მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193021.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ვნანობ მაგ ამბავს და ალბათ მადლობაც უნდა ვუთხრა, რომ არ შემანჯღრია.
I'm sorry for that, and ought to thank him for not shaking me, I suppose.
193022.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მაინც რა ეშმაკებს მოელის ის ყმაწვილი? – მოხუცმა ჯენტლმენმა ჯოს შეხედა და შეეტყო, ცოტათი შერცხვა თავისი გაფიცხებისა.
What the dickens does the fellow expect?" and the old gentleman looked a trifle ashamed of his own testiness.
193023.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– თქვენს ადგილზე რომ ვიყო, საბოდიშო წერილს მივწერდი, სერ.
If I were you, I'd write him an apology, Sir.
193024.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ამბობს, სანამ ბოდიშს არ მომიხდიან, არ ჩამოვალო და ვაშინგტონსა და რაღაც სისულელეებს ახსენებს.
He says he won't come down till he has one, and talks about Washington, and goes on in an absurd way.
193025.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ოფიციალური ბოდიში დაანახვებს, რა შტერიც ბრძანდება და დაშოშმინებული ჩამოვა. სცადეთ.
A formal apology will make him see how foolish he is, and bring him down quite amiable. Try it.
193026.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მისტერ ლორენსმა ყურადღებით შეხედა, გაიკეთა სათვალე და ტკეპნა-ტკეპნით უთხრა: – დიდი ეშმაკუნა ვინმე ბრძანდები, მაგრამ მე უარს არა ვარ, რომ შენა და ბეთმა თქვენს ჭკუაზე მატაროთ.
Mr. Laurence gave her a sharp look, and put on his spectacles, saying slowly, "You're a sly puss, but I don't mind being managed by you and Beth".
193027.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
აბა, მოიტა ფურცელი და მოვრჩეთ ამ სისულელეს.
Here, give me a bit of paper, and let us have done with this nonsense.
193028.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
წერილი ისეთი გამოთქმებით დაიწერა, როგორსაც დიდად შეურაცხმყოფელი ჯენტლმენი გამოიყენებდა შეურაცხყოფილი ჯენტლმენის მისამართით.
The note was written in the terms which one gentleman would use to another after offering some deep insult.
193029.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჯომ მელოტ თავზე კოცნა დააწება მისტერ ლორენსს, აირბინა და ლორის კარქვეშ შეუცურა ბოდიში, თან კი გასაღების ჭუჭრუტანიდან დაარიგა, დამჯერი იყავი და წესიერად მოიქეციო და კიდევ რამდენიმე საჭირო, თუმცაღა შეუძლებელი რამ ურჩია.
Jo dropped a kiss on the top of Mr. Laurence's bald head, and ran up to slip the apology under Laurie's door, advising him through the keyhole to be submissive, decorous, and a few other agreeable impossibilities.
193030.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
რაკი კარი არ გაღებულა, ჯომ წერილს მიანდო საქმის მოგვარება და უკვე წყნარად ჩადიოდა კიბეზე, როცა ყმაწვილი ჯენტლმენი მოაჯირზე ჩასრიალდა, კიბის ძირას დაელოდა და კეთილგანწყობით უთხრა: – მაინც რა კარგი ბიჭი ხარ, ჯო!
Finding the door locked again, she left the note to do its work, and was going quietly away, when the young gentleman slid down the banisters, and waited for her at the bottom, saying, with his most virtuous expression of countenance, "What a good fellow you are, Jo!"
193031.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– და სიცილით დაამატა: – ბევრი გტუქსეს?
"Did you get blown up?" he added, laughing.
193032.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მაინც გამოვძვერი, არადა, იქ შენც კი ხელი მკარი და მზად ვიყავი ჯანდაბის გზაზე წავსულიყავი, – მობოდიშებით დაიწყო ბიჭმა.
"I got it all round. Even you cast me off over there, and I felt just ready to go to the deuce," he began apologetically.
193033.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მაგას ნუ ამბობ. გადაშალე ფურცელი და ახლიდან დაიწყე, ტედი, შვილო ჩემო.
"Don't talk that way, turn over a new leaf and begin again, Teddy, my son."
193034.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– წადი, ისადილე და მერე გუნებაზე მოხვალ.
Go and eat your dinner, you'll feel better after it.
193035.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
კაცი მუდამ ბუზღუნებს, როცა მშიერია, – და ამ სიტყვებით ჯო შემოსასვლელ კარში გასხლტა.
"Men always croak when they are hungry," and Jo whisked out at the front door after that.
193036.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ყველამ იფიქრა, ეს ამბავი მოგვარდა და პატარა ღრუბელიც გაიფანტაო, მაგრამ ამ ონავრობამ თავისი მაინც გააკეთა: სხვებს თუ დაავიწყდათ, მეგს ახსოვდა.
Everyone thought the matter ended and the little cloud blown over, but the mischief was done, for though others forgot it, Meg remembered.
193037.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ერთხელაც არ უხსენებია მავანი პიროვნება, მაგრამ ფიქრით ბევრს ფიქრობდა, ოცნებითაც წინანდელზე მეტს ოცნებობდა და ერთხელ ჯოს, მარკების ძებნაში რომ იყო და დის მაგიდას აქოთებდა, ფურცლის ნაგლეჯი მოხვდა ხელში, რომელზეც მიეჩხაპნათ: „მისის ჯონ ბრუკი“, რაზეც ჯომ ტრაგიკულად ამოიგმინა, ცეცხლში მოისროლა.
She never alluded to a certain person, but she thought of him a good deal, dreamed dreams more than ever, and once Jo, rummaging her sister's desk for stamps, found a bit of paper scribbled over with the words, "Mrs. John Brooke", whereat she groaned tragically and cast it into the fire.
193038.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
სიხარულის ველი.
PLEASANT MEADOWS.
193039.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მომდევნო მშვიდობიანი კვირები ქარიშხლის შემდეგ გამობრწყინებულ მზეს ჰგავდა.
Like sunshine after a storm were the peaceful weeks which followed.
193040.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ავადმყოფები სწრაფად მიდიოდნენ უკეთესობისკენ.
The invalids improved rapidly.