მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193101.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
აღარ დახტის: ნარნარად მოძრაობს და დედასავით უვლის ერთ პატარა არსებას, რაც გულს მიხარებს.
She doesn't bounce, but moves quietly, and takes care of a certain little person in a motherly way which delights me.
193102.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
დიახაც, რომ მენატრება ჩემი ყაჩაღანა გოგო, მაგრამ თუ მის ნაცვლად ძლიერ, დაუზარელ და გულკეთილ ქალს მივიღებ, ძალიანაც კმაყოფილი დავრჩები.
I rather miss my wild girl, but if I get a strong, helpful, tenderhearted woman in her place, I shall feel quite satisfied.
193103.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
არ ვიცი, მართლა გაკრეჭამ დააშოშმინა ჩვენი შავი ცხვარი თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი: მთელ ვაშინგტონში არ მოიძებნება ისეთი ლამაზი ნივთი, რომლის საყიდლადაც გავიმეტებდი იმ ოცდახუთ დოლარს, ჩემმა კარგმა გოგომ რომ გამომიგზავნა.
I don't know whether the shearing sobered our black sheep, but I do know that in all Washington I couldn't find anything beautiful enough to be bought with the five-and-twenty dollars my good girl sent me.
193104.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
ჯოს გამსჭვალავი თვალები წამით დაებინდა, გამხდარი სახე კი ბუხრის ალზე აუვარდისფრდა, როცა მამის ქებას ისმენდა და გრძნობდა, რომ ამ ქების ღირსი ნაწილობრივ მაინც იყო.
Jo's keen eyes were rather dim for a minute, and her thin face grew rosy in the firelight as she received her father's praise, feeling that she did deserve a portion of it.
193105.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– ახლა ბეთზე, – თქვა ემიმ, რომელიც მოუთმენლად ელოდა თავის ჯერს, მაგრამ მზად იყო, მოეცადა.
"Now, Beth," said Amy, longing for her turn, but ready to wait.
193106.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– მისგან ისე ცოტა დარჩა, მეშინია ბევრი ვილაპარაკო: ვაითუ, მთლად გაქრეს-მეთქი, თუმცა კი წინანდელივით მორცხვი აღარ არის, – ხალისიანად დაიწყო მამამ.
"There's so little of her, I'm afraid to say much, for fear she will slip away altogether, though she is not so shy as she used to be," began their father cheerfully.
193107.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
წუთით გაჩუმდა, მერე კი იქვე, პატარა სკამზე დასკუპებულ ემის დახედა, ბრდღვიალა თმაზე მოეფერა და უთხრა:
After a minute's silence, he looked down at Amy, who sat on the cricket at his feet, and said, with a caress of the shining hair...
193108.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– დავაკვირდი, ემიმ სადილად ბარკალი გადაიღო, მთელი საღამო დარბოდა და დედის დავალებებს ასრულებდა, ბუხართან თავისი ადგილი მეგს დაუთმო, ყველას მოთმინებითა და კეთილგანწყობით ეხმარებოდა.
"I observed that Amy took drumsticks at dinner, ran errands for her mother all the afternoon, gave Meg her place tonight, and has waited on every one with patience and good humor.
193109.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
დავინახე, რომ არც იფუყებოდა, არც სარკეში იყურებოდა და ერთხელაც არ უხსენებია ძალიან კოხტა ბეჭედი, ხელზე რომ უკეთია, საიდანაც დავასკვენი, რომ უსწავლია: ჯერ სხვაზე იფიქროს და მერე – თავის თავზე, გადაუწყვეტია, ისე გულდასმით შეუდგეს თავისი ხასიათის გამოძერწვას, როგორც თიხის პატარა ფიგურებს ძერწავს.
I also observe that she does not fret much nor look in the glass, and has not even mentioned a very pretty ring which she wears, so I conclude that she has learned to think of other people more and of herself less, and has decided to try and mold her character as carefully as she molds her little clay figures.
193110.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– რამ ჩაგაფიქრა, ბეთ? – ჰკითხა ჯომ მას მერე, რაც ემიმ მადლობა გადაუხადა მამას და თავისი ბეჭდის ამბავს მოუყვა.
"What are you thinking of, Beth?" asked Jo, when Amy had thanked her father and told about her ring.
193111.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
– სიმღერის დროა, მინდა ჩემი ძველი ადგილი დავიკავო.
It's singing time now, and I want to be in my old place.
193112.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
უნდა ვცადო, მწყემსი ბიჭის სიმღერა ვიმღერო, პილიგრიმებს რომ მოესმათ.
I'll try to sing the song of the shepherd boy which the Pilgrims heard.
193113.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მუსიკა მე მოვიგონე, იმიტომ რომ მამას უყვარს ეს ლექსი.
I made the music because Father likes the verses.
193114.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 22
მიუჯდა თავის საყვარელ პატარა პიანინოს, ნაზად შეეხო კლავიშებს ბეთი და ტკბილი ხმით, რომლის გაგონების იმედი აღარ ჰქონდათ, საკუთარი აკომპანემენტით იმღერა უცნაური ჰიმნი, სწორედ რომ სათავისო სიმღერა:
So, sitting at the dear little piano, Beth softly touched the keys, and in the sweet voice they had never thought to hear again, sang to her own accompaniment the quaint hymn, which was a singularly fitting song for her.
193115.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მისტერ და მისის მარჩები ხშირად გააყოლებდნენ თვალს მეგს და მერე შეშფოთებით გადახედავდნენ ერთმანეთს.
Mr. and Mrs. March looked at one another with an anxious expression, as their eyes followed Meg.
193116.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჯოს უმიზეზო წყრომა აიტანდა ხოლმე, ერთხელ ისიც კი დაინახეს, როგორ მოუღერა მუშტი მისტერ ბრუკის ქოლგას, რომელიც ჰოლში დარჩენოდა პატრონს.
Jo had sudden fits of sobriety, and was seen to shake her fist at Mr. Brooke's umbrella, which had been left in the hall.
193117.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მეგი დაბნეულ-დამორცხვებულიყო, ზარის ხმაზე კრთებოდა და ჯონის სახელის ხსენებაზე წითლდებოდა.
Meg was absent-minded, shy, and silent, started when the bell rang, and colored when John's name was mentioned.
193118.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ემიმ შენიშნა, თითქოს ყველანი რაღაცას ელიან და ვერ დაწყნარებულან, არადა, უცნაურია: მამა ხომ მშვიდობით ჩამოვიდაო, ბეთს კი გულუბრყვილოდ უკვირდა, მეზობლებმა რატომ არ შემოგვიარესო.
Amy said, "Everyone seemed waiting for something, and couldn't settle down, which was queer, since Father was safe at home," and Beth innocently wondered why their neighbors didn't run over as usual.
193119.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ნაშუადღევს ლორიმ ჩაიარა ამათ სახლთან, ფანჯარაში მეგი დაინახა და, ალბათ, უეცრად მელოდრამის გათამაშების წყურვილმა აიტანა: ცალ მუხლზე ჩაეცა თოვლში, მკერდში ხელი დაიშინა, თმის გლეჯას მოჰყვა და მუდარით გადააჭდო ხელი ხელს, თითქოს იხვეწებაო.
Laurie went by in the afternoon, and seeing Meg at the window, seemed suddenly possessed with a melodramatic fit, for he fell down on one knee in the snow, beat his breast, tore his hair, and clasped his hands imploringly, as if begging some boon.
193120.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ხოლო როცა მეგმა უთხრა, წესიერად მოიქეცი და შენს გზაზე წადიო, ცხვირსახოცით შეიშრო წარმოსახული ცრემლები და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილივით, ბარბაცით მიეფარა კუთხეს.
And when Meg told him to behave himself and go away, he wrung imaginary tears out of his handkerchief, and staggered round the corner as if in utter despair.