მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193041.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ბეთი უკვე ახერხებდა მთელი დღეები დივანზე წოლას: ჯერ თავისი საყვარელი კატებით ირთობდა თავს, მერე კი თოჯინების ტანისამოსის კერვას მიჰყო ხელი.
Beth was soon able to lie on the study sofa all day, amusing herself with the well-beloved cats at first, and in time with doll's sewing.
193042.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ოდესღაც მკვირცხლი ფეხები გაშეშებოდა და დაუძლურებოდა, ამიტომ ჯოს ყოველდღე აჰყავდა ღონიერი ხელებით და სუფთა ჰაერზე ასეირნებდა.
Her once active limbs were so stiff and feeble that Jo took her for a daily airing about the house in her strong arms.
193043.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მეგი ხალისით ითხუპნიდა და იწვავდა თეთრ ხელებს „ძვირფასისთვის“ ნუგბარების კეთებაში, ემიმ, ბეჭდის ერთგულმა მხევალმა, თავისი დაბრუნების აღსანიშნავად იმდენი ავლადიდება გასცა, რამდენის მიღებაზეც მოახერხა და დაიყოლია დები.
Meg cheerfully blackened and burned her white hands cooking delicate messes for "the dear", while Amy, a loyal slave of the ring, celebrated her return by giving away as many of her treasures as she could prevail on her sisters to accept.
193044.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ახლოვდებოდა შობა, სახლში ჩვეული საიდუმლოებანი გაჩნდა და ჯო ხშირად აოგნებდა ოჯახს ამ უჩვეულოდ მხიარული შობის აღსანიშნავად სრულიად წარმოუდგენელი ან დიდებულ-უაზრო ცერემონიების შეთავაზებით.
As Christmas approached, the usual mysteries began to haunt the house, and Jo frequently convulsed the family by proposing utterly impossible or magnificently absurd ceremonies, in honor of this unusually merry Christmas.
193045.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
რამდენიმე დღე უჩვეულოდ თბილი ამინდი იდგა, რაც ჩინებულ შობადღეს მოასწავებდა.
Several days of unusually mild weather fitly ushered in a splendid Christmas Day.
193046.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ჰანა „ძვლებით გრძნობდა“, მშვენიერი დღე დაგვიდგებაო და ნამდვილი წინასწარმეტყველი გამოდგა.
Hannah "felt in her bones" that it was going to be a fine day, and she proved herself a true prophetess.
193047.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ჯერ ერთი, მისტერ მარჩმა მოიწერა, მალე თქვენთან ვიქნებიო; იმ დილით ბეთმა უჩვეულოდ კარგად იგრძნო თავი; დედას საჩუქარში, წითელი მერინოსის ფუმფულა საშინაო კაბაში გამოწყობილი, ზარ-ზეიმით მიიყვანეს ფანჯარასთან ჯოსა და ლორის ნობათის სანახავად.
To begin with, Mr. March wrote that he should soon be with them, then Beth felt uncommonly well that morning, and, being dressed in her mother's gift, a soft crimson merino wrapper, was borne in high triumph to the window to behold the offering of Jo and Laurie.
193048.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
გარეთ, ბაღში, აღმართულ წარმოსა დეგ თოვლის ასულს თავზე ბაძგის გვირგვინი ედგა, ცალ ხელში ხილითა და ყვავილებით სავსე კალათა ეჭირა, მეორეში – ახალი ნოტების დიდი გრაგნილი, ცივ მხრებზე ცისარტყელასავით ჭრელი ავღანური შალი მოეგდო, პირიდან კი გრძელ, ვარდისფერ ფურცელზე დაწერილი საშობაო სიმღერა ამოსდიოდა.
Out in the garden stood a stately snow maiden, crowned with holly, bearing a basket of fruit and flowers in one hand, a great roll of music in the other, a perfect rainbow of an Afghan round her chilly shoulders, and a Christmas carol issuing from her lips on a pink paper streamer.
193049.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
რამდენი იცინა ბეთმა ამის დანახვაზე! რამდენჯერ აირბინ-ჩაირბინა ლორიმ საჩუქრების შესატანად და რა სასაცილო სიტყვა წარმოთქვა ჯომ მათი გადაცემისას!
How Beth laughed when she saw it, how Laurie ran up and down to bring in the gifts, and what ridiculous speeches Jo made as she presented them.
193050.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– ისე სავსე ვარ ბედნიერებით, მამაც რომ აქ იყოს, ერთ წვეთსაც კი ვეღარ დავიტევდი, – კმაყოფილებით ამოიხვნეშა ბეთმა, როცა ჯომ კაბინეტში შეიყვანა, რომ მღელვარების შემდეგ დაესვენა და „იუნგფრაუს“ გამოგზავნილი მშვენიერი ყურძნით ჩაეტკბარუნებინა პირი.
"I'm so full of happiness, that if Father was only here, I couldn't hold one drop more," said Beth, quite sighing with contentment as Jo carried her off to the study to rest after the excitement, and to refresh herself with some of the delicious grapes the "Jungfrau" had sent her.
193051.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– მეც, – თავი დაუქნია ჯომ და ჯიბეზე დაიკრა ხელი, სადაც დიდი ხნის ნანატრი „უნდინი და სინტრამი“ ედო.
"So am I," added Jo, slapping the pocket wherein reposed the long desired Undine and Sintram.
193052.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– მეც, ნამდვილად, – გაეპასუხა ემი, თან გულდასმით აკვირდებოდა დედის ნაჩუქარ, ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ გრავიურას – ღვთისმშობელს ყრმით.
"I'm sure I am," echoed Amy, poring over the engraved copy of the Madonna and Child, which her mother had given her in a pretty frame.
193053.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– და მეც, რა თქმა უნდა! – წამოიძახა მეგმა და თავისი პირველი აბრეშუმის კაბის მოვერცხლისფრო კალთა ჩაისწორა.
"Of course I am!" cried Meg, smoothing the silvery folds of her first silk dress.
193054.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– ან მე რად ვიქნები სხვაგვარად? – მადლიერებით თქვა მისის მარჩმა და ქმრის წერილიდან მზერა ბეთის მოღიმარ სახეზე გადაიტანა, ხელი კი ფერფლისფერი, ოქროსფერი, წაბლისფერი და მუქი ყავისფერი თმისგან დაწნულ გულსაბნევს გადაუსვა, რომელიც გოგონებმა ის იყო მკერდზე დააბნიეს.
"How can I be otherwise?" said Mrs. March gratefully, as her eyes went from her husband's letter to Beth's smiling face, and her hand carressed the brooch made of gray and golden, chestnut and dark brown hair, which the girls had just fastened on her breast.
193055.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
არ გასულა ნახევარი საათი მას მერე, რაც ყველამ თქვა, ბედნიერებით ისე ვართ სავსე, ერთ წვეთსაც ვეღარ დავიტევდითო, რომ ის წვეთიც დაემატათ.
Half an hour after everyone had said they were so happy they could only hold one drop more, the drop came.
193056.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ლორიმ შემოაღო სასტუმრო ოთახის კარი და ძალიან წყნარად შემოყო თავი.
Laurie opened the parlor door and popped his head in very quietly.
193057.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
შეეძლო მალაყითა და ინდიელთა საომარი ყიჟინითაც შემოვარდნილიყო, რადგან ძლივს შეკავებული მღელვარებით სახე ისე გაბრწყინებოდა და სიხარულით სავსე ხმაც ისე უთრთოდა, რომ ყველანი ფეხზე წამოცვივდნენ, თუმცა ბიჭმა მხოლოდ ეს თქვა წყნარად: – კიდევ ერთი საშობაო საჩუქარი მარჩების ოჯახს.
He might just as well have turned a somersault and uttered an Indian war whoop, for his face was so full of suppressed excitement and his voice so treacherously joyful that everyone jumped up, though he only said, in a queer, breathless voice, "Here's another Christmas present for the March family".
193058.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
სიტყვები არ დაესრულებინა, რომ ლორი როგორღაც გვერდზე გასწიეს და მის ადგილას მაღალი, თვალებამდე შეფუთული კაცი გაჩნდა, ხელმკლავგაყრილი მეორე კაცთან, რომელმაც სცადა რაღაც ეთქვა და ვერ მოახერხა.
Before the words were well out of his mouth, he was whisked away somehow, and in his place appeared a tall man, muffled up to the eyes, leaning on the arm of another tall man, who tried to say something and couldn't.
193059.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ცხადია, ამას საყოველთაო ზედახორა მოჰყვა და რამდენიმე წუთის განმავლობაში თითქოს ყველა შეიშალა, რადგან ყოვლად უცნაური ამბები ხდებოდა და სიტყვას კი არავინ ამბობდა.
Of course there was a general stampede, and for several minutes everybody seemed to lose their wits, for the strangest things were done, and no one said a word.
193060.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მისტერ მარჩი ოთხმა წყვილმა მოყვარულმა მკლავმა ჩაიხუტა და გააუჩინარა.
Mr. March became invisible in the embrace of four pairs of loving arms.