მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192721.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ესთერი ფრანგი იყო, მრავალი წელი ცხოვრობდა „მადამთან“ – ასე ეძახდა თავის ქალბატონს – და ტირანივით ექცეოდა, რადგან მოხუცებულს უიმისოდ გაძლება არ შეეძლო.
Esther was a Frenchwoman, who had lived with "Madame", as she called her mistress, for many years, and who rather tyrannized over the old lady, who could not get along without her.
192722.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
სინამდვილეში ესტელი ერქვა, მაგრამ პაპიდა მარჩმა უბრძანა, სახელი გადაირქვიო და ისიც დაემორჩილა იმ პირობით, რომ რწმენის შეცვლას არ მოსთხოვდნენ.
Her real name was Estelle, but Aunt March ordered her to change it, and she obeyed, on condition that she was never asked to change her religion.
192723.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ესთერს გული შეუვარდა „მადმუაზელზე“ და როცა მადამის მაქმანებს აუთოებდა, ხოლო ემი გვერდით ეჯდა, საფრანგეთში ცხოვრების ამბებს უყვებოდა და კარგადაც ართობდა.
She took a fancy to Mademoiselle, and amused her very much with odd stories of her life in France, when Amy sat with her while she got up Madame's laces.
192724.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
არც იმას უშლიდა, რომ ვეებერთელა სახლში ებორიალა და დიდ კარადებსა თუ ძველებურ სკივრებში დაბინავებული საინტერესო და ლამაზ-ლამაზი ნივთები ეთვალიერებინა – პაპიდა მარჩი კაჭკაჭივით შემგროვებელი გახლდათ.
She also allowed her to roam about the great house, and examine the curious and pretty things stored away in the big wardrobes and the ancient chests, for Aunt March hoarded like a magpie.
192725.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ემის აღტაცების მთავარი საგანი ინდური კომოდი იყო, უცნაური დიდ-პატარა უჯრებითა და სამალავებით, სადაც ნაირ-ნაირი სამკაულები ინახებოდა (ზოგი ძვირფასი, ზოგიც – უბრალოდ, საინტერესო), ყველა მეტ-ნაკლებად ძველებური.
Amy's chief delight was an Indian cabinet, full of queer drawers, little pigeonholes, and secret places, in which were kept all sorts of ornaments, some precious, some merely curious, all more or less antique.
192726.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ამ ნივთების თვალიერება და დახარისხება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ემის, განსაკუთრებით სამკაულების კოლოფები, სადაც ხავერდის ბალიშებზე ესვენა მორთულობები, რომლებიც ორმოცის წლის წინ ამშვენებდა მზეთუნახავ ლედის.
To examine and arrange these things gave Amy great satisfaction, especially the jewel cases, in which on velvet cushions reposed the ornaments which had adorned a belle forty years ago.
192727.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
აქ იყო ძოწის გარნიტური, რომელიც საზოგადოებაში პირველად გამოსვლისას ეკეთა პაპიდა მარჩს, მარგალიტები, რომლებიც მამამ საქორწილოდ აჩუქა, ქმრის მორთმეული ბრილიანტები, გიშრის სამგლოვიარო ბეჭდები და გულსაბნევები, უცნაური მედალიონები გარდაცვლილი მეგობრების პორტრეტებითა და მტირალა ტირიფების რტოებში ჩაწნული თმისგან.
There was the garnet set which Aunt March wore when she came out, the pearls her father gave her on her wedding day, her lover's diamonds, the jet mourning rings and pins, the queer lockets, with portraits of dead friends and weeping willows made of hair inside.
192728.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ბავშვის სამაჯურები, რომლებიც მის ერთადერთ პატარა გოგონას ეკეთა, პაპა მარჩის დიდი საათი ზედ ჩამოკონწიალებული საბუთების დასამოწმებელი წითელი ბეჭდით, რომლითაც ბევრ ბავშვს ეთამაშა.
The baby bracelets her one little daughter had worn, Uncle March's big watch, with the red seal so many childish hands had played with.
192729.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ცალკე კოლოფში იდო პაპიდა მარჩის ჯვრისწერის ბეჭედი, რომელიც მსუქან თითზე ვეღარ ეტეოდა, მაგრამ სათუთად ინახავდა, როგორც ყველაზე ძვირფას სამკაულს.
In a box all by itself lay Aunt March's wedding ring, too small now for her fat finger, but put carefully away like the most precious jewel of them all.
192730.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– რომელს აირჩევდა მადმუაზელი, თავისი ნება რომ იყოს? – ჰკითხა ესთერმა, რომელიც მუდამ იქვე იჯდა ხოლმე, თვალ ყურს ადევნებდა და მერე კი ძვირფასეულობას ჩაკეტავდა.
"Which would Mademoiselle choose if she had her will?" asked Esther, who always sat near to watch over and lock up the valuables.
192731.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ყველაზე უფრო ბრილიანტები მომწონს, მაგრამ აქ ყელსაბამი არ არის, მე კი ყელსაბამები მიყვარს, ძალიან მოსახდენია.
I like the diamonds best, but there is no necklace among them, and I'm fond of necklaces, they are so becoming.
192732.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
რომ შემეძლოს, აი, ამას ავირჩევდი, – მიუგო ემიმ და აღტაცებით დააცქერდა ოქროსა და აბანოზის ხის მარცვლების მძივს, რომელსაც ოქროთი გაწყობილი მძიმე შავი ჯვარი ეკიდა.
"I should choose this if I might," replied Amy, looking with great admiration at a string of gold and ebony beads from which hung a heavy cross of the same.
192733.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ეგ ჩემთვის კრიალოსანია და მაგ მოვიხმარდი, როგორც კარგი კათოლიკე, – თქვა ესთერმა და ნდომით დააცქერდა ლამაზ ნივთს.
"To me it is a rosary, and as such I should use it like a good catholic," said Esther, eyeing the handsome thing wistfully.
192734.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ესეც ისე უნდა მოიხმაროთ, როგორც ის ხის მძივი, კარგი სუნი რომ უდის და სარკეზე გიკიდიათ? – ჰკითხა ემიმ.
"Is it meant to use as you use the string of good-smelling wooden beads hanging over your glass?" asked Amy.
192735.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– სწორედაც, დიახ, სალოცავად.
"Truly, yes, to pray with.
192736.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
წმინდანებს ეამებოდათ, ვინმემ ასეთი მშვენიერი კრიალოსნით რომ ილოცოს და არა უბრალოდ სამკაულად ატაროს.
It would be pleasing to the saints if one used so fine a rosary as this, instead of wearing it as a vain bijou.
192737.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ასე მგონია, დიდ შვებას პოულობთ ლოცვაში, ესთერ, და მუდამ დამშვიდებული და კმაყოფილი ჩამოდიხართ დაბლა.
You seem to take a great deal of comfort in your prayers, Esther, and always come down looking quiet and satisfied.
192738.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– მადმუაზელი კათოლიკე რომ იყოს, მართლაც შვებას იპოვიდა, მაგრამ რახან ასე არ მოხერხდება, კარგი იქნება, თუ ყოველდღე განმარტოვდებით, სიჩუმეში იჯდებით და ილოცებთ, როგორც იმ კეთილმა ქალბატონმა იცოდა, ვისაც ადრე ვემსახურებოდი.
If Mademoiselle was a Catholic, she would find true comfort, but as that is not to be, it would be well if you went apart each day to meditate and pray, as did the good mistress whom I served before.
192739.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
პატარა სამლოცველო ჰქონდა და გასაჭირში სწორედ იქ პოულობდა ნუგეშს.
She had a little chapel, and in it found solacement for much trouble.
192740.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– სწორი იქნება, მეც რომ ასე ვქნა? – ჰკითხა ემიმ, რომელიც მარტოობაში გრძნობდა, საშველი სჭირდებოდა და იმასაც ხვდებოდა, რაკი ბეთი გვერდით არ ჰყავდა და არ ახსენებდა, მთლად მიივიწყა თავისი პატარა წიგნი.
"Would it be right for me to do so too?" asked Amy, who in her loneliness felt the need of help of some sort, and found that she was apt to forget her little book, now that Beth was not there to remind her of it.