მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192861.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ფული კარგი და გამოსადეგი როგორ არ არის, ჯო, და იმედი მაქვს, ჩემი გოგონები არც საშინელ უფულობას გამოცდიან და არც დიდი ფულით მოგვრილ ცდუნებას.
"Money is a good and useful thing, Jo, and I hope my girls will never feel the need of it too bitterly, nor be tempted by too much.
192862.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
თუ გვარიშვილობა და ფული სიყვარულსა და ღირსებას მოჰყვება თან, მადლობით მივიღებ და გამიხარდება თქვენი ქონება, მაგრამ გამოცდილებით ვიცი, რაოდენი ჭეშმარიტი ბედნიერება შეიძლება იპოვო უბრალო, პატარა სახლში, სადაც შრომით შოულობენ დღიურ ლუკმას, ხოლო ცოტაოდენი ხელმოკლეობა სიტკბოს ანიჭებს მცირერიცხოვან სიამეებს.
If rank and money come with love and virtue, also, I should accept them gratefully, and enjoy your good fortune, but I know, by experience, how much genuine happiness can be had in a plain little house, where the daily bread is earned, and some privations give sweetness to the few pleasures.
192863.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
მე თანახმა ვარ, მეგმა ხელმოკლედ დაიწყოს ცხოვრება, რადგან თუ არ მეშლება, სამაგიეროდ, ისეთ საუნჯეს დაეპატრონება, როგორიც კარგი კაცის გულია, ეს კი ყოველნაირ ქონებასა სჯობს.
I am content to see Meg begin humbly, for if I am not mistaken, she will be rich in the possession of a good man's heart, and that is better than a fortune.
192864.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– მესმის, დე, და კიდეც გეთანხმები, მაგრამ მეგის ბედზე მაინც გული მწყდება, იმიტომ რომ გეგმაში მქონდა, ერთ მშვენიერ დღეს ტედისთვის მიმეთხოვებინა და მთელი სიცოცხლე უზრუნველად გაეტარებინა.
I understand, Mother, and quite agree, but I'm disappointed about Meg, for I'd planned to have her marry Teddy by-and-by and sit in the lap of luxury all her days.
192865.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ხომ კარგი იქნებოდა? – სახეგანათებულმა ახედა დედას ჯომ.
"Wouldn't it be nice?" asked Jo, looking up with a brighter face.
192866.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ხომ იცი, მეგზე პატარაა... – დაიწყო მისის მარჩმა, მაგრამ ჯომ შეაწყვეტინა:
"He is younger than she, you know," began Mrs. March, but Jo broke in...
192867.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– სულ ოდნავ. თავისი ასაკის პირობაზე დიდსა ჰგავს, მაღალიც არის და, როცა ინდომებს, ძალიანაც დიდივით იქცევა.
"Only a little, he's old for his age, and tall, and can be quite grown-up in his manners if he likes.
192868.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
თანაც, მდიდარია, გულუხვი, კეთილი, ჩვენც ყველანი ვუყვარვართ და ძალიან მწყინს, რომ ეს გეგმა ჩამეშალა.
Then he's rich and generous and good, and loves us all, and I say it's a pity my plan is spoiled.
192869.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– მე თუ მკითხავ, ლორი მეგისთვის ნამდვილად პატარაა და ესეც რომ არა, ჯერჯერობით ისეთი ცვალებადია, ვერ დაენდობი.
I'm afraid Laurie is hardly grown-up enough for Meg, and altogether too much of a weathercock just now for anyone to depend on.
192870.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
გეგმებს ნუ დააწყობ, ჯო, შენი მეგობრების დაწყვილება კი დროსა და მათ გულებს მიანდე.
Don't make plans, Jo, but let time and their own hearts mate your friends.
192871.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
ამნაირ ამბებში ისე ვერ ჩავერევით, რომ არაფერი დავაშავოთ და, შენი თქმისა არ იყოს, ჯობს თავებს „რომანტიკული სისულელით“ ნუ გამოვიტენით, რომ ამან მეგობრობას არ ავნოს.
We can't meddle safely in such matters, and had better not get "romantic rubbish" as you call it, into our heads, lest it spoil our friendship.
192872.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ძალიან კარგად და ლამაზად დაგიწერია. ისიც დაუმატე, რომ ჯონს მოკითხვას ვუთვლი, – თქვა მისის მარჩმა მას მერე, რაც წერილს გადახედა და დააბრუნა.
"Quite right, and beautifully written. Please add that I send my love to John," said Mrs. March, as she glanced over the letter and gave it back.
192873.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ჯონს ეძახი? – ღიმილით ჰკითხა მეგმა და ალალი თვალებით დახედა დედას.
"Do you call him "John?" asked Meg, smiling, with her innocent eyes looking down into her mother's.
192874.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– ჰო, შვილივით ვუყურებთ და ძალიან გვიყვარს, – მიუგო მისის მარჩმა და გამომცდელად ახედა.
"Yes, he has been like a son to us, and we are very fond of him," replied Mrs. March, returning the look with a keen one.
192875.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 20
– გამიხარდა, თორემ ძალიან მარტოსულია... ღამე მშვიდობისა, დე, საყვარელო.
I'm glad of that, he is so lonely. Good night, Mother, dear.
192876.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მეგმა შენიშნა, მაგრამ რამის გასარკვევად თავი არ შეუწუხებია, რადგან იცოდა: თუ ჯოსგან რამე უნდოდა, დაპირისპირებულობათა კანონით უნდა ემოქმედა, ამიტომაც დარწმუნებული იყო, თუკი არაფერს ვკითხავ, ყველაფერს თვითონვე ჩამიკაკლავსო.
Meg observed it, but did not trouble herself to make inquiries, for she had learned that the best way to manage Jo was by the law of contraries, so she felt sure of being told everything if she did not ask.
192877.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ეპირფერებოდა, ქრთამავდა, დასცინოდა, ემუქრებოდა და ტუქსავდა; ვითომ გულგრილად ეჭირა თავი და მერე უცბად შეუტევდა, რომ სიმართლე ეთქმევინებინა; ხან აცხადებდა, ვიციო, ხან – არც მაინტერესებსო; და ბოლოს, შეუპოვრობის წყალობით, დარწმუნდა, რომ საქმე მეგსა და მისტერ ბრუკს ეხებოდა.
He wheedled, bribed, ridiculed, threatened, and scolded; affected indifference, that he might surprise the truth from her; declared he knew, then that he didn't care; and at last, by dint of perseverance, he satisfied himself that it concerned Meg and Mr. Brooke.
192878.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
აღშფოთებული, – როგორ თუ მასწავლებელმა საიდუმლო მე არ გამანდოო, – მაშინვე შეუდგა თავის მტვრევას ისეთი შურისძიების მოსაფიქრებლად, რასაც ამგვარი უგულებელყოფა იმსახურებდა.
Feeling indignant that he was not taken into his tutor's confidence, he set his wits to work to devise some proper retaliation for the slight.
192879.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ამასობაში მეგს აშკარად, დაავიწყდა ჯოს საიდუმლო და თავგამეტებით შეუდგა მამის დახვედრის თადარიგს, მაგრამ ერთბაშად როგორღაც შეიცვალა და ერთი-ორი დღე თავის თავს არ ჰგავდა.
Meg meanwhile had apparently forgotten the matter and was absorbed in preparations for her father's return, but all of a sudden a change seemed to come over her, and, for a day or two, she was quite unlike herself.
192880.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
კრთებოდა, როცა ვინმე დაელაპარაკებოდა, წითლდებოდა, როცა ვინმე შეხედავდა, ხმას არ იღებდა და დამფრთხალი, შეწუხებული იერით უჯდა საკერავს.
She started when spoken to, blushed when looked at, was very quiet, and sat over her sewing, with a timid, troubled look on her face.