მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192741.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– სანაქებო და მშვენიერი იქნება. თუ გნებავთ, მაგ საქმისთვის სიხარულით მოგიწყობთ პატარა საგარდერობოს.
"It would be excellent and charming, and I shall gladly arrange the little dressing room for you if you like it.
192742.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მადამს არაფერი უთხრათ, მაგრამ როცა დაიძინებს ხოლმე, წადით და ცოტა ხანს მარტო დაჯექით, რამე კარგზე იფიქრეთ და ღმერთს შესთხოვეთ, და გადამირჩინე-თქო.
Say nothing to Madame, but when she sleeps go you and sit alone a while to think good thoughts, and pray the dear God preserve your sister.
192743.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ესთერი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი იყო და რაც ურჩია, ალალად ურჩია, რადგან გულისხმიერი ადამიანი გახლდათ და თანაუგრძნობდა დებს ამ მათთვის საგანგაშო ჟამს.
Esther was truly pious, and quite sincere in her advice, for she had an affectionate heart, and felt much for the sisters in their anxiety.
192744.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ემის ჭკუაში დაუჯდა ეს აზრი და თავისი ოთახის გვერდით ესთერს მართლაც მოაწყობინა ერთი ნათელი სათავსი იმ იმედით, შვებას მომიტანსო.
Amy liked the idea, and gave her leave to arrange the light closet next to her room, hoping it would do her good.
192745.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ნეტავი მაცოდინა, ვის ერგება მთელი ეს ლამაზი ნივთები, როცა პაპიდა მარჩი მოკვდება, – თქვა, თან ნელა ჩადო ადგილზე ციმციმა კრიალოსანი და ერთმანეთის მიყოლებით დახურა სამკაულების კოლოფები.
"I wish I knew where all these pretty things would go when Aunt March dies," she said, as she slowly replaced the shining rosary and shut the jewel cases one by one.
192746.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– თქვენ და თქვენს დებს. ვიცი, მადამმა გამანდო. მე დავუმოწმე ანდერძი და სწორედ ეგრე იქნება, – ღიმილით წაიჩურჩულა ესთერმა.
"To you and your sisters. I know it, Madame confides in me. I witnessed her will, and it is to be so," whispered Esther smiling.
192747.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– თქვენისთანა ყმაწვილქალებისთვის ჯერ ძალიან ადრეა ამ ნივთების მოხმარება.
It is too soon yet for the young ladies to wear these things.
192748.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მადამმა ბრძანა, ვინც პირველი დაინიშნება, მარგალიტებს მიიღებსო, ხოლო იმ პატარა ფირუზის ბეჭედს, ჩემი ვარაუდით, თქვენ გისახსოვრებთ, როცა შინ დაბრუნდებით: მადამს ძალიან მოსწონს თქვენი ყოფაქცევა და კარგი მანერები.
The first one who is affianced will have the pearls, Madame has said it, and I have a fancy that the little turquoise ring will be given to you when you go, for Madame approves your good behavior and charming manners.
192749.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მოკლედ, პაპიდა მარჩი მაინც მომწონს, – ბეჭედი მოისინჯა სახეგაბრწყინებულმა ემიმ და მტკიცედ გადაწყვიტა, დავიმსახურებო.
"I do like Aunt March after all." And Amy tried on the ring with a delighted face and a firm resolve to earn it.
192750.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
იმ დღიდან მოყოლებული, სანიმუშოდ დამჯერი გახდა და მოხუცი ლედი დიდი კმაყოფილებით ტკბებოდა წვრთნის თავისი მეთოდის წარმატებით.
From that day she was a model of obedience, and the old lady complacently admired the success of her training.
192751.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ესთერმა სათავსოში პატარა მაგიდა შეიტანა, ტაბურეტიც მიუდგა და მაგიდის ზემოთ რომელიღაც ჩაკეტილი ოთახიდან წამოღებული სურათი დაუკიდა.
Esther fitted up the closet with a little table, placed a footstool before it, and over it a picture taken from one of the shut-up rooms.
192752.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
იფიქრა, ალბათ დიდი არაფერი ღირებულება აქვს, მაგრამ საქმისთვის გამოდგებაო და წამოიღო, რადგან კარგად იცოდა, მადამი ამ ამბავს თავის დღეში ვერ გაიგებდა და რომც გაეგო, არაფრად ჩააგდებდა.
She thought it was of no great value, but, being appropriate, she borrowed it, well knowing that Madame would never know it, nor care if she did.
192753.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
არადა, სინამდვილეში ის სურათი ერთი განთქმული ტილოს ძალზე ფასეული ასლი გახლდათ და ემის არასოდეს ეღლებოდა სილამაზის მოყვარე თვალი ღვთისმშობლის მშვენიერი სახის ცქერით, გულს კი საკუთარ დედაზე ფიქრი უთბობდა.
It was, however, a very valuable copy of one of the famous pictures of the world, and Amy's beauty-loving eyes were never tired of looking up at the sweet face of the Divine Mother, while her tender thoughts of her own mother were busy at her heart.
192754.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მაგიდაზე პატარა სახარება და ლოცვანი ელაგა, ხოლო ლარნაკი მუდამ სავსე ჰქონდა ლორის მოტანილი საუკეთესო ყვავილებით და მიდიოდა ყოველდღე, რომ „მარტო დამჯდარიყო“, კარგ ფიქრებს მისცემოდა და უფლისთვის დის გადარჩენა ეთხოვა.
On the table she laid her little testament and hymnbook, kept a vase always full of the best flowers Laurie brought her, and came every day to "sit alone" thinking good thoughts, and praying the dear God to preserve her sister.
192755.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ესთერმა შავი მარცვლებით აწყობილი, ვერცხლისჯვრიანი კრიალოსანიც მისცა, მაგრამ ემიმ კედელზე დაკიდა და არ იყენებდა: ეჭვი ჰქონდა, ვაითუ პროტესტანტულ ლოცვებში არ გამოდგესო.
Esther had given her a rosary of black beads with a silver cross, but Amy hung it up and did not use it, feeling doubtful as to its fitness for Protestant prayers.
192756.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
დედის დახმარება აკლდა საიმისოდ, რომ თავისი თავისა გაეგო და გული მისცემოდა, მაგრამ რაკი ასწავლეს, საით მიემართა მზერა, თავს არ იზოგავდა, რომ სწორი გზა ეპოვა და ზედ მტკიცედ შეედგა ფეხი.
She missed her mother's help to understand and rule herself, but having been taught where to look, she did her best to find the way and walk in it confidingly.
192757.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
თუმცაღა, ემი ჯერაც ყმაწვილი პილიგრიმი იყო და იმჟამად თავისი ტვირთი მეტისმეტად ემძიმებოდა.
But, Amy was a young pilgrim, and just now her burden seemed very heavy.
192758.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ცდილობდა, თავისი თავი დაევიწყებინა, მხნეობა არ დაეკარგა და იმითაც დაკმაყოფილებულიყო, რომ სწორად იქცეოდა, თუნდაც ეს ყოველივე არავის დაენახა და არავის შეექო.
She tried to forget herself, to keep cheerful, and be satisfied with doing right, though no one saw or praised her for it.
192759.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
რაკი გადაწყვიტა, კარგზე კარგი გოგო გამხდარიყო, საამისოდ უპირველეს საქმედ, პაპიდა მარჩივით, ანდერძის დაწერა ეჩვენა: თუკი მაინც გახდებოდა ავად და მოკვდებოდა, მისი ავლადიდება სამართლიანად და გულუხვად განაწილდებოდა.
In her first effort at being very, very good, she decided to make her will, as Aunt March had done, so that if she did fall ill and die, her possessions might be justly and generously divided.
192760.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
თუმცა, იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ უარი უნდა ეთქვა თავის პატარა განძეულობაზე, რომელიც მის თვალში არანაკლებ ძვირფასი იყო, ვიდრე მოხუცებული ლედის სამკაულები.
It cost her a pang even to think of giving up the little treasures which in her eyes were as precious as the old lady's jewels.