მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193061.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ჯომ თავი შეირცხვინა: კინაღამ გული წაუვიდა და ლორის მისახედი გახდა სამზარეულოში.
Jo disgraced herself by nearly fainting away, and had to be doctored by Laurie in the china closet.
193062.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მისტერ ბრუკმა მეგი გადაკოცნა, თუ მის საკმაოდ უთავბოლო განმარტებას დაეჯერებოდა, სრულიად შემთხვევით.
Mr. Brooke kissed Meg entirely by mistake, as he somewhat incoherently explained.
193063.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ემი კი, ჩვეულებრივ მედიდური, ტაბურეტს წამოედო, დაეცა; ასადგომად დრო არ დაუკარგავს, ფეხებზე მოეხვია მამას, მერე გულის ამაჩუყებლად დააღვარა ცრემლი ჩექმებზე.
And Amy, the dignified, tumbled over a stool, and never stopping to get up, hugged and cried over her father's boots in the most touching manner.
193064.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
პირველი მისის მარჩი მოეგო გონს და გამაფრთხილებლად ასწია ხელი: – ჩშშ! ბეთი გახსოვდეთ!
Mrs. March was the first to recover herself, and held up her hand with a warning, "Hush! Remember Beth".
193065.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მაგრამ გვიან იყო: ჯახუნით გაიღო კაბინეტის კარი, ზღურბლზე გამოჩნდა პატარა, წითელი საშინაო კაბა (სიხარულმა ძალა შეჰმატა სუსტ კიდურებს), ბეთი გაექანა და მამას ჩაეხუტა.
But it was too late. The study door flew open, the little red wrapper appeared on the threshold, joy put strength into the feeble limbs, and Beth ran straight into her father's arms.
193066.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა ამის მერე, რადგან სიხარულმა გულები აავსო და ნაპირებზე გადავიდა, წარსულის სიმწარე წაშალა და მხოლოდ აწმყოს სიტკბოება დატოვა.
Never mind what happened just after that, for the full hearts overflowed, washing away the bitterness of the past and leaving only the sweetness of the present.
193067.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ამ ყოველივეს რომანტიკულობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, გულიანმა სიცილმა კი ყველა მალევე მოიყვანა გონს, კარს უკან ჰანა იპოვეს, ინდაურს დაჰქვითინებდა: თურმე ისე გამოენთო სამზარეულოდან, რომ დაავიწყდა ღუმელში, ქვედა თაროზე ჩამოედგა.
It was not at all romantic, but a hearty laugh set everybody straight again, for Hannah was discovered behind the door, sobbing over the turkey, which she had forgotten to put down when she rushed up from the kitchen.
193068.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მისტერ ბრუკს უცბად გაახსენდა, რომ მისტერ მარჩს დასვენება სჭირდებოდა, სტაცა ხელი ლორის და ელვისებურად გავიდა.
Mr. Brooke suddenly remembered that Mr. March needed rest, and seizing Laurie, he precipitately retired.
193069.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ამის მერე ორივე ავადმყოფს დასვენება ებრძანა და ასეც მოიქცნენ: გვერდიგვერდ ჩასხდნენ დიდ სავარძელში და გაცხოველებულ მასლაათს შეუდგნენ.
Then the two invalids were ordered to repose, which they did, by both sitting in one big chair and talking hard.
193070.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მისტერ მარჩი მოჰყვა, როგორ უნდოდა ამათი გაოცება და რაკი კარგი დარები დაიჭირა, ექიმმა ნება დართო, ბარემ ისარგებლეო, რა ერთგულად უპატრონა ბრუკმა და, საერთოდაც, რა ღირსეული და პატიოსანი ყმაწვილკაცი იყო.
Mr. March told how he had longed to surprise them, and how, when the fine weather came, he had been allowed by his doctor to take advantage of it, how devoted Brooke had been, and how he was altogether a most estimable and upright young man.
193071.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
თუ რატომ გაჩუმდა წამით მისტერ მარჩი სწორედ ამ სიტყვებზე და გახედა მეგს, რომელიც გაცხარებით უჩიჩხინებდა ცეცხლს საჩხრეკს, მერე რატომ ასწია წარბები და კითხვით შეხედა ცოლს, ამის პასუხი თქვენი მიხვედრილობისთვის მომინდვია.
Why Mr. March paused a minute just there, and after a glance at Meg, who was violently poking the fire, looked at his wife with an inquiring lift of the eyebrows, I leave you to imagine.
193072.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ისიც, თუ მისის მარჩმა ოდნავ შესამჩნევად რატომ დააქნია თავი და მოულოდნელად რატომ ჰკითხა ქმარს, რამეს ხომ არ შეჭამო.
Also why Mrs. March gently nodded her head and asked, rather abruptly, if he wouldn't like to have something to eat.
193073.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ჯომ დაინახა და მიხვდა ამ მზერის მნიშვნელობას, პირქუშად გაემართა ღვინისა და ძროხის ბულიონის მოსატანად, კარი გაიჯახუნა და წაიბურტყუნა: – ვერ ვიტან ღირსეულ თაფლისფერთვალა ყმაწვილკაცებს!
Jo saw and understood the look, and she stalked grimly away to get wine and beef tea, muttering to herself as she slammed the door, "I hate estimable young men with brown eyes!"
193074.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
თავის დღეში არ ჰქონიათ ისეთი საშობაო სადილი, როგორც იმ დღეს.
There never was such a Christmas dinner as they had that day.
193075.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ერთ რამედ ღირდა ჰანასგან ამოგზავნილი მსუქანი ინდაური – დაჩურთული, დაბრაწული და მორთულ-მოკაზმული.
The fat turkey was a sight to behold, when Hannah sent him up, stuffed, browned, and decorated.
193076.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
არც საშობაო პუდინგი ჩამოუვარდებოდა, რომელიც პირში დნებოდა, ისევე როგორც ჟელეები და მათში ემი ისე ნეტარებდა, ვითარცა ბუზი თაფლის ქოთანში.
So was the plum pudding, which melted in one's mouth, likewise the jellies, in which Amy reveled like a fly in a honeypot.
193077.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მისტერ ლორენსმაც იმათთან ერთად ისადილა თავისი შვილიშვილიანად, ასევე მისტერ ბრუკმა, რომელსაც ჯო უბღვერდა და ეს უზომოდ ართობდა ლორის.
Mr. Laurence and his grandson dined with them, also Mr. Brooke, at whom Jo glowered darkly, to Laurie's infinite amusement.
193078.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
სუფრის თავში, გვერდიგვერდ მდგარ ორ სავარძელში ბეთი და მამა ისხდნენ, ინდაურის ხორცსა და ხილს იკიკნებოდნენ.
Two easy chairs stood side by side at the head of the table, in which sat Beth and her father, feasting modestly on chicken and a little fruit.
193079.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ყველანი ერთმანეთს ადღეგრძელებდნენ, ამბებს ჰყვებოდნენ, სიმღერებს მღეროდნენ, „მოგონებებს ეძლეოდნენ“, როგორც ძველები იტყვიან ხოლმე და მშვენივრად ატარებდნენ დროს.
They drank healths, told stories, sang songs, "reminisced", as the old folks say, and had a thoroughly good time.
193080.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ციგებით სრიალსაც აპირებდნენ, მაგრამ გოგონებს მამასთან დაშორება არ მოუნდათ, ამიტომ სტუმრები ადრე წავიდნენ და ბინდი რომ ჩამოწვა, ბედნიერი ოჯახი ბუხარს მიუჯდა.
A sleigh ride had been planned, but the girls would not leave their father, so the guests departed early, and as twilight gathered, the happy family sat together round the fire.