მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192701.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 18
– რა არის? – შესძახა ჯომ და ცნობისმოყვარეობამ წამით დაავიწყა სადარდელი.
"What is it?" cried Jo, forgetting her woes for a minute in her wonder.
192702.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ემის ანდერძი.
AMY'S WILL.
192703.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
სანამ სახლში ეს ამბები ხდებოდა, პაპიდა მარჩთან გამწესებული ემიც დიდ გასაჭირში იყო.
While these things were happening at home, Amy was having hard times at Aunt March's.
192704.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ძლიერ განიცდიდა გადასახლებას და სიცოცხლეში პირველად მიხვდა, თურმე რა სიყვარულითა და ალერსით იყო გარემოცული შინ.
She felt her exile deeply, and for the first time in her life, realized how much she was beloved and petted at home.
192705.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
პაპიდა მარჩი თავის დღეში არავის მოეფერებოდა; ამნაირები არ უყვარდა, თუმცა კი უნდოდა, კეთილად მოჰქცეოდა თავაზიან პატარა გოგოს, რომელიც ძალიან მოეწონა და პაპიდა მარჩს ბებერ გულში ჰყავდა ძმისწულის შვილები, თუმცაღა ამის აღიარება მართებულად არ მიაჩნდა.
Aunt March never petted any one; she did not approve of it, but she meant to be kind, for the well-behaved little girl pleased her very much, and Aunt March had a soft place in her old heart for her nephew's children, though she didn't think it proper to confess it.
192706.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
არაფერი დაუზოგავს, რომ ემის თავი კარგად ეგრძნო, მაგრამ ჰოი, რა შეცდომები მოუვიდა!
She really did her best to make Amy happy, but, dear me, what mistakes she made.
192707.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ზოგ მოხუცს, რომელიც ნაოჭებისა და ჭაღარის მიუხედავად გულით ახალგაზრდა რჩება, შეუძლია თანაუგრძნოს ბავშვის პატარ-პატარა დარდებსა და სიხარულებს, თავისუფლად აგრძნობინოს თავი, ბრძნული დარიგებები საამური თამაშის საბურველში გაახვიოს, ტკბილად დაუმეგობრდეს და დაიმეგობროს.
Some old people keep young at heart in spite of wrinkles and gray hairs, can sympathize with children's little cares and joys, make them feel at home, and can hide wise lessons under pleasant plays, giving and receiving friendship in the sweetest way.
192708.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
პაპიდა მარჩს ამგვარი ნიჭი არა ჰქონდა და გულს უწყალებდა ემის თავისი წესებითა და განკარგულებებით, მკაცრი თავდაჭერითა და გაუთავებელი, შემაწუხებელი ლაპარაკით.
But Aunt March had not this gift, and she worried Amy very much with her rules and orders, her prim ways, and long, prosy talks.
192709.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ჰოდა, მოჰკიდა ხელი ემის და ისე დაუწყო წვრთნა, როგორც თვითონ წვრთნიდნენ სამოცი წლის წინ, ამ პროცესმა ემი შეაშინა და ძალზე მკაცრი ობობას ქსელში გაბმულ ბუზად აგრძნობინა თავი.
So she took Amy by the hand, and taught her as she herself had been taught sixty years ago, a process carried dismay to Amy's soul, and made her feel like a fly in the web of a very strict spider.
192710.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მტვრის ერთი ნამცეციც კი არ გამოეპარებოდა პაპიდა მარჩის თვალს, არადა, მთელ ავეჯს მოჩუქურთმებული ფეხები ჰქონდა და მოსაწონად ვერასოდეს იწმინდებოდა.
Not a speck escaped Aunt March's eye, and all the furniture had claw legs and much carving, which was never dusted to suit.
192711.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ამ დამქანცველი ჯაფის შემდეგ ემის გაკვეთილები უნდა ესწავლა, რაც ყოველდღიური გამოცდა იყო მისი ყველა სათნოებისთვის.
After these tiresome labors, she must do her lessons, which was a daily trial of every virtue she possessed.
192712.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მერე ერთი საათი ეძლეოდა სასეირნოდ ან სათამაშოდ და რა სანეტარო იყო ეს საათი!
Then she was allowed one hour for exercise or play, and didn't she enjoy it?
192713.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ლორი ყოველდღე მოდიოდა და პაპიდა მარჩს თაფლავდა, სანამ ის ემის სასეირნოდ არ გაატანდა.
Laurie came every day, and wheedled Aunt March till Amy was allowed to go out with him.
192714.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ნასადილევს ხმამაღლა უნდა ეკითხა და ჩუმად მჯდარიყო, სანამ მოხუც ლედის ეძინებოდა, რაც, ჩვეულებრივ, ერთ საათს გრძელდებოდა, რადგან მას წიგნის პირველივე გვერდზე ეძნებოდა ხოლმე.
After dinner, she had to read aloud, and sit still while the old lady slept, which she usually did for an hour, as she dropped off over the first page.
192715.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ყველაზე უარესი მაინც საღამოები იყო, რადგან პაპიდა მარჩი თავისი ყმაწვილქალობის დროინდელ გრძელ-გრძელ ამბებს ჰყვებოდა, რომლებიც ისე აუტანლად მოსაწყენი იყო, რომ ემი მუდამ ხალისით მიდიოდა დასაძინებლად იმ იმედით, დავწვები და ჩემს მძიმე ხვედრს დავიტირებო, მაგრამ ისე წაართმევდა ხოლმე ძილი თავს, ერთი-ორი ცრემლის გადმოგდებას თუ მოასწრებდა.
The evenings were the worst of all, for Aunt March fell to telling long stories about her youth, which were so unutterably dull that Amy was always ready to go to bed, intending to cry over her hard fate, but usually going to sleep before she had squeezed out more than a tear or two.
192716.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
გრძნობდა: რომ არა ლორი და მოახლე, მოხუცი ესთერი, ამ მძიმე დროებას ვერ გადაიტანდა.
If it had not been for Laurie, and old Esther, the maid, she felt that she never could have got through that dreadful time.
192717.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
თუთიყუშიც ეყოფოდა ჭკუაზე შესაშლელად, რადგან ფრინველმა მალევე იგრძნო, რომ ემი აღტაცებული არ იყო მისით და სამაგიეროს გადასახდელად, რაც შეეძლო, ონავრობდა.
The parrot alone was enough to drive her distracted, for he soon felt that she did not admire him, and revenged himself by being as mischievous as possible.
192718.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
როცა ჩაუვლიდა, თმას მოქაჩავდა ხოლმე, ახლად გამოწმენდილ გალიაში პურის ნაფხვენებსა და რძეს გადააყირავებდა, როცა ქალბატონი თვლემდა, ძაღლს ჩაუნისკარტებდა და ააყეფებდა, სტუმრებთან ემის გალანძღავდა – ერთი სიტყვით, ყოველმხრივ ისე იქცეოდა, როგორც გასაკიცხი ბებერი ჩიტი.
He pulled her hair whenever she came near him, upset his bread and milk to plague her when she had newly cleaned his cage, made dog bark by pecking at him while Madam dozed, called her names before company, and behaved in all respects like an reprehensible old bird.
192719.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
გულაღმა გაიშხლართებოდა, ოთხივე ფეხს აიშვერდა და ყოვლად ბრიყვულ გამომეტყველებას მიიღებდა, როცა ჭამა მოუნდებოდა, ეს კი დღეში ათჯერ მაინც ხდებოდა.
He lay on his back with all his legs in the air and a most idiotic expression of countenance when he wanted something to eat, which was about a dozen times a day.
192720.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მზარეული ავი იყო, ბებერი მეეტლე – ყრუ და ყმაწვილ ლედის მხოლოდ ესთერი აქცევდა ყურადღებას ავად თუ კარგად.
The cook was bad-tempered, the old coachman was deaf, and Esther the only one who ever took any notice of the young lady.