მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192961.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
განვიცადე მეგის ამბავი და კაცურად ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ მეორედ არ მოვიხდი, როცა არაფერი დამიშავებია.
I was sorry about Meg, and begged pardon like a man, but I won't do it again, when I wasn't in the wrong.
192962.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ეგ ხომ არ იცოდა!
"He didn't know that."
192963.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– უნდა მენდოს და ისე არ მომექცეს, თითქოს ძუძუმწოვარა ვიყო.
He ought to trust me, and not act as if I was a baby.
192964.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ტყუილად ცდილობ, ჯო. უნდა გაიგოს, რომ შემიძლია თავს მივხედო და არავის კალთაზე გამობმა არ მჭირდება.
It's no use, Jo, he's got to learn that I'm able to take care of myself, and don't need anyone's apron string to hold on by.
192965.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მაინც რა ფიცხები ხართ ორივენი! – ამოიხვნეშა ჯომ, – მაშ, როგორ აპირებ ამ საქმის მორიგებას?
"What pepper pots you are!" sighed Jo. "How do you mean to settle this affair?"
192966.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მმ... ბოდიში უნდა მომიხადოს და დამიჯეროს, როცა ვეუბნები, რომ ვერ ვუამბობ, რატომ ატყდა ორომტრიალი.
"Well, he ought to beg pardon, and believe me when I say I can't tell him what the fuss's about".
192967.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– აქ დიდხანს დარჩენას ისედაც არ ვაპირებ.
I don't intend to stay here long, anyway.
192968.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
გავიპარები და სადმე წავალ სამოგზაუროდ, ჰოდა, პაპაჩემს რომ მოვენატრები, მალევე მოვა ჭკუაზე.
I'll slip off and take a journey somewhere, and when Grandpa misses me he'll come round fast enough.
192969.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ალბათ, მაგრამ არ უნდა წახვიდე და შენი წასვლით გული არ უნდა ატკინო.
I dare say, but you ought not to go and worry him.
192970.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ჭკუას ნუ მასწავლი! ვაშინგტონში წავალ და ბრუკს ვნახავ.
Don't preach. I'll go to Washington and see Brooke.
192971.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
იქ მხიარულებაა და ამ ფათერაკების შემდეგ გულს გადავაყოლებ.
It's gay there, and I'll enjoy myself after the troubles.
192972.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– რა კარგად გაერთობი! მეც რომ შემეძლოს გამოქცევა!.. – ჯოს თვალწინ დაუდგა დედაქალაქის სამხედრო ცხოვრების ბრწყინვალე სურათები და სულ გადაავიწყდა, რომ დამრიგებლის როლს თამაშობდა.
"What fun you'd have! I wish I could run off too," said Jo, forgetting her part of mentor in lively visions of martial life at the capital.
192973.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ჰოდა, წამო! რატომაც არა? წამოხვალ, მამას გაახარებ, მეც ბებერ ბრუკს გამოვაფხიზლებ.
"Come on, then! Why not? You go and surprise your father, and I'll stir up old Brooke.
192974.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
წერილი დავტოვოთ, კარგად ვართ-თქო და მაშინვე გავქუსლოთ.
We'll leave a letter saying we are all right, and trot off at once.
192975.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
შენც გარგებს, თან მაგაში ცუდი არაფერია: ბოლოს და ბოლოს, მამასთან მიდიხარ.
It will do you good, and no harm, as you go to your father.
192976.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ავადმყოფის მოვლითა და სახლში გამოკეტილობით დაღლილს ცვლილება სწყუროდა და მამაზე ფიქრი მაცდუნებლად შეერწყა სამხედრო ბანაკებისა და ჰოსპიტლების განუცდელ მომხიბვლელობას, თავისუფლებასა და გართობას.
She was tired of care and confinement, longed for change, and thoughts of her father blended temptingly with the novel charms of camps and hospitals, liberty and fun.
192977.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
თვალები აენთო და ნდომით ავსილმა გაიხედა ფანჯარაში, მაგრამ პირდაპირ მდგარი ძველი სახლის დანახვაზე სევდიანად, თუმცა მტკიცედ გააქნია თავი.
Her eyes kindled as they turned wistfully toward the window, but they fell on the old house opposite, and she shook her head with sorrowful decision.
192978.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ბიჭი რომ ვიყო, ერთად გავიქცეოდით და კარგ დროსაც გავატარებდით, მაგრამ მე ხომ ერთი საწყალი გოგო ვარ, წესი ერად უნდა მოვიქცე და შინ დავეტიო.
If I was a boy, we'd run away together, and have a capital time, but as I'm a miserable girl, I must be proper and stop at home.
192979.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ნუ მაცდუნებ, ტედი, ეგ ხომ გიჟური გეგმაა.
Don't tempt me, Teddy, it's a crazy plan.
192980.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ენა გააჩუმე! – უყვირა ჯომ და ყურებზე ხელი აიფარა.
"Hold your tongue!" cried Jo, covering her ears.