მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192921.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჯო გაიქცა, მისის მარჩმა კი ფრთხილად გაუმხილა მეგს ბრუკის ნამდვილი გრძნობები.
Away ran Jo, and Mrs. March gently told Meg Mr. Brooke's real feelings.
192922.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ისე გიყვარს, რომ დაელოდო, სანამ სახლს მოგიწყობს? თუ – გინდა, ჯერჯერობით მთლად თავისუფალი დარჩე?
Do you love him enough to wait till he can make a home for you, or will you keep yourself quite free for the present?
192923.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მე ისეთი შიში და წუხილი ვნახე, დიდხანს აღარ მომინდება შეყვარებულებთან საქმის დაჭერა, იქნებ არც არასოდეს, – გაღიზიანებით მიუგო მეგმა.
"I've been so scared and worried, I don't want to have anything to do with lovers for a long while, perhaps never," answered Meg petulantly.
192924.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– თუ ჯონმა ამ სისულელისა არაფერი იცის, ნურც ეტყვი და ისე ქენი, რომ ჯომ და ლორიმ ენას კბილი დააჭირონ.
If John doesn't know anything about this nonsense, don't tell him, and make Jo and Laurie hold their tongues.
192925.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
არ მინდა, მატყუებდნენ, მტანჯავდნენ და მასულელებდნენ. სამარცხვინოა!
I won't be deceived and plagued and made a fool of. It's a shame!
192926.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
რაკი მისის მარჩმა ჩვეულებრივ თვინიერი მეგი ასე გაცეცხლებული და ბოროტი ხუმრობით თავმოყვარეობაშელახული დაინახა, იმით დაამშვიდა, რომ დაჰპირდა, ამ ამბავს არავის გავაგებინებთ და სამომავლოდ დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენთო.
Seeing Meg's usually gentle temper was roused and her pride hurt by this mischievous joke, Mrs. March soothed her by promises of entire silence and great discretion for the future.
192927.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
როგორც კი შემოსასვლელში ლორის ნაბიჯების ხმა გაისმა, მეგი კაბინეტში გაიქცა და მისის მარჩი მარტო დაუხვდა ბოროტმოქმედს.
The instant Laurie's step was heard in the hall, Meg fled into the study, and Mrs. March received the culprit alone.
192928.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჯოს არ გაემხილა, რატომ ეძახდნენ, ვაითუ არ წამომყვესო, მაგრამ ბიჭმა მისის მარჩის სახე დაინახა თუ არა, მაშინვე მიხვდა; დადგა მის წინ, ხელში შლაპას დაუწყო წვალება და დამნაშავის იერმა მაშინვე ამხილა.
Jo had not told him why he was wanted, fearing he wouldn't come, but he knew the minute he saw Mrs. March's face, and stood twirling his hat with a guilty air which convicted him at once.
192929.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჯო გაისტუმრეს, მაგრამ არჩია, დერეფანში გუშაგივით ევლო წინ და უკან, რადგან შიში ჰქონდა, ვაითუ პატიმარი გაიქცესო.
Jo was dismissed, but chose to march up and down the hall like a sentinel, having some fear that the prisoner might bolt.
192930.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
სასტუმრო ოთახში ნახევარი საათის განმავლობაში ხმები ხან აიწევდა და ხან დაიწევდა, მაგრამ გოგონებმა ვერასოდეს შეიტყვეს, რა მოხდა იმ საუბრისას.
The sound of voices in the parlor rose and fell for half an hour, but what happened during that interview the girls never knew.
192931.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
როცა მათ დაუძახეს, ლორი ისეთი მონანიე იერით იდგა მისის მარჩის გვერდით, რომ ჯომ მაშინვე აპატია, ოღონდ ამ ფაქტის გამომჟღავნება გონივრულად არ ეჩვენა.
When they were called in, Laurie was standing by their mother with such a penitent face that Jo forgave him on the spot, but did not think it wise to betray the fact.
192932.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მეგმა მოისმინა ბიჭის მოკრძალებული ბოდიში და დიდი შვება იგრძნო, როცა ლორიმ დაარწმუნა, ბრუკმა ამ ხუმრობისა არაფერი იცისო.
Meg received his humble apology, and was much comforted by the assurance that Brooke knew nothing of the joke.
192933.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჰოდა, მაპატიე, მეგ; რასაც გინდა, იმას ვიზამ, ოღონდ დაგანახო, რა დიდი სინანულით ვნანობ, – დაამატა მართლაც ძალზე დარცხვენილმა.
"So you'll forgive me, Meg, and I'll do anything to show how out-and-out sorry I am," he added, looking very much ashamed of himself.
192934.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ვეცდები, მაგრამ ეგ ჯენტლმენის შესაფერისი საქციელი არ იყო. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი ვერაგი და ავი იყავი, – მიუგო მეგმა და სცადა, ქალიშვილური უხერხულობა სერიოზული საყვედურით შეენიღბა.
"I'll try, but it was a very ungentlemanly thing to do, I didn't think you could be so sly and malicious, Laurie," replied Meg, trying to hide her maidenly confusion under a gravely reproachful air.
192935.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ამასობაში ჯო განზე იდგა და უნდოდა, გული გაექვავებინა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ სახეზე უკიდურესად გამკიცხავი იერი დაიდო.
Jo stood aloof, meanwhile, trying to harden her heart against him, and succeeding only in primming up her face into an expression of entire disapprobation.
192936.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ლორიმ ერთი-ორჯერ გახედა, მაგრამ რაკი ჯომ მოლბობის არანაირი ნიშანი არ დაიტყო, ეწყინა და სანამ დანარჩენები ლაპარაკს მორჩებოდნენ, ზურგი შეაქცია, მერე კი მდაბლად დაუკრა თავი და სიტყვის უთქმელად გავიდა.
Laurie looked at her once or twice, but as she showed no sign of relenting, he felt injured, and turned his back on her till the others were done with him, when he made her a low bow and walked off without a word.
192937.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
წასვლა ვერ მოასწრო, რომ ჯომ მაშინვე ინანა, რატომ უფრო მეტი მიმტევებლობა არ გამოვიჩინეო და როცა მეგი და დედა ზემოთ ავიდნენ, მარტოსულად იგრძნო თავი, ტედი მოენატრა.
As soon as he had gone, she wished she had been more forgiving, and when Meg and her mother went upstairs, she felt lonely and longed for Teddy.
192938.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ცოტა ხანს გაუძლო, მერე კი დანებდა სურვილს, შეიარაღდა მისტერ ლორენსისთვის დასაბრუნებელი წიგნით და დიდი სახლისკენ გაეშურა.
After resisting for some time, she yielded to the impulse, and armed with a book to return, went over to the big house.
192939.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მისტერ ლორენსი შინ ბრძანდება? – ჰკითხა კიბეზე ჩამომავალ მოახლეს.
"Is Mr. Laurence in?" asked Jo, of a housemaid, who was coming downstairs.
192940.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– დიახ, მის, მაგრამ მე მგონი, ახლა მისი ნახვა არ ღირს.
"Yes, Miss, but I don't believe he's seeable just yet."