მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192901.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მის ნაწერს რომ ჰგავს... – ენა დაება მეგს და ის წერილი მეორეს შეადარა, რომელიც ხელში ეჭირა.
"It's like his writing," faltered Meg, comparing it with the note in her hand.
192902.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ოჰ, მეგ, პასუხი ხომ არ მიგიწერია? – აჩქარებით წამოიყვირა მისის მარჩმა. – ჰო, მივწერე! – და სირცხვილით დამწვარმა მეგმა ისევ ხელებში ჩარგო სახე.
"Oh, Meg, you didn't answer it?" cried Mrs. March quickly. "Yes, I did!" and Meg hid her face again, overcome with shame.
192903.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ვერ მოვისვენებ, სანამ ხელს არ ვტაცებ! – და ჯომ ისევ კარისკენ გაიწია.
I can't rest till I get hold of him. And Jo made for the door again.
192904.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ჩუ! ამ ამბავს მე თვითონ მივხედავ, იმიტომ რომ იმაზე უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე მეგონა.
"Hush! Let me handle this, for it is worse than I thought.
192905.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მარგარეტ, ყველაფერი მიამბე, – ბრძანა მისის მარჩმა და მეგს მიუჯდა, მაგრამ ჯოსთვის ხელი არ გაუშვია, არ გაიქცესო.
"Margaret, tell me the whole story," commanded Mrs. March, sitting down by Meg, yet keeping hold of Jo, lest she should fly off.
192906.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– პირველი წერილი ლორიმ მომცა და თითქოს არ იცოდა, შიგ რა ეწერა, – დაიწყო თავჩაქინდრულმა მეგმა.
"I received the first letter from Laurie, who didn't look as if he knew anything about it," began Meg, without looking up.
192907.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– თავიდან შევშფოთდი და შენთვის ვაპირებდი თქმას, მერე გამახსენდა, რა ძალიან მოგწონს მისტერ ბრუკი და ვიფიქრე, უარს არ იქნება, თუ ამ ამბავს რამდენიმე დღეს საიდუმლოდ შევინახავ-მეთქი.
I was worried at first and meant to tell you, then I remembered how you liked Mr. Brooke, so I thought you wouldn't mind if I kept my little secret for a few days.
192908.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მაპატიე, დედა. უკვე დავისაჯე ჩემი სისულელისთვის. ახლა თვალს ვეღარ გავუსწორებ.
Forgive me, Mother, I'm paid for my silliness now. I never can look him in the face again.
192909.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– რა უთხარი? – ჰკითხა მისის მარჩმა.
"What did you say to him?" asked Mrs. March.
192910.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მარტო ის, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ, რომ არ მინდა, რამე დაგიმალო და რომ მამას უნდა ელაპარაკოს.
I only said I was too young, that I didn't wish to have secrets from you, and he must speak to father.
192911.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მივწერე, მადლობელი ვარ სიკეთისთვის და ჯერჯერობით – კიდევ დიდხანს – თქვენი მეგობარი ვიქნები, მეტი ვერაფერი-მეთქი.
I was very grateful for his kindness, and would be his friend, but nothing more, for a long while.
192912.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მისის მარჩს გაეღიმა, თითქოს გულზე მოეშვაო, ჯომ კი ტაში შემოჰკრა და სიცილით წამოიძახა.
Mrs. March smiled, as if well pleased, and Jo clapped her hands, exclaiming, with a laugh.
192913.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მერე, მეგ, იმან რაო, რა გითხრა მაგაზე?
Tell on, Meg. What did he say to that?
192914.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– სულ სხვა ტონით მომწერა, არანაირი სატრფიალო ბარათი არ გამომიგზავნია და ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი ანცი და, ჯო, ასე მოურიდებლად გვექცევაო.
"He writes in a different way entirely, telling me that he never sent any love letter at all, and is very sorry that my roguish sister, Jo, should take liberties with our names.
192915.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მეგი დედას მიეყრდნო, ისეთი შესახედავი იყო, სასოწარკვეთილების განსახიერება გეგონებოდათ; ჯომ ბოლთა დასცა ოთახში და სიტყვებით შეამკო ლორი.
Meg leaned against her mother, looking the image of despair, and Jo tramped about the room, calling Laurie names.
192916.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ერთბაშად შედგა, დაავლო ხელი ორივე წერილს, დააკვირდა და გადაჭრით თქვა: – არა მგონია, ბრუკს ან ერთი ენახოს თვალით და ან მეორე.
All of a sudden she stopped, caught up the two notes, and after looking at them closely, said decidedly, "I don't believe Brooke ever saw either of these letters.
192917.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ორივე ტედის დაწერილია, შენი წერილი კი თავისთან აქვს, რომ დამცინოს, რაკი საიდუმლო არ გავუმხილე.
Teddy wrote both, and keeps yours to crow over me with because I wouldn't tell him my secret."
192918.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ნურანაირი საიდუმლო ნუ გექნება, ჯო. დედას უამბე და უსიამოვნებასაც აირიდებ, მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი, – გააფრთხილა მეგმა.
"Don't have any secrets, Jo. Tell it to Mother and keep out of trouble, as I should have done," said Meg warningly.
192919.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– გეყო, ჯო. მე მეგს დავაწყნარებ, შენ კი წადი და ლორი მოიყვანე.
That will do, Jo. I'll comfort Meg while you go and get Laurie.
192920.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ძირისძირობამდე გავერკვევი, რა ხდება და ახლავე მოვუღებ ბოლოს ამნაირ ცელქობას.
I shall sift the matter to the bottom, and put a stop to such pranks at once.