მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192981.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– გაჩუმდი, ცუდო ბიჭო! დაჯექი და შენს საკუთარ ცოდვებზე იფიქრე.
Bad boy, be quiet! Sit down and think of your own sins.
192982.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
თუ პაპაშენს ბოდიშს მოვახდევინებ იმ შენჯღრევისთვის, გადაიფიქრებ გაქცევას? – სერიოზულად ჰკითხა ჯომ.
If I get your grandpa to apologize for the shaking, will you give up running away?" asked Jo seriously.
192983.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– თუ ახალგაზრდას მოვერიე, ხნიერსაც ვაჯობებ, – წაიდუდუნა ჯომ და წავიდა.
"If I can manage the young one, I can the old one," muttered Jo, as she walked away.
192984.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მობრძანდით! – ჩვეულებრივზე მჭახედ გაისმა მისტერ ლორენსის მჟღერი ხმა, როცა ჯომ კარზე დაუკაკუნა.
"Come in!" and Mr. Laurence's gruff voice sounded gruffer than ever, as Jo tapped at his door.
192985.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მე ვარ, სერ, წიგნის დასაბრუნებლად მოვედი, – თავაზიანად დაიწყო ჯომ და შევიდა.
"It's only me, Sir, come to return a book," she said blandly, as she entered.
192986.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– კიდევ გინდა? – მოხუცი ჯენტლმენი დაღვრემილი და გაღიზიანებული ჩანდა, მაგრამ ცდილობდა არ შეტყობოდა.
"Want any more?" asked the old gentleman, looking grim and vexed, but trying not to show it.
192987.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– დიახ, თუ შეიძლება. მოხუცი სემი ისე მომეწონა, რომ ალბათ მეორე ტომსაც ვცდი, – მიუგო ჯომ იმ იმედით, რომ გუნებას გამოუკეთებდა, თუკი ყაბულს იქნებოდა, მეორე ულუფაც ეგემა ბოსუელის „ჯონსონისა“, რომელიც მან ურჩია.
"Yes, please. I like old Sam so well, I think I'll try the second volume," returned Jo, hoping to propitiate him by accepting a second dose of Boswell's Johnson, as he had recommended.
192988.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჯო ავიდა, ჩამოჯდა ზედა საფეხურზე და ვითომ წიგნის ძებნას შეუდგა, სინამდვილეში კი იმის ფიქრში იყო, როგორ დაეწყო ლაპარაკი იმ სახიფათო თემაზე, რისთვისაც მოვიდა.
Jo skipped up, and sitting on the top step, affected to be searching for her book, but was really wondering how best to introduce the dangerous object of her visit.
192989.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მისტერ ლორენსმა, ეტყობა, იეჭვა, რომ გოგოს რაღაც ჰქონდა გუნებაში, რადგან რამდენჯერმე მკვირცხლად გაიარ-გამოიარა ოთახში, მერე კი მიუბრუნდა და ისე მოულოდნელად გამოელაპარაკა, რომ რასელასი პირქვე დაეხეთქა იატაკზე.
Mr. Laurence seemed to suspect that something was brewing in her mind, for after taking several brisk turns about the room, he faced round on her, speaking so abruptly that Rasselas tumbled face downward on the floor.
192990.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– რა ქნა იმ ბიჭმა?
What has that boy been about?
192991.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
სიტყვა ვერ ვათქმევინე და როცა დავემუქრე, იმდენს გაჯანჯღარებ, გამოგტეხავ-მეთქი, ზევით მოკურცხლა და თავის ოთახში ჩაიკეტა.
I can't get a word from him, and when I threatened to shake the truth out of him he bolted upstairs and locked himself into his room.
192992.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ცუდად მოიქცა, მაგრამ ვაპატიეთ და ყველამ პირობა დავდეთ, რომ არავის არაფერს ვეტყვით, – უხალისოდ დაიწყო ჯომ.
"He did wrong, but we forgave him, and all promised not to say a word to anyone," began Jo reluctantly.
192993.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ეგ არ გამოვა. გულჩვილ გოგოებს პირობა გამოსტყუა და ახლა მაგ პირობას უნდა, რომ ამოეფაროს?
That won't do. He shall not shelter himself behind a promise from you softhearted girls.
192994.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
თუ რამე დააშავა, კიდევაც უნდა აღიაროს, პატიება ითხოვოს და დაისაჯოს.
If he's done anything amiss, he shall confess, beg pardon, and be punished.
192995.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მისტერ ლორენსი ისეთი შემაშინებელი ჩანდა და ისე მკვახედ ლაპარაკობდა, ჯოს რომ შეძლებოდა, სიხარულით გაიქცეოდა, მაგრამ მაღლა იჯდა, კიბეზე, ბერიკაცი კი კიბის ძირას იდგა და ლომივით უღობავდა გზას, ჰოდა, სხვა რა გზა იყო: უნდა დარჩენილიყო და ორთაბრძოლაში ჩაბმულიყო.
Mr. Laurence looked so alarming and spoke so sharply that Jo would have gladly run away, if she could, but she was perched aloft on the steps, and he stood at the foot, a lion in the path, so she had to stay and brave it out.
192996.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– სერ, მართლა ვერ გეტყვით. დედამ აგვიკრძალა. ლორი ყველაფერში გამოტყდა, პატიება ითხოვა და დასჯითაც საკმარისად დაისაჯა.
Indeed, Sir, I cannot tell. Mother forbade it. Laurie has confessed, asked pardon, and been punished quite enough.
192997.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
უთქმელობით მას კი არა, სხვა ვინმეს ვიცავთ და თუ თქვენც ჩაერევით, საქმე უარესად წავა. ძალიან გთხოვთ, ნუ იზამთ.
We don't keep silence to shield him, but someone else, and it will make more trouble if you interfere. Please don't.
192998.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა.
It was partly my fault, but it's all right now.
192999.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჩვენც დავივიწყოთ ეს ამბავი და „რამბლერზე“ ან სხვა საამურ თემაზე ვისაუბროთ.
So let's forget it, and talk about the Rambler or something pleasant.
193000.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჩამოდი და პატიოსანი სიტყვა მომეცი, რომ ამ ჩემს უთავბოლო ბიჭს უმადურობა ან თავხედობა არაფერი გაუბედავს.
Come down and give me your word that this harumscarum boy of mine hasn't done anything ungrateful or impertinent.