მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192661.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ლორი მშფოთვარე აჩრდილივით ხშირ-ხშირად გამოეცხადებოდათ ხოლმე, მისტერ ლორენსმა კი როიალი ჩაკეტა, რადგან საკრავი ნორჩ მეზობელს ახსენებდა, რომელიც საღამოებს ულამაზებდა.
Laurie haunted the house like a restless ghost, and Mr. Laurence locked the grand piano, because he could not bear to be reminded of the young neighbor who used to make the twilight pleasant for him.
192662.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ყველას აკლდა ბეთი.
Everyone missed Beth.
192663.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
საბრალო მისის ჰუმელი მოვიდა, დაუფიქრებლობისთვის ბოდიში მოიხადა და მინასთვის სასუდარე ქსოვილი წაიღო, მეზობლები ათასნაირ ნუგბარსა და კეთილ სურვილებს უგზავნიდნენ და ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი უკვირდათ, რამდენი მე გობარი გაეჩინა პატარა, მორცხვ ბეთს.
Poor Mrs. Hummel came to beg pardon for her thoughtlessness and to get a shroud for Minna, the neighbors sent all sorts of comforts and good wishes, and even those who knew her best were surprised to find how many friends shy little Beth had made.
192664.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ამასობაში იწვა ლოგინში და გვერდით ძველისძველი ჯოანა ეწვინა, რადგან ბოდვისასაც კი არ ავიწყდებოდა ბედკრული პროტეჟე.
Meanwhile she lay on her bed with old Joanna at her side, for even in her wanderings she did not forget her forlorn protege.
192665.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
სიყვარულით უთვლიდა მოკითხვას ემის, ყველას ეხვეწებოდა, დედას უთხარით, მალე მივწერო და ხშირად ითხოვდა ფურცელსა და ფანქარს, ცდილობდა, ერთი სიტყვა მაინც დაეწერა, რომ მამას არ ეფიქრა, მივავიწყდიო.
She sent loving messages to Amy, bade them tell her mother that she would write soon, and often begged for pencil and paper to try to say a word, that Father might not think she had neglected him.
192666.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
თუმცა, მალე ცნობიერების ეს შუალედებიც დასრულდა და ბეთი საათობით ბორგავდა ლოგინში, გაუგებარ სიტყვებს იძახდა ან ღრმა ძილს ეძლეოდა, რომელსაც ჯანზე ვერ მოჰყავდა.
But soon even these intervals of consciousness ended, and she lay hour after hour, tossing to and fro, with incoherent words on her lips, or sank into a heavy sleep which brought her no refreshment.
192667.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ექიმი ბენგსი დღეში ორჯერ შემოივლიდა, ჰანა ღამეებს უთევდა, მეგს საწერ მაგიდაში გამზადებული დეპეშა ედო, რომ ნებისმიერ წუთს გაეგზავნა, ჯო კი გვერდიდან არ შორდებოდა დას.
Dr. Bangs came twice a day, Hannah sat up at night, Meg kept a telegram in her desk all ready to send off at any minute, and Jo never stirred from Beth's side.
192668.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
პირველ დეკემბერს მართლაც რომ ზამთრის დღე დაუდგათ: გამყინავი ქარი ქროდა, ბარდნიდა და წელიწადი თითქოს აღსასრულისთვის ემზადებოდა.
The first of December was a wintry day indeed to them, for a bitter wind blew, snow fell fast, and the year seemed getting ready for its death.
192669.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
დილით ექიმმა ბენგსმა შემოიარა, ხანგრძლივად დააცქერდა ბეთს, წუთით ხელებში მოიქცია მისი ცხელი ხელი, მერე მზრუნველად დაასვენა საბანზე და ჰანას უთხრა: – თუ მისის მარჩი ქმრის დატოვებას მოახერხებს, შეატყობინეთ, ჩამოვიდეს.
When Dr. Bangs came that morning, he looked long at Beth, held the hot hand in both his own for a minute, and laid it gently down, saying, in a low voice to Hannah, "If Mrs. March can leave her husband she'd better be sent for."
192670.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ჰანამ უხმოდ დაუქნია თავი, რადგან აკანკალებულ ტუჩებს ვერაფერი მოუხერხა, მეგი სავარძელში ჩაეცა, თითქოს იმ სი¬ტყვების გაგონებაზე ხელ-ფეხი წაერთვაო, ჯო კი ერთ წამს იდგა გადაფითრებული, მერე გაექანა სასტუმრო ოთახში, დაავლო ხელი დეპეშას, ფაცხაფუცხით ჩაიცვა და ქარიშხალში გავარდა.
Hannah nodded without speaking, for her lips twitched nervously, Meg dropped down into a chair as the strength seemed to go out of her limbs at the sound of those words, and Jo, standing with a pale face for a minute, ran to the parlor, snatched up the telegram, and throwing on her things, rushed out into the storm.
192671.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
მალევე დაბრუნდა და სანამ უხმაუროდ იხდიდა მოსასხამს, ლორი შემოვიდა წერილით ხელში, რომელშიც ეწერა, მისტერ მარჩმა ისევ მოიკეთაო.
She was soon back, and while noiselessly taking 208 off her cloak, Laurie came in with a letter, saying that Mr. March was mending again.
192672.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ჯომ მადლიერად წაიკითხა, მაგრამ, შეეტყო, გულიდან სიმძიმე არ მოშორებია და სახეზეც ისეთი ტანჯვა ეწერა, რომ ლორიმ სწრაფად ჰკითხა: – რა იყო? ბეთი უარესად არის?
Jo read it thankfully, but the heavy weight did not seem lifted off her heart, and her face was so full of misery that Laurie asked quickly, "What is it? Is Beth worse?"
192673.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– დედა დავიბარე, – უთხრა ჯომ და ტრაგიკული იერით დაეჯაჯგურა ბოტებს.
"I've sent for Mother," said Jo, tugging at her rubber boots with a tragic expression.
192674.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– ყოჩაღ, ჯო! შენ თვითონ გადაწყვიტე? – მისი აკანკალებული ხელების დანახვაზე ლორიმ ჰოლის სავარძელში ჩასვა და თვითონვე გახადა გაურჩებული ბოტები.
"Good for you, Jo! Did you do it on your own responsibility?" asked Laurie, as he seated her in the hall chair and took off the rebellious boots, seeing how her hands shook.
192675.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– არა, ექიმმა გვითხრა.
"No. The doctor told us to."
192676.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– ჯო, მართლა ასე ცუდად არის? – შეშფოთებით წამოიყვირა ლორიმ. – ჰო, ცუდად არის. ვერა გვცნობს, მწვანე მტრედების გუნდებსაც კი აღარ ახსენებს – შპალერზე რომ სუროს ფოთლებია, იმათ ეძახის ასე.
"Jo, it's not so bad as that?" cried Laurie, with a startled face. "Yes, it is. She doesn't know us, she doesn't even talk about the flocks of green doves, as she calls the vine leaves on the wall.
192677.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ჩემს ბეთს აღარ ჰგავს და არავინა გვყავს მისანდობი, რომ ეს ამბავი აგვატანინოს.
She doesn't look like my Beth, and there's nobody to help us bear it.
192678.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
დედა და მამა წასულები არიან, ღმერთი კი, ალბათ, ისე შორს არის, რომ ვერ მიპოვია.
Mother and father both gone, and God seems so far away I can't find Him.
192679.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
საბრალო ჯოს ლოყებზე ნაკადულებად დაედინა ცრემლები და ისე უსასოოდ, ბნელში ალალბედზე მოსიარულესავით გაიწოდა ხელი, რომ ლორიმ მაშინვე ჩაჰკიდა და იმდენად გარკვევით წასჩურჩულა, რამდენადაც ყელში გაჩრილმა ბურთმა მიუშვა: – მე ხომ აქა ვარ.
As the tears streamed fast down poor Jo's cheeks, she stretched out her hand in a helpless sort of way, as if groping in the dark, and Laurie took it in his, whispering as well as he could with a lump in his throat, "I'm here.
192680.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
მე მომენდე, ჯო, საყვარელო!
Hold on to me, Jo, dear!