მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193001.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
და, თუ მაინც გაბედა იმის მერე, რაც თქვენ მაგისთვის სიკეთე გიქნიათ, ჩემი ხელით გავბერტყავ.
If he has, after all your kindness to him, I'll thrash him with my own hands.
193002.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მუქარა შემზარავად გაისმა, მაგრამ ჯო არ შეშფოთებულა, რადგან იცოდა, ფიცხი მოხუცი ჯენტლმენი, რაც უნდა საწინააღმდეგოდ ელაპარაკა, თავის დღეში თითს არ დააკარებდა შვილიშვილს.
The threat sounded awful, but did not alarm Jo, for she knew the irascible old gentleman would never lift a finger against his grandson, whatever he might say to the contrary.
193003.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
იგი მორჩილად დაეშვა და, რამდენადაც მოახერხა, ნათელი მოჰფინა ამბავს ისე, რომ არც მეგი უხსენებია და არც სიმართლისთვის გადაუხვევია.
She obediently descended, and made as light of the prank as she could without betraying Meg or forgetting the truth.
193004.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ჰმ... ჰა... მმ... თუ ბიჭმა იმიტომ ჩაიგუბა პირში წყალი, რომ პირობა დადო, და არა იმიტომ, რომ კერპობს, ვაპატიებ.
"Hum... ha... well, if the boy held his tongue because he promised, and not from obstinacy, I'll forgive him.
193005.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჯოს გადაწყვეტილი ჰქონდა, ახლავე მოეგვარებინა და ცდილობდა, სრულიად უშფოთველი იერი ჰქონოდა, თუმცა, ცოტა არ იყოს, აკანკალდა თავისი გაბედული სიტყვის შემდეგ.
Jo was determined to have it out now, and tried to look quite placid, though she quaked a little after her bold speech.
193006.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
დიდად გაუკვირდა და შვება იგრძნო, როცა მოხუცმა ჯენტლმენმა მხოლოდ ის ქნა, რომ კაკუნით დააგდო მაგიდაზე სათვალე და გულალალად წამოიძახა: – მართალს ამბობ, გოგონი.
To her great relief and surprise, the old gentleman only threw his spectacles onto the table with a rattle and exclaimed frankly, "You're right, girl".
193007.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მე გეტყვით, რითაც: გაიქცევა, – ჯომ ეს სიტყვები თქვა თუ არა, მაშინვე ინანა.
"I'll tell you, he'll run away." Jo was sorry for that speech the minute it was made.
193008.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
უნდოდა გაეფრთხილებინა, ლორი ვერ აიტანს მეტისმეტ შეზღუდვასო და იმედი ჰქონდა, იგი უფრო მომთმენად მოექცეოდა ყმაწვილს.
She meant to warn him that Laurie would not bear much restraint, and hoped he would be more forebearing with the lad.
193009.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მისტერ ლორენსს ერთბაშად შეეცვალა ღაჟღაჟა სახე, დაჯდა და შეწუხებულმა ახედა მისი მაგიდის ზემოთ დაკიდებულ სანდომიანი მამაკაცის პორტრეტს.
Mr. Laurence's ruddy face changed suddenly, and he sat down, with a troubled glance at the picture of a handsome man, which hung over his table.
193010.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ლორის მამა იყო, რომელიც ახალგაზრდობაში გაიქცა შინიდან და დესპოტი ბერიკაცის სურვილის წინააღმდეგ შეირთო ცოლი.
It was Laurie's father, who had run away in his youth, and married against the imperious old man's will.
193011.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ჯომ ივარაუდა, ალბათ წარსული ახსენდება და ნანობსო და ინატრა, ნეტავი ენაზე კბილი დამეჭირაო.
Jo fancied he remembered and regretted the past, and she wished she had held her tongue.
193012.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– მაგას არ იზამს, თუ ძალიან არ გაუჭირდა, მხოლოდ იმუქრება ხოლმე, როცა სწავლით იღლება.
He won't do it unless he is very much worried, and only threatens it sometimes, when he gets tired of studying.
193013.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ამ სიტყვებზე გაეცინა; თითქოს მისტერ ლორენსიც დამშვიდდა და ეს ყველაფერი ხუმრობად მიიღო.
She laughed as she spoke, and Mr. Laurence looked relieved, evidently taking the whole as a joke.
193014.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– აი, შე თავგასულო, შენა! მაგნაირ ლაპარაკს როგორ მიბედავ?
"You hussy, how dare you talk in that way?
193015.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ან უფროსის პატივისცემა სად არის ან წესიერი აღზრდა?
Where's your respect for me, and your proper bringing up?
193016.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
რაც ჩვენ მაგათგან ტანჯვა-წვალება გვაქვს! არადა, უმაგათოდაც რომ ვერა ვძლებთ! – თქვა და ალერსით უჩქმიტა ლოყაზე.
"What torments they are, yet we can't do without them," he said, pinching her cheeks good-humoredly.
193017.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– ადი და ჩამოიყვანე ის ბიჭი, ისადილოს, უთხარი, ყველაფერი რიგზეა-თქო და ურჩიე, პაპას ტრაგედიები აღარ გაუმართოს.
Go and bring that boy down to his dinner, tell him it's all right, and advise him not to put on tragedy airs with his grandfather.
193018.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
– არ ჩამოვა, სერ.
He won't come, Sir.
193019.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
ძალიან უჭირს, რაკი არ დაუჯერეთ, რომ მართლა არ შეეძლო თქმა.
He feels badly because you didn't believe him when he said he couldn't tell.
193020.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 21
მე მგონი, იმ შენჯღრევით ძალიან აწყენინეთ.
I think the shaking hurt his feelings very much.