მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193081.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– ზუსტად ერთი წლის წინ არ იყო, რომ ვგმინავდით, რა საშინელი შობა გველისო, გახსოვთ? – იკითხა ჯომ.
"Just a year ago we were groaning over the dismal Christmas we expected to have. Do you remember?" asked Jo.
193082.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– კაცმა რომ თქვას, ძალიანაც საამური წელი იყო! – ღიმილით თქვა ცეცხლს მიშტერებულმა მეგმა და საკუთარ თავს მიულოცა, მისტერ ბრუკის საზოგადოებაში რა ღირსეულად ვიქცეოდიო.
"Rather a pleasant year on the whole!" said Meg, smiling at the fire, and congratulating herself on having treated Mr. Brooke with dignity.
193083.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– მე კი მგონია, ძალიანაც მძიმე იყო, – შენიშნა ემიმ და ფიქრიანად დააცქერდა თავის ბეჭედზე მოციმციმე ათინათს.
"I think it's been a pretty hard one," observed Amy, watching the light shine on her ring with thoughtful eyes.
193084.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– მიხარია, რომ ეს წელი გავიდა, იმიტომ რომ დაგვიბრუნდი, – წაიჩურჩულა მამის კალთაში მჯდარმა ბეთმა.
"I'm glad it's over, because we've got you back," whispered Beth, who sat on her father's knee.
193085.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– კარგა ძნელი გზა გამოიარეთ, ჩემო პატარა პილიგრიმებო, მეტადრე ბოლო დროს, მაგრამ ვაჟკაცურად გაართვით თავი და, მგონია, სადაცაა თქვენი ტვირთიც ჩამოგცვივათ, – თქვა მისტერ მარჩმა, მამობრივი კმაყოფილებით მოათვალიერა გარშემო შემოკრებილი ყმაწვილი სახეები.
"Rather a rough road for you to travel, my little pilgrims, especially the latter part of it. But you have got on bravely, and I think the burdens are in a fair way to tumble off very soon," said Mr. March, looking with fatherly satisfaction at the four young faces gathered round him.
193086.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– შენ რა იცი? დედამ გიამბო? – ჰკითხა ჯომ.
"How do you know? Did Mother tell you?" asked Jo.
193087.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– ჩალის ღერიც ხომ გვიჩვენებს, საით უბერავს ქარი. თან დღეს რაღაც-რაღაცები შევამჩნიე.
Straws show which way the wind blows, and I've made several discoveries today.
193088.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– გვითხარი, მაინც რა შეამჩნიე? – წამოიძახა მის გვერდით მჯდარმა მეგმა.
"Oh, tell us what they are!" cried Meg, who sat beside him.
193089.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– აი, თუნდაც ეს, – მამამ ასწია მისი სავარძლის სახელურზე დასვენებული ხელი და გაუხეშებულ საჩვენებელ თითზე, ხელის ზურგზე დამჩნეულ დამწვრობასა და ხელისგულზე გამაგრებულ ორ-სამ ლაქაზე მიუთითა.
"Here is one." And taking up the hand which lay on the arm of his chair, he pointed to the roughened forefinger, a burn on the back, and two or three little hard spots on the palm.
193090.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– მახსოვს, ერთ დროს ეს ხელი თეთრი და გლუვი იყო.
I remember a time when this hand was white and smooth.
193091.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მართლაც რომ ძალიან ლამაზი გახლდათ, მაგრამ ჩემთვის ახლა ბევრად უკეთესია, რადგან ამ ვითომდა ზადში ისტორიას ვკითხულობ.
It was very pretty then, but to me it is much prettier now, for in this seeming blemishes I read a history.
193092.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
დარწმუნებული ვარ, რაც კი ამ დაჩხვლეტილი თითებით შეიკერა, დიდხანს გაძლებს, ისეთი მოწადინებით გაგივლია გვირისტები.
I'm sure the sewing done by these pricked fingers will last a long time, so much good will went into the stitches.
193093.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მეგ, ჩემო კარგო, ვაფასებ ქალურ უნარებს, რომლებიც იმაზე მეტ ბედნიერებას მოუტანს ოჯახს, ვიდრე თეთრი ხელები ან მოდური ხელგარჯილობა.
Meg, my dear, I value the womanly skill which keeps home happy more than white hands or fashionable accomplishments.
193094.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მე სიამაყით გართმევ ამ კეთილ, შრომისმოყვარე ხელს, რომლის მთხოვნელიც, იმედი მაქვს, მალე არ მომადგება კარზე.
I'm proud to shake this good, industrious little hand, and hope I shall not soon be asked to give it away.
193095.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
თუ მეგს ხანგრძლივი, დაუღალავი შრომისთვის ჯილდო სურდა, კიდეც მიიღო, როცა მამამ გულიანად მოუჭირა ხელი და მოწონების ღიმილით გაუღიმა.
If Meg had wanted a reward for hours of patient labor, she received it in the hearty pressure of her father's hand and the approving smile he gave her.
193096.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– და, ჯო? გეხვეწები, რამე კარგი თქვი! თავს არ ზოგავდა და იცი, რა კარგად მექცეოდა?! - ყურში უთხრა ბეთმა მამას.
"What about Jo? Please say something nice, for she has tried so hard and been so very, very good to me," said Beth in her father's ear.
193097.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მას გაეცინა და პირდაპირ მჯდარ მაღალ გოგოს გახედა, რომელსაც უჩვეულოდ მშვიდი იერი ედო სახეზე.
He laughed and looked across at the tall girl who sat opposite, with an unusually mild expression in her face.
193098.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– ეგ ხუჭუჭა თმა შეკრეჭილი კი გაქვს, მაგრამ მაინც ვეღარ ვხედავ „ჩემს ვაჟს, ჯოს“, რომელიც ერთი წლის წინ დავტოვე, – თქვა მისტერ მარჩმა.
"In spite of the curly crop, I don't see the 'son Jo' whom I left a year ago," said Mr. March.
193099.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– ვხედავ ყმაწვილქალს, რომელიც ქინძისთავით სწორად იბნევს საყელოს, გულდასმით იკრავს ფეხსაცმლის თასმებს და არც უსტვენს, არც ჟარგონით ლაპარაკობს და არც ხალიჩაზე გორავს, როგორც წინათ იცოდა.
I see a young lady who pins her collar straight, laces her boots neatly, and neither whistles, talks slang, nor lies on the rug as she used to do.
193100.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ღამისთევებითა და დარდით გამხდარი, ფერმკრთალი სახე აქვს, მაგრამ მსიამოვნებს ამ სახის ცქერა: ის წინანდელზე რბილია და ხმაც წინანდელზე ჩუმი.
Her face is rather thin and pale just now, with watching and anxiety, but I like to look at it, for it has grown gentler, and her voice is lower.