მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192781.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ბეთს (თუ ჩემზე დიდხანს იცოცხლა), ერგოს ჩემი თოჯინები და პატარა ბიურო, ჩემი მარაო, ტილოს საყელოები და ჩემი ახალი ჩუსტები, თუკი ავადმყოფობაში გახდება და ჩაეტევა.
To Beth (if she lives after me) I give my dolls and the little bureau, my fan, my linen collars and my new slippers if she can wear them being thin when she gets well.
192782.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ამასთან, ძალიან ვნანობ, რომ საწყალ ჯოანას დავცინოდი.
And I herewith also leave her my regret that I ever made fun of old Joanna.
192783.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ჩემ მეგობარსა და მეზობელს თეოდორ ლორენსს ვუანდერძებ ჩემს პაპიემაჟეს საქაღალდეს, და თიხისგან ნაძერწებულ ცხენის ფიგურას, თუმცა თქვა, კისერი არა აქვსო.
To my friend and neighbor Theodore Laurence I bequeethe my paper mashay portfolio, my clay model of a horse though he did say it hadn't any neck.
192784.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
აგრეთვედ, ჩემთვის უმძიმეს დროს გამოჩენილი სიკეთისთვის – ჩემ რომელიმე ნამუშევარს – რომელსაც აირჩევს. ყველას NOTER DAME სჯობია.
Also in return for his great kindness in the hour of affliction any one of my artistic works he likes, Noter Dame is the best.
192785.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ჩვენ პატივცემულ კეთილმყოფელს, მისტერ ლორენსს ვუტოვებ ჩემ იისფერ კოლოფს, რომელსაც თავსახურავზე მინის საჭვრეტი აქვს და რომელიც კალმისტარებისთვის გამოადგება და გაახსენებს მიცვლილ გოგონას, ვინც მადლობას უხდის თავისი ოჯახის, განსაკუთრებით კი – ბეთის მიმართ გამოჩენილი სიკეთისთვის.
To our venerable benefactor Mr. Laurence I leave my purple box with a looking glass in the cover which will be nice for his pens and remind him of the departed girl who thanks him for his favors to her family, especially Beth.
192786.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ჩემ საყვარელ მეგობარს კიტი ბრაიანტს ვუძღვნი ჩემ ცისფერ აბრეშუმის წინსაფარს და ჩემ ოქროსფერ მძივის მარცვლიან ბეჭედს, და – კოცნას.
I wish my favorite playmate Kitty Bryant to have the blue silk apron and my gold-bead ring with a kiss.
192787.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ახლა კი, მას მერე რაც ჩემი ყველაზე ძვირფასი ქონება გავეცი, იმედი მაქვს ყველანი კმაყოფილები დარჩებიან და გარდაცვალებულს არ გაკიცხვავენ.
And now having disposed of my most valuable property I hope all will be satisfied and not blame the dead.
192788.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ყველას ვუტევებ და მჯერავს, რომ ყველანი ერთმანეთს შევხვდებით, როცა საყვირს ჩაჰბერავენ. ამინ.
I forgive everyone, and trust we may all meet when the trump shall sound. Amen.
192789.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ზემორე ანდერძს ხელმოწერითა და ბეჭდით ვადასტურებ ნოემბრის ოცს, ANNI DOMINO1 1861 წელს. ემი კერტის მარჩი მოწმეები: ესტელ ვალნორი, თეოდორ ლორენსი.
To this will and testiment I set my hand and seal on this 20th day of Nov. Anni Domino 1861. Amy Curtis March Witnesses: Estelle Valnor, Theodore Laurence.
192790.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
უკანასკნელი გვარი ფანქრით იყო მიწერილი და ემიმ ლორის აუხსნა, მელნით უნდა ჩაწერო და წესითა და რიგით დალუქოო.
The last name was written in pencil, and Amy explained that he was to rewrite it in ink and seal it up for her properly.
192791.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
– რამ მოგაფიქრა? ვინმემ გითხრა, ბეთმა თავისი ნივთები დაარიგაო? – თავშეკავებით ჰკითხა ლორიმ, როცა გოგომ წინ დაულაგა წითელი ლენტის გადანაჭერი, ცვილი და სამელნე.
"What put it into your head? Did anyone tell you about Beth's giving away her things?" asked Laurie soberly, as Amy laid a bit of red tape, with sealing wax, a taper, and a standish before him.
192792.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
აუხსნა და მერე შეშფოთებით ჰკითხა: – ბეთზე რა თქვი?
She explained and then asked anxiously, "What about Beth?"
192793.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 19
ერთ დღეს ისე ცუდად იყო, რომ ჯოს უთხრა, ჩემს პიანინოს მეგს ვუტოვებ, კატებს – ემის, საწყალ ძველ თოჯინას კი ჯოს, რომ ჩემი ხათრით ეყვაერბაო.
She felt so ill one day that she told Jo she wanted to give her piano to Meg, her cats to you, and the poor old doll to Jo, who would love it for her sake.
192794.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
სიტყვები არ მეყოფა იმის საამბობლად, თუ როგორი შეხვედრა ჰქონდათ დედასა და შვილებს.
I don't think I have any words in which to tell the meeting of the mother and daughters.
192795.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ასეთი საათები განსაცდელად მშვენიერია, აღსაწერად კი – ძნელი, ამიტომ ამ შეხვედრას ჩემი მკითხველების წარმოსახვას მივანდობ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სახლი ჭეშმარიტი ბედნიერებით აივსო და მეგის კეთილი სურვილიც ახდა: გაეღვიძა თუ არა ბეთს ხანგრძლივი, გამაჯანსაღებელი ძილის შემდეგ, თვალში ორი რამ მოხვდა: პატარა ვარდი და დედას სახე.
Such hours are beautiful to live, but very hard to describe, so I will leave it to the imagination of my readers, merely saying that the house was full of genuine happiness, and that Meg's tender hope was realized, for when Beth woke from that long, healing sleep, the first objects on which her eyes fell were the little rose and Mother's face.
192796.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
გოგონა ისე სუსტად იყო, გაკვირვებით ვერაფერი გაიკვირვა, მხოლოდ გაეღიმა და საყვარელ მკლავებში მოქცეული ჩაეხუტა დედას იმის შეგრძნებით, რომ, როგორც იქნა, აუხდა სანუკვარი ნატვრა.
Too weak to wonder at anything, she only smiled and nestled close in the loving arms about her, feeling that the hungry longing was satisfied at last.
192797.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მეგი და ჯო ახალგაზრდა, მოვალეობის გრძნობით აღსავსე ყარყატებივით კვებავდნენ დედას, ის კი ჩურჩულით უამბობდა, რა მდგომარეობაში იყო მამა, როგორ დაჰპირდა მისტერ ბრუკი, დავრჩები და მივხედავო, როგორ შეყოვნდა გზაში ქარიშხლის გამოისობით და რა ენით უთქმელი შვება იგრძნო ლორის იმედიანი სახის დანახვაზე, როცა მატარებლიდან ჩამოვიდა დაღლილობით, მღელვარებითა და სიცივით გაწამებული.
Meg and Jo fed their mother like dutiful young storks, while they listened to her whispered account of Father's state, Mr. Brooke's promise to stay and nurse him, the delays which the storm occasioned on the homeward journey, and the unspeakable comfort Laurie's hopeful face had given her when she arrived, worn out with fatigue, anxiety, and cold.
192798.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
რა უცნაური და, იმავდროულად, საამური დღე იყო ის დღე!
What a strange yet pleasant day that was.
192799.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
გარეთ – დამაბრმავებელი და ხალისიანი, რადგან თითქოს მთელი ქვეყანა პირველ თოვლს ეგებებოდა, შიგნით კი – წყნარი და ჩუმი, რადგან ყველას ეძინა, მთელი ღამის ფხიზლობით დაღლილს, და მთელ სახლში ნეტარი სიმშვიდე სუფევდა, ხოლო თავმოკანტურე ჰანა გუშაგად იდგა კართან.
So brilliant and gay without, for all the world seemed abroad to welcome the first snow, so quiet and reposeful within, for everyone slept, spent with watching, and a Sabbath stillness reigned through the house, while nodding Hannah mounted guard at the door.
192800.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ტვირთის მოშორებით გაბედნიერებულმა მეგმა და ჯომ დახუჭეს დაღლილი თვალები და გაუნძრევლად იწვნენ, როგორც ქარიშხალგამოვლილი, წყნარ ყურეში მშვიდობიანად ღუზაჩაშვებული ნავები.
With a blissful sense of burdens lifted off, Meg and Jo closed their weary eyes, and lay at rest, like storm-beaten boats safe at anchor in a quiet harbor.