მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192801.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მისის მარჩი ბეთს არ მოშორებია, დიდ სავარძელში ეძინა, ხშირად ეღვიძებოდა, დახედავდა შვილს, ხელს მიაკარებდა და დაჰხაროდა, როგორც ძუნწი – დაკარგულ და კვლავ მოპოვებულ საუნჯეს.
Mrs. March would not leave Beth's side, but rested in the big chair, waking often to look at, touch, and brood over her child, like a miser over some recovered treasure.
192802.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ამასობაში ლორი ემის სანუგეშოდ გაქანდა და ისე კარგად მოჰყვა ამბავს, რომ პაპიდა მარჩიც კი ასრუტუნდა და ერთხელაც არ უთქვამს, ხომ გეუბნებოდითო.
Laurie meanwhile posted off to comfort Amy, and told his story so well that Aunt March actually "sniffed" herself, and never once said "I told you so".
192803.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მალევე შეიშრო ცრემლი, გულში ჩაიკლა დედის ნახვის მოუთმენელი სურვილი და ერთხელაც კი არ გახსენებია ფირუზის ბეჭედი, როცა მოხუცი ქალბატონი სულითა და გულით დაეთანხმა ლორის, რომელმაც გამოაცხადა, ემი ისე იქცევა, როგორც ნამდვილ პატარა ქალს ეკადრებაო.
She dried her tears quickly, restrained her impatience to see her mother, and never even thought of the turquoise ring, when the old lady heartily agreed in Laurie's opinion, that she behaved "like a capital little woman".
192804.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ის მართლაც სიხარულით გავიდოდა გარეთ ზამთრის ამ მზიან ამინდში, მაგრამ რაკი დაინახა, ლორის ძილისთვის უკვდება თავი, თუმცა ვაჟკაცურად ცდილობს, არ შეიმჩნიოსო, დაიყაბულა, დივანზე მოისვენე, სანამ მე დედას წერილს მივწერო.
She would very gladly have gone out to enjoy the bright wintry weather, but discovering that Laurie was dropping with sleep in spite of manful efforts to conceal the fact, she persuaded him to rest on the sofa, while she wrote a note to her mother.
192805.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ამ საქმეს კარგა ხანი მოანდომა და როცა დაბრუნდა, დივანზე გაშოტილ, თავქვეშ ხელებამოდებულ ლორის გულისძილით ეძინა, პაპიდა მარჩს კი ფარდები ჩამოეფარებინა და უჩვეულო სიკეთის შემოტევას დამორჩილებული, სულ მთლად უსაქმოდ იჯდა.
She was a long time about it, and when she returned, he was stretched out with both arms under his head, sound asleep, while Aunt March had pulled down the curtains and sat doing nothing in an unusual fit of benignity.
192806.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
იმ დღეს ქალაქსა და მის შემოგა რენში ალბათ კარგა ბლომად ბედნიერი პატარა გოგო იქნებოდა, მაგრამ ჩემი პირადი შეხედულებით, იმათგან ყველაზე ბედნიერი მაინც ემი იყო, როცა დედას კალთაში ეჯდა, თავის ჭირ-ვარამს უამბობდა და მოწონების ღიმილითა და ნაზი ალერსით გამოხატულ ნუგეშსა და ჯილდოს იღებდა.
There probably were a good many happy little girls in and about the city that day, but it is my private opinion that Amy was the happiest of all, when she sat in her mother's lap and told her trials, receiving consolation and compensation in the shape of approving smiles and fond caresses.
192807.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მარტონი იყვნენ სამლოცველოში, რომლის წინააღმდეგ დედას არაფერი უთქვამს, როცა ემიმ მისი დანიშნულება აუხსნა.
They were alone together in the chapel, to which her mother did not object when its purpose was explained to her.
192808.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– პირიქით, ძალიანაც მომწონს, ჩემო კარგო, – დედამ დამტვერილი კრიალოსნიდან პატარა, გაქექილ წიგნსა და მშვენიერ, მარადმწვანე სუროს გირლანდით გარშემოვლებულ სურათზე გადაიტანა მზერა.
"On the contrary, I like it very much, dear," looking from the dusty rosary to the well-worn little book, and the lovely picture with its garland of evergreen.
192809.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– მშვენიერი აზრია ისეთი ადგილის ქონა, სადაც შეგვიძლია სიწყნარეში ვიყოთ, როცა რამეზე ვბრაზობთ ან ვდარდობთ.
It is an excellent plan to have some place where we can go to be quiet, when things vex or grieve us.
192810.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ამ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად გვატყდება თავს გასაჭირი, მაგრამ ამ გასაჭირს მუდამ გავუძლებთ, თუკი ისე ვითხოვთ შველას, როგორც საჭიროა.
There are a good many hard times in this life of ours, but we can always bear them if we ask help in the right way.
192811.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მე მგონი, ამას ჩემი პატარა გოგოც სწავლობს.
I think my little girl is learning this.
192812.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ჰო, დე, და როცა შინ მოვალ, ვაპირებ, დიდ განჯინაში ერთი კუთხე მოვიწყო, ჩემი წიგნები დავალაგო და ამ სურათის ასლი დავკიდო.
Yes, Mother, and when I go home I mean to have a corner in the big closet to put my books and the copy of that picture.
192813.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ისიც პატარა ბავშვი იყო, იმიტომ რომ მაგ დროს მგონია, მისგან ძალიან დაშორებული არა ვარ-მეთქი და ეგ მეხმარება.
I like to think He was a little child once, for then I don't seem so far away, and that helps me.
192814.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
როცა ემიმ ხელით ანიშნა დედის კალთაში მჯდარ მოღიმარე ჩვილ იესოზე, მისის მარჩმა თითზე რაღაც დაუნახა და გაეღიმა.
As Amy pointed to the smiling Christ child on his Mother's knee, Mrs. March saw something on the lifted hand that made her smile.
192815.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
არაფერი უთქვამს, მაგრამ ემი მიუხვდა ამ მზერას, წამით გაჩუმდა და მერე დინჯად დაუმატა: – უნდა მეთქვა, მაგრამ დამავიწყდა.
She said nothing, but Amy understood the look, and after a minute's pause, she added gravely, "I wanted to speak to you about this, but I forgot it.
192816.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
პაპიდამ დღეს მაჩუქა ეს ბეჭედი.
Aunt gave me the ring today.
192817.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
დამიძახა, მაკოცა, თითზე გამიკეთა და მითხრა, საამაყო გოგო ხარ და გამიხარდება, თუ სულ აქ მეყოლებიო.
She called me to her and kissed me, and put it on my finger, and said I was a credit to her, and she'd like to keep me always.
192818.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ორივე ძალიან ლამაზია, მაგრამ მაგნაირი სამკაულებისთვის ჯერ პატარა მგონიხარ, ემი, – უთხრა მისის მარჩმა და ფუნთუშა ხელზე დახედა, რომლის საჩვენებელ თითსაც ცისფერი ქვების ზოლი და ოქროს უცნაური, ერთმანეთზე გადაჭდობილი ორი პაწია ხელის ფორმის სამაგრი უმკობდა.
"They are very pretty, but I think you're rather too young for such ornaments, Amy," said Mrs. March, looking at the plump little hand, with the band of sky-blue stones on the forefinger, and the quaint guard formed of two tiny golden hands clasped together.
192819.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– მე მგონი, მარტო იმიტომ კი არ მომწონს, რომ ლამაზია! მინდა ისე მეკეთოს, როგორც ზღაპარში იმ გოგოს ეკეთა სამაჯური, რომ რაღაც გამახსენოს ხოლმე.
I don't think I like it only because it's so pretty, but I want to wear it as the girl in the story wore her bracelet, to remind me of something.
192820.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– არა: გამახსენოს, რომ ეგოისტი არ უნდა ვიყო, – ისე სერი ოზულად და ალალად თქვა ემიმ, რომ დედამ სიცილი შეწყვიტა და პატივისცემით მოისმინა მისი პატარა გეგმა.
"No, to remind me not to be selfish." Amy looked so earnest and sincere about it that her mother stopped laughing, and listened respectfully to the little plan.