მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192821.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ამ ბოლო დროს ბევრი ვიფიქრე ჩემს „ცოდვების გუდაზე“, ყველაზე დიდი მაგ ცოდვებში ეგოისტობაა, ჰოდა ვაპირებ, თავი არ დავზოგო და განვიკურნო, თუკი შევძლებ.
"I've thought a great deal lately about my "bundle of naughties", and being selfish is the largest one in it, so I'm going to try hard to cure it, if I can.
192822.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მე რომ გავმხდარიყავი ავად, ხალხი მაგის ნახევარსაც არ იდარდებდა, ღირსიც არ ვარ მაგდენი დარდის, მაგრამ მინდა, ბევრზე ბევრ მეგობარს ვუყვარდე და უჩემობას განიცდიდნენ, ჰოდა, უნდა ვეცადო, როგორმე ბეთისნაირი გავხდე.
People wouldn't feel so bad about me if I was sick, and I don't deserve to have them, but I'd like to be loved and missed by a great many friends, so I'm going to try and be like Beth all I can.
192823.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
თუ მუდამ თან მექნება ისეთი რამ, რაც გამახსენებს, მე მგონი, უკეთესად გამომივა.
If I had something always about me to remind me, I guess I should do better.
192824.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ჰო, ოღონდ მე, დიდ განჯინაში რომ კუთხე უნდა მოიწყო, იმისა უფრო მჯერა.
Yes, but I have more faith in the corner of the big closet.
192825.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
გეკეთოს ეგ ბეჭედი, საყვარელო, და როგორც შეგიძლია, ეცადე.
Wear your ring, dear, and do your best.
192826.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ახლა მე ბეთთან უნდა დავბრუნდე.
Now I must go back to Beth.
192827.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
გული გაიმაგრე, ცოტაც და ისევ შინ გვეყოლები.
Keep up your heart and we will soon have you home again.
192828.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
იმ საღამოს, სანამ მეგი მამას წერილს სწერდა, რომ ეპატაკებინა, მგზავრი მშვიდობით ჩამოვიდაო, ჯო ზემოთ აიპარა, ბეთის ოთახში, და როცა დედა თავის ჩვეულ ადგილზე იპოვა, გაუბედავად დადგა და თითებით თმას დაუწყო წვალება.
That evening while Meg was writing to her father to report the traveler's safe arrival, Jo slipped upstairs into Beth's room, and finding her mother in her usual place, stood a minute twisting her fingers in her hair, with a worried gesture and an undecided look.
192829.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– რა იყო, ჩემო კარგო? – ხელი გაუწოდა მისის მარჩმა და ალერსიანი მზერით გულის გადასაშლელად შეაგულიანა.
"What is it, deary?" asked Mrs. March, holding out her hand, with a face which invited confidence.
192830.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– რაღაც უნდა გითხრა, დე. – მეგზე? – რა უცბად მიხვდი! ჰო, მასზე, წვრილმანია, მაგრამ მაწუხებს.
"I want to tell you something, Mother." "About Meg?" "How quickly you guessed! Yes, it's about her, and though it's a little thing, it fidgets me".
192831.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ბეთს სძინავს, ხმადაბლა ილაპარაკე და ყველაფერი მიამბე.
Beth is asleep. Speak low, and tell me all about it.
192832.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
იმედია, ის მოფატი არ მოსულა, – მკვახედ იკითხა დედამ. – არა. მოვიდოდა და კარს ცხვირწინ მივუჯახუნებდი, – თქვა ჯომ და იატაკზე, დედის ფერხთით დაეშვა.
"That Moffat hasn't been here, I hope?" asked Mrs. March rather sharply. "No. I should have shut the door in his face if he had," said Jo, settling herself on the floor at her mother's feet.
192833.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ამ ზაფხულს მეგს თავისი ხელთათმანები დარჩა ლორენსებთან და მხოლოდ ერთი ცალი დაუბრუნეს.
Last summer Meg left a pair of gloves over at the Laurences' and only one was returned.
192834.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ეს ამბავი აღარც გაგვხსენებია, სანამ ტედიმ არ მითხრა, მეორე ცალი მისტერ ბრუკს აქვს, მეგი მოსწონს, მაგრამ თქმას ვერ უბედავს, იმიტომ რომ ეს ძალიან ახალგაზრდაა, თვითონ კი ძალიან ღარიბიო.
We forgot about it, till Teddy told me that Mr. Brooke owned that he liked Meg but didn't dare say so, she was so young and he so poor.
192835.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ჭამს, სვამს და სძინავს, როგორ გონიერ არსებას შეეფერება და თვალს მისწორებს, როცა იმ კაცზე ვლაპარაკობ და მხოლოდ მაშინ წითლდება ხოლმე ცოტათი, როცა ტედი შეყვარებულებზე იწყებს ოხუნჯობას.
She eats and drinks and sleeps like a sensible creature, she looks straight in my face when I talk about that man, and only blushes a little bit when Teddy jokes about lovers.
192836.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– მაშ, გგონია, მეგს ჯონი არ აინტერესებს? – ვინ? – წამოიძახა და მიაშტერდა ჯო. – მისტერ ბრუკი. ახლა ჯონს ვეძახი.
"Then you fancy that Meg is not interested in John?" "Who?" cried Jo, staring. "Mr. Brooke. I call him "John" now.
192837.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ვიცოდი, რომ მაგ კაცის მხარეს დაიჭერდი: მამას კარგად ექცეოდა, ჰოდა შენც აღარ მიაბრძანებ და თუ მოუნდა, ცოლადაც გაატან.
I know you'll take his part. He's been good to Father, and you won't send him away, but let Meg marry him, if she wants to.
192838.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
წამოვიდა და მარტო იმიტომ უვლიდა მამას და გეხმარებოდა, რომ თავი მოეწონებინა, – და განრისხებულმა ჯომ ისევ მოიქაჩა თმა.
"To go petting Papa and helping you, just to wheedle you into liking him," and Jo pulled her hair again with a wrathful tweak.
192839.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ჩემო კარგო, ნუ ბრაზობ; აი, გიამბობ, როგორ მოხდა ეს ამბავი.
My dear, don't get angry about it, and I will tell you how it happened.
192840.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ჯონი მისტერ ლორენსის თხოვნით წამომყვა და ისე ერთგულად ზრუნავდა თქვენს საწყალ მამაზე, რომ ძალაუნებურად შეგვიყვარდა.
John went with me at Mr. Laurence's request, and was so devoted to poor Father that we couldn't help getting fond of him.