მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192681.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ხმა ვერ ამოიღო, სამაგიეროდ, მართლა „მიენდო“, და მეგობარმა ხელი რომ მოუჭირა, ტანჯული გული დაუამდა, იმ ხელმა თითქოს ზეციურ მკლავთან მიაახლოვა, რომელიც ერთადერთ საყრდენად შეიძლება ქცეოდა ამ გასაჭირში.
She could not speak, but she did "hold on", and the warm grasp of the friendly hand comforted her sore heart, and seemed to lead her nearer to the Divine arm which alone could uphold her in her trouble.
192682.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ლორის გულით უნდოდა, ალერსიანად ეთქვა რამე და დაემშვიდებინა, მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა, ჩუმად იდგა და ნაზად უსვამდა ხელს ჩაქინდრულ თავზე, როგორც დედამ იცოდა ხოლმე.
Laurie longed to say something tender and comfortable, but no fitting words came to him, so he stood silent, gently stroking her bent head as her mother used to do.
192683.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს იზამდა, ეს უფრო დამამშვიდებელი იყო, ვიდრე ყველაზე მჭევრმეტყველური სიტყვები, რადგან ჯომ გამოუთქმელი გულშემატკივრობა იგრძნო და მდუმარებაში შეიცნო ის ტკბილი ნუგეში, რომელიც მწუხარებაში მოაქვს სიყვარულს.
It was the best thing he could have done, far more soothing than the most eloquent words, for Jo felt the unspoken sympathy, and in the silence learned the sweet solace which affection administers to sorrow.
192684.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ცოტა ხანში მოიწმინდა ცრემლი, რომელმაც შვება მისცა და მადლიერად ახედა ბიჭს: – მადლობელი ვარ, ტედი. ახლა არა მიშავს.
Soon she dried the tears which had relieved her, and looked up with a grateful face. "Thank you, Teddy, I'm better now".
192685.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
წეღანდელივით მარტოსული არა ვარ და თუ რამე მოხდა, ვეცდები, ავიტანო.
I don't feel so forlorn, and will try to bear it if it comes.
192686.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– ძალიან მიხარია, რომ მამა უკეთაა.
"I'm so glad Father is better.
192687.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
თითქოს ყველა უბედურება ერთად დაგვატყდა და ყველაზე მეტი სიმძიმე მე დამაწვა მხრებზე, – ამოიოხრა ჯომ და სველი ცხვირსახოცი მუხლებზე გადაიფინა გასაშრობად.
"It does seem as if all the troubles came in a heap, and I got the heaviest part on my shoulders," sighed Jo, spreading her wet handkerchief over her knees to dry.
192688.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– რა, მეგი მხარში არ გიდგას? – აღშფოთებით ჰკითხა ლორიმ.
"Doesn't Meg pull fair?" asked Laurie, looking indignant.
192689.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– როგორ არა, ცდილობს, მაგრამ მას ხომ ჩემსავით არ უყვარს ბეთი და არც ჩემსავით დააკლდება.
"Oh, yes, she tries to, but she can't love Bethy as I do, and she won't miss her as I shall.
192690.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ბეთი ჩემი სინდისია და ვერ დავკარგავ.
Beth is my conscience, and I can't give her up.
192691.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ჯომ ისევ ჩარგო თავი სველ ცხვირსახოცში და სასოწარკვეთით ატირდა, რადგან აქამდე თავს იმაგრებდა და ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია.
Down went Jo's face into the wet handkerchief, and she cried despairingly, for she had kept up bravely till now and never shed a tear.
192692.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ლორიმ თვალებზე ხელი გაისვა, მაგრამ სანამ ყელში გაჩრილი ბურთი არ მოშორდა და ტუჩების კანკალი არ ჩაუცხრა, ხმა ვერ ამოიღო.
Laurie drew his hand across his eyes, but could not speak till he had subdued the choky feeling in his throat and steadied his lips.
192693.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
როცა ჯომ ქვითინს უკლო, იმედიანად უთხრა: – არა მგონია, დაიღუპოს.
As Jo's sobs quieted, he said hopefully, "I don't think she will die".
192694.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ისეთი კარგია და ყველას ისე გვიყვარს, არ მჯერა, რომ ღმერთი ასე მალე წაგვართმევს.
She's so good, and we all love her so much, I don't believe God will take her away yet.
192695.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– სწორედ კარგი და საყვარელი ხალხი იხოცება, – ამოიგმინა ჯომ, მაგრამ ტირილს მაინც მორჩა, რადგან ეჭვისა და შიშის მიუხედავად, მეგობრის სიტყვებმა მაინც გაამხნევა.
"The good and dear people always do die," groaned Jo, but she stopped crying, for her friend's words cheered her up in spite of her own doubts and fears.
192696.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ლორიმ ორ-ორ საფეხურზე აირბინა, ჯომ კი ბეთის პატარა, ყავისფერ უფარფლებო ქუდს დაადო გაწამებული თავი.
Laurie went off two stairs at a time, and Jo laid her wearied head down on Beth's little brown hood.
192697.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
ეტყობა, ქუდს რაღაც ჯადო ახლდა, რადგან მისი პატრონის თვინიერი სული თითქოს ჯოს ჩაუსახლდა და როცა ლორიმ ჩამოირბინა და ერთი ჭიქა ღვინო ჩამოიტანა, გოგომ ღიმილით ჩამოართვა და მამაცურად თქვა: – ჩემი ბეთის ჯანმრთელობისა იყოს!
It must have possessed some magic, for the submissive spirit of its gentle owner seemed to enter into Jo, and when Laurie came running down with a glass of wine, she took it with a smile, and said bravely, "I drink— Health to my Beth!
192698.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
კარგი ექიმი ხარ, ტედი, და საიმედო მეგობარი.
You are a good doctor, Teddy, and such a comfortable friend.
192699.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
რით გადაგიხადო? – დაამატა, როცა ღვინომ სხეული გაუხალისა, ისე როგორც წეღანდელმა სიტყვებმა – აფორიაქებული გონება.
"How can I ever pay you?" she added, as the wine refreshed her body, as the kind words had done her troubled mind.
192700.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– მოვა დრო და ანგარიშს გამოგიგზავნი, დღეს კი კიდევ ერთ რამეს მოგცემ, რაც იმაზე კარგად გაგითბობს გულისგულს, ვიდრე კვარტობით ღვინო, – შეჰღიმა ლორიმ და თუმცა თავის შეკავება სცადა, სახეზე მაინც დაეტყო, რომ რაღაცით კმაყოფილი იყო.
"I'll send my bill, by-and-by, and tonight I'll give you something that will warm the cockles of your heart better than quarts of wine," said Laurie, beaming at her with a face of suppressed satisfaction at something.