მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192761.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
რაკი წვიმიანი დღე იყო, ზემოთ ავიდა, რომ ერთ დიდ ოთახში შეექცია თავი და პოლიც წაიყოლია.
As it was a rainy day, she went upstairs to amuse herself in one of the large chambers, and took Polly with her.
192762.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
იმ ოთახში ძველებური კოსტიუმებით გამოტენილი კარადა იდგა და ესთერი იმ ტანისამოსს სათამაშოდ აძლევდა ხოლმე.
In this room there was a wardrobe full of old-fashioned costumes with which Esther allowed her to play.
192763.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
იმ დღეს ისე გაერთო, რომ ლორის ზარი ვერ გაიგონა და ვერც ის დაინახა, როგორ უთვალთვალებდა ბიჭი, როცა თვითონ დიდი ამბით მიდი-მოდიოდა, მარაოს ათამაშებდა და ყელს იღერებდა.
So busy was she on this day that she did not hear Laurie's ring nor see his face peeping in at her as she gravely promenaded to and fro, flirting her fan and tossing her head.
192764.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
იძულებული იყო, ნაბიჯი ფრთხილად გადაედგა, რადგან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და (როგორც მერე ლორიმ უამბო ჯოს) ცქერად ღირდა, როგორ დაიპრანჭებოდა იმ თავისი ჭრელაჭრულა კოსტიუმით, უკან კი პოლი მიჰყვებოდა სრიალ-სრიალით და, რაც შეეძლო, ბაძავდა, შიგადაშიგ კი გაჩერდებოდა ხოლმე და სიცილს ატეხდა ან წამოიძახებდა: – მაშ, ლამაზები არა ვართ?!
She was obliged to walk carefully, for she had on high-heeled shoes, and, as Laurie told Jo afterward, it was a comical sight to see her mince along in her gay suit, with Polly sidling and bridling just behind her, imitating her as well as he could, and occasionally stopping to laugh or exclaim, "Ain't we fine?"
192765.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
მოუსვი, შე საფრთხობელავ! ენა დაიმოკლე!
Get along, you fright! Hold your tongue!
192766.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– დაჯექი, დაისვენე, სანამ ამ ტანსაცმელს შევინახავ, მერე კი ერთ ძალიან სერიოზულ საქმეზე უნდა მოგეთათბირო, – უთხრა ემიმ მას მერე, რაც მთელი ბრწყინვალებით დაენახვა და პოლი კუთხეში მიაბრძანა.
"Sit down and rest while I put these things away, then I want to consult you about a very serious matter," said Amy, when she had shown her splendor and driven Polly into a corner.
192767.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ეს ფრინველი ჩემი ცხოვრების სატანჯველია, – განაგრძო და თავიდან ვარდისფერი მთა მოიხადა.
"That bird is the trial of my life," she continued, removing the pink mountain from her head.
192768.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– გუშინ, როცა პაპიდას ეძინა, და მე კი ვცდილობდი, თაგვივით გასუსული ვმჯდარიყავი, თუთიყუშმა ჩხავილი ატეხა და გალიის კედლებს მიაწყდ-მოაწყდა, ამიტომ, გამოვუშვი და ვხედავ გალიაში დიდი ობობა შემძვრალა.
"Yesterday, when Aunt was asleep and I was trying to be as still as a mouse, Polly began to squall and flap about in his cage, so I went to let him out, and found a big spider there.
192769.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
გადმოვაგდე, გაიქცა და წიგნების კარადის ქვეშ შეიმალა.
I poked it out, and it ran under the bookcase.
192770.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
პოლი მიჰყვა, შეიხედა კარადის ქვეშ, თვალი ჩააპაჭუნა და თქვა: – გამობრძანდი, გავისეირნოთ, ჩემო კარგო!
Polly marched straight after it, stooped down and peeped under the bookcase, saying, in his funny way, with a cock of his eye, "Come out and take a walk, my dear".
192771.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
თავი ვერ შევიკავე და გამეცინა, თუთიყუშმა ლანძღვა-გინება დაიწყო, პაპიდას გაეღვიძა და ორივენი დაგვტუქსა.
I couldn't help laughing, it made Poll swear, and Aunt woke up and scolded us both.
192772.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ობობამ დათანხმდა ამ ყმაწვილის მიპატიჟებას? – მთქნარებით იკითხა ლორიმ.
"Did the spider accept the old fellow's invitation?" asked Laurie, yawning.
192773.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ჰო, გამოვიდა. პოლის თავზარი დაეცა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, პაპიდას სავარძლის თავზე აძვრა და სანამ მე ობობას დავდევდი, გაჰყვიროდა, დაიჭი, დაიჭიო!
Yes, out it came, and away ran Polly, frightened to death, and scrambled up on Aunt's chair, calling out, "Catch her! Catch her! Catch her!" as I chased the spider.
192774.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ტყუილია! ღმერთო! – დაიჩხავლა თუთიყუშმა და ლორის ჩექმის წვერში ჩაუნისკარტა.
"That's a lie! Oh, lord!" cried the parrot, pecking at Laurie's toes.
192775.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– ჩემი რომ იყო, კისერს მოგიგრეხდი, შე ბებერო აბეზარო, შენა! – დაუყვირა ლორიმ და მუშტი მოუღერა, ჩიტმა კი თავი გვერდზე გადახარა და დინჯად დაიჩხავლა: – ალილუია! ღმერთი გიშველით შენ და შენს ღილებს!
"I'd wring your neck if you were mine, you old torment," cried Laurie, shaking his fist at the bird, who put his head on one side and gravely croaked, "Allyluyer! bless your buttons, dear!"
192776.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– აი, მზადა ვარ, – თქვა ემიმ, კარადა მიხურა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, – გეხვეწები, წაიკითხე და მითხარი, კანონიერი და სწორია თუ არა.
"Now I'm ready," said Amy, shutting the wardrobe and taking a piece of paper out of her pocket. "I want you to read that, please, and tell me if it is legal and right".
192777.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ეს საქმე აუცილებლად უნდა გამეკეთებინა: რა იცი, რა ხდება ცხოვრებაში, არ მინდა, საფლავში ავი სიტყვა ჩამაყოლონ.
I felt I ought to do it, for life is uncertain and I don't want any ill feeling over my tomb.
192778.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ჩემ დედას – მთელი ჩემი ტანსაცმელი გარდა ჯიბეებიანი ცისფერი წინსაფრისა, აგრეთვედ – ჩემი პორტრეტი და ჩემი მედალიონი, დიდი სიყვარულით.
To my mother, all my clothes, except the blue apron with pockets—also my likeness, and my medal, with much love.
192779.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ჩემ ძვირფას დას მარგარეტს ერგოს ჩემი ფირუზის ბეჭედი (თუკი მომცეს), აგრეთვედ – ჩემი მწვანე კოლოფი, რომელზეც მტრედები ახატია, აგრეთვედ – ჩემი ნამდვილი მაქმანი ყელზე მოსახვევათ და ჩემი დახატული მისი პორტრეტი – მისი „პატარა გოგოს“ სახსოვრად.
To my dear sister Margaret, I give my turkquoise ring (if I get it), also my green box with the doves on it, also my piece of real lace for her neck, and my sketch of her as a memorial of her "little girl".
192780.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ჯოს ერგოს ჩემი გულსაბნევი, ცვილით დაწებებული, აგრეთვედ – ჩემი ბრინჯაოს სამელნე, რომელის თავსახურავიც დაკარგა და ჩემი ყველაზე ძვირფასი თაბაშირის კურდღელი, იმიტომ რომ წიგნი დავუწვი და ძალიან ვწუხვარ.
To Jo I leave my breastpin, the one mended with sealing wax, also my bronze inkstand—she lost the cover—and my most precious plaster rabbit, because I am sorry I burned up her book.