენ, ასე რომ ჰანა ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებდა.
The girls knew nothing about illness, and Mr. Laurence was not allowed to see her, so Hannah had everything her own way.
192652.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
მეგი შინ იყო, რომ კინგსებისთვის არ მიეტანა ავადმყოფობა და სახლს უვლიდა, ძალიან ღელავდა და ცოტა სინდისიც აწუხებდა, როცა დედას წერილებს სწერდა და ერთი სიტყვითაც არ ახსენებდა ბეთის ავადმყოფობას.
Meg stayed at home, lest she should infect the Kings, and kept house, feeling very anxious and a little guilty when she wrote letters in which no mention was made of Beth's illness.
192653.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
დედის მოტყუება სწორი არ ეჩვენებოდა, მაგრამ მან დაუბარა, ჰანას დაუჯერეო, ჰანას კი გაგონებაც არ უნდოდა იმისა, რომ „მისის მარჩისთვინ ეს ამბავი ეთქვათ და იმას კიდევა ესეთ წვრიმალზე დაეწყო დარდი“.
She could not think it right to deceive her mother, but she had been bidden to mind Hannah, and Hannah wouldn't hear of "Mrs. March bein' told, and worried just for sech a trifle".
192654.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
მაგრამ დადგა დრო, როცა ციებ-ცხელების შეტევებისას ხრინწიანი, ჩაწყვეტილი ხმით იწყებდა ლაპარაკს, ისე ათამაშებდა თითებს საბანზე, თითქოს მისი საყვარელი პატარა პიანინო ყოფილიყო და ცდილობდა ემღერა, მაგრამ გასივებულ ყელში მელოდიისთვის ადგილი აღარ დარჩენოდა, დადგა დრო, როცა ვეღარ იცნო საწოლთან შემოკრებილი ნაცნობი სახეები, სხვა სახელები დაუძახა და საწყლად ითხოვა დედა.
But there came a time when during the fever fits she began to talk in a hoarse, broken voice, to play on the coverlet as if on her beloved little piano, and try to sing with a throat so swollen that there was no music left, a time when she did not know the familiar faces around her, but addressed them by wrong names, and called imploringly for her mother.
192655.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ჯო შიშმა აიტანა, მეგმა ხვეწნა დაიწყო, სიმართლე მიმაწერინეთო და ჰანამაც კი თქვა, ვიფიქრებ მაგ ამბავზე, ჯერ კი საშიში არაფერიაო.
Then Jo grew frightened, Meg begged to be allowed to write the truth, and even Hannah said she "would think of it, though there was no danger yet".
192656.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ვაშინგტონიდან მოსულმა წერილმა დარდი დარდზე დაურთოთ: მისტერ მარჩისთვის ავადმყოფობას შეებრუნებინა და შინ წამოსვლაზე კიდევ დიდხანს ვერ იფიქრებდა.
A letter from Washington added to their trouble, for Mr. March had had a relapse, and could not think of coming home for a long while.
192657.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
რა პირქუში ეჩვენებოდათ ახლა დღეები, რა სევდიანი და უდაბური – სახლი და რა გულდამძიმებულები შრომობდნენ და ელოდნენ დები, ხოლო მათ ოდესღაც ბედნიერ სახლს სიკვდილის ჩრდილი ჩამოსწოლოდა.
How dark the days seemed now, how sad and lonely the house, and how heavy were the hearts of the sisters as they worked and waited, while the shadow of death hovered over the once happy home.
192658.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
მაშინ იყო, რომ მარტოდ მჯდარი მარგარეტი საკერავს ცრემლს აღვრიდა და ხვდებოდა, რა მდიდარი იყო წინათ იმით, რაც ფულით საყიდელ რაგინდარა ქონებაზე ძვირფასია – სიყვარულით, მზრუნველობით, სიმშვიდითა და ჯანმრთელობით, ანუ ცხოვრების ჭეშმარიტი საგანძურით.
Then it was that Margaret, sitting alone with tears dropping often on her work, felt how rich she had been in things more precious than any luxuries money could buy— in love, protection, peace, and health, the real blessings of life.
192659.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
მაშინ იყო, რომ ჩაბნელებულ ოთახში მცხოვრები ჯო, სადაც მუდამ თვალწინ ჰყავდა გატანჯული უმცროსი და, ნიადაგ ყურში ედგა მისი შესაბრალისი ხმა, ძირისძირობამდე ჩასწვდა ბეთის მშვენიერ და გულითად ბუნებას; იგრძნო, რა ღრმად და სათუთად დაესადგურებინა მას ყველას გულში; აღიარა, რა დიდი ფასი ედო ბეთის უანგარო მისწრაფებას – სხვებისთვის ეცოცხლა და ბედნიერ სამყოფელად ექცია სახლი იმ უბრალო სათნოებათა მეშვეობით, რომლებიც ყველას შეიძლება ჰქონდეს და რომლებიც ყველას უნდა უყვარდეს და ნიჭზე, სიმდიდრესა თუ სილამაზეზე მეტად აფასებდეს.
Then it was that Jo, living in the darkened room, with that suffering little sister always before her eyes and that pathetic voice sounding in her ears, learned to see the beauty and the sweetness of Beth's nature, to feel how deep and tender a place she filled in all hearts, and to acknowledge the worth of Beth's unselfish ambition to live for others, and make home happy by that exercise of those simple virtues which all may possess, and which all should love and value more than talent, wealth, or beauty.
192660.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
განდევნილობაში მყოფ ემის კი გულით უნდოდა შინ დაბრუნება, რათა ბეთისთვის ეშრომა; გრძნობდა, ახლა არანაირი სამუშაო არ მოეჩვენებოდა მძიმე ან მოსაწყენი, და მწარე სინანულით ახსენდებოდა, რამდენჯერ გაუკეთებია მისი გაუკეთებელი საქმე დის მუყაით ხელებს.
And Amy, in her exile, longed eagerly to be at home, that she might work for Beth, feeling now that no service would be hard or irksome, and remembering, with regretful grief, how many neglected tasks those willing hands had done for her.