მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192841.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მეგთან დაკავშირებითაც ალალად და პატიოსნად მოიქცა: გვითხრა, მიყვარს, მაგრამ სანამ ცოლობას ვთხოვ, ჯერ რიგიანი სახლის ფული უნდა ვიშოვოო.
He was perfectly open and honorable about Meg, for he told us he loved her, but would earn a comfortable home before he asked her to marry him.
192842.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მხოლოდ ნებართვა გვთხოვა იმისა, რომ უყვარდეს, მისთვის იშრომოს და, თუ მოახერხებს, თავი შეაყვაროს.
He only wanted our leave to love her and work for her, and the right to make her love him if he could.
192843.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მართლაც რომ მშვენიერი ახალგაზრდაა და ვერ ვუთხარით, არ მოგისმენთო, მაგრამ იმას ვერ დავთანხმდები, რომ მეგი ასე ადრე დაინიშნოს.
He is a truly excellent young man, and we could not refuse to listen to him, but I will not consent to Meg's engaging herself so young.
192844.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– რა თქმა უნდა, არა. სისულელე იქნება!
"Of course not. It would be idiotic!
192845.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
შემეძლოს მაინც, მე თვითონ შევირთო მეგი, რომ მშვიდობიანად დავიტოვოთ ოჯახში.
I just wish I could marry Meg myself, and keep her safe in the family.
192846.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ამ უცნაურმა ხერხმა ღიმილი მოჰგვარა მისის მარჩს, მაგრამ მერე დინჯად უთხა: – ჯო, გენდობი და არ მინდა, მეგს ჯერჯერობით რამე უთხრა.
This odd arrangement made Mrs. March smile, but she said gravely, "Jo, I confide in you and don't wish you to say anything to Meg yet".
192847.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
როცა ჯონი ჩამოვა და ორივეს ერთად ვნახავ, უფრო უკეთესად მივხვდები, რა გრძნობები აქვს მისდამი.
When John comes back, and I see them together, I can judge better of her feelings toward him.
192848.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– დაინახავს იმ ლამაზ თვალებს, რომლებიც პირზე აკერია და მისი ამბავიც გათავდება.
She'll see those handsome eyes that she talks about, and then it will be all up with her.
192849.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ისეთი გულჩვილია, ვინმემ ერთი ნაზად რომ შეხედოს, იქვე დადნება, როგორც კარაქი მზეში.
She's got such a soft heart, it will melt like butter in the sun if anyone looks sentimentlly at her.
192850.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
იმის გამოგზავნილ მოკლე პატაკებს უფრო მეტხანს კითხულობდა, ვიდრე შენს წერილებს და ეგ რომ ვუთხარი, მიჩქმიტა, და თაფლისფერი თვალები მოსწონს და ჯონი უშნო სახელი არ ჰგონია, ჰოდა, ადგება, შეიყვარებს და მერე დავემშვიდობოთ სიწყნარეს, მხიარულებას და დროსტარებას.
She read the short reports he sent more than she did your letters, and pinched me when I spoke of it, and likes brown eyes, and doesn't think John an ugly name, and she'll go and fall in love, and there's an end of peace and fun, and cozy times together.
192851.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ოჰ, რატომ ბიჭები არა ვართ: მაშინ ხომ სადარდელი არაფერი გვექნებოდა!
Oh! Why weren't we all boys, then there wouldn't be any bother.
192852.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ჯომ ნიკაპი მუხლებს დააყრდნო და სასოწარკვეთილმა მუშტი მოუღერა საძაგელ ჯონს.
Jo leaned her chin on her knees in a disconsolate attitude and shook her fist at the reprehensible John.
192853.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მისის მარჩმა ამოიოხრა და ჯომ აიხედა, სახეზე ეწერა, რომ შვება იგრძნო.
Mrs. March sighed, and Jo looked up with an air of relief.
192854.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– არც შენ მოგწონს, ხომ, დე? მიხარია. მოდი, ვუთხრათ, შენ შენს საქმეს მიხედე-თქო და მეგს ერთ სიტყვასაც ნუ ეტყვი, ჰოდა, ყველანი ერთად ვიქნებით ბედნიერად, როგორც აქამდე ვიყავით.
"You don't like it, Mother? I'm glad of it. Let's send him about his business, and not tell Meg a word of it, but all be happy together as we always have been".
192855.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– დროთა განმავლობაში ყველამ თქვენ თქვენს სახლებში უნდა იცხოვროთ, ეს ბუნებრივია და სწორი, მაგრამ მე მაინც მინდა, ჩემი გოგონები რაც შეიძლება დიდხანს მყავდეს გვერდით და ვწუხვარ, რომ ეს ამბავი ასე მალე მოხდა: მეგი მხოლოდ ჩვიდმეტისაა და რამდენიმე წელი უნდა გავიდეს, სანამ ჯონი სახლის ყიდვას მოახერხებს.
It is natural and right you should all go to homes of your own in time, but I do want to keep my girls as long as I can, and I am sorry that this happened so soon, for Meg is only seventeen and it will be some years before John can make a home for her.
192856.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მე და მამათქვენი შევთანხმდით, რომ მეგმა არანაირი ვალდებულებით არ უნდა შეიზღუდოს თავი და არც გათხოვდეს, სანამ ოცისა არ შესრულდება.
Your father and I have agreed that she shall not bind herself in any way, nor be married, before twenty.
192857.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
თუ მას და ჯონს ერთმანეთი უყვართ, მოიცადონ და ამით გამოსცადონ თავიანთი სიყვარული.
If she and John love one another, they can wait, and test the love by doing so.
192858.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მეგი სინდისიერია და იმის შიში არა მაქვს, რომ ჯონს სასტიკად მოექცევა.
She is conscientious, and I have no fear of her treating him unkindly.
192859.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ჩემი ლამაზი, გულკეთილი გოგო! იმედი მაქვს, საქმე კარგად წაუვა.
My pretty, tender-hearted girl! I hope things will go happily with her.
192860.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– არ გერჩია, მდიდარ კაცს გაჰყოლოდა? – ჰკითხა ჯომ, როცა დედას უკანასკნელ სიტყვებზე ხმამ უმტყუნა.
"Hadn't you rather have her marry a rich man?" asked Jo, as her mother's voice faltered a little over the last words.