მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193121.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ვითომ რაო, იმ ბატმა? – სიცილით თქვა მეგმა, თითქოს ვერაფერს ხვდებაო.
"What does the goose mean?" said Meg, laughing and trying to look unconscious.
193122.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– „ჩემი ჯონიო“ აღარ თქვა: არც სიმართლეა და არც სწორი, – მაგრამ მეგის ხმა იმ ორ სიტყვაზე ისე შეყოვნდა, თითქოს მათი ჟღერადობა ეამაო.
"Don't say my John, it isn't proper or true," but Meg's voice lingered over the words as if they sounded pleasant to her.
193123.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ძალიან გთხოვ, გულს ნუ მიწყალებ, ჯო! გითხარი, ჯონი დიდად არ მომწონს-მეთქი და რაღაა სალაპარაკო, ოღონდ ყველანი მეგობრები ვართ და ასე უნდა დავრჩეთ.
"Please don't plague me, Jo, I've told you I don't care much about him, and there isn't to be anything said, but we are all to be friendly, and go on as before".
193124.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მაგას მეც ვხედავ და დედაც.
I see it, and so does Mother.
193125.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
არც გულს გაგიწყალებ და ყველაფერსაც ვაჟკაცურად ავიტან, მაგრამ ის კი მინდა, უკვე გადაწყვეტილი იყოს.
I don't mean to plague you and will bear it like a man, but I do wish it was all settled.
193126.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ლოდინი მეჯავრება, ჰოდა, რამეს თუ აპირებ, დაუჩქარე და დროზე მორჩი, რაც მოსარჩენია.
"I hate to wait, so if you mean ever to do it, make haste and have it over quickly".
193127.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მე რა უნდა ვუთხრა, სანამ ის არ იტყვის რამეს, არადა ვერ იტყვის, იმიტომ რომ მამამ ჩემზე უთხრა, ჯერ ძალიან პატარააო, – დაიწყო მეგმა და საკერავისკენ დაიხარა მსუბუქი ღიმილით, რაც, ალბათ, იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ საკითხში მამას მთლად არ ეთანხმებოდა.
"I can't say anything till he speaks, and he won't, because Father said I was too young," began Meg, bending over her work with a queer little smile, which suggested that she did not quite agree with her father on that point.
193128.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– რომც გითხრას რამე, შენ არ გეცოდინება, რა უნდა უპასუხო; ან ტირილს მორთავ ან გაწითლდები ან კიდევ აჰყვები იმის მაგივრად, რომ რიგიანი, გადაჭრილი უარი სტკიცო.
"If he did speak, you wouldn't know what to say, but would cry or blush, or let him have his own way, instead of giving a good, decided no".
193129.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– არც ისეთი შტერი და სუსტი ვარ, შენ რომ გგონია.
I'm not so silly and weak as you think.
193130.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
უკვე ყველაფერი დავგეგმე და ვიცი, რაც უნდა ვუთხრა, ასე რომ ჩემთვის არაფერი იქნება მოულოდნელი.
I know just what I should say, for I've planned it all, so I needn't be taken unawares.
193131.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჯომ ღიმილი ვერ შეიკავა იმ მედიდურ იერზე, უნებურად რომ დაიდო მეგმა და ძალიან მოუხდა, ისევე როგორც ლოყებზე ათამაშებული სიწითლე.
Jo couldn't help smiling at the important air which Meg had unconsciously assumed and which was as becoming as the pretty color varying in her cheeks.
193132.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მეტყვი, რაც უნდა უპასუხო? – ცოტა უფრო პატივისცემით ჰკითხა ჯომ.
"Would you mind telling me what you'd say?" asked Jo more respectfully.
193133.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
უკვე თექვსმეტისა ხარ და თავისუფლად შეგიძლია ჩემი მესაიდუმლე იყო. თანაც, მერე და მერე ამნაირ საქმეებში ჩემი გამოცდილებაც გამოგადგება.
You are sixteen now, quite old enough to be my confident, and my experience will be useful to you by-and-by, perhaps, in your own affairs of this sort.
193134.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– სხვების არშიყობა ძალიანაც სახალისო საყურებელია, მაგრამ მე რომ დავიწყო, თავი ჩერჩერტი მეგონება, – ჯოს შეეტყო, რომ ამის გაფიქრებამაც კი შეაშფოთა.
"It's fun to watch other people philander, but I should feel like a fool doing it myself," said Jo, looking alarmed at the thought.
193135.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– სულაც არა, თუკი ვინმე ძალიან მოგეწონა და იმასაც მოეწონე, – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მეგმა და გზას გახედა, სადაც წინათ, ზაფხულის ბინდბუნდში, ხშირად ხედავდა მოსეირნე შეყვარებულებს.
"I think not, if you liked anyone very much, and he liked you," Meg spoke as if to herself, and glanced out at the lane where she had often seen lovers walking together in the summer twilight.
193136.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მგონი, იმის თქმას აპირებდი, რა სიტყვით უნდა გამოხვიდე იმ კაცთან, – მოურიდებლად შეაწყვეტინა ჯომ დას ოცნებები.
"I thought you were going to tell your speech to that man," said Jo, rudely shortening her sister's little reverie.
193137.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– უბრალოდ, წყნარად და გადაჭრით ვეტყვი: „მადლობელი ვარ, მისტერ ბრუკ, ძალიან კეთილი ბრძანდებით, მაგრამ მე მამაჩემს ვეთანხმები.
Oh, I should merely say, quite calmly and decidedly, Thank you, Mr. Brooke, you are very kind, but I agree with Father.
193138.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ჰმ, არა უშავს, ხისტიც არის და ცივიც, ოღონდ არ მჯერა რომ მაგას ეტყვი და რომც უთხრა, ის მაინც არ დაკმაყოფილდება.
Hum, that's stiff and cool enough! I don't believe you'll ever say it, and I know he won't be satisfied if you do.
193139.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ვეტყვი, მტკიცედ გადავწყვიტე-მეთქი და ღირ სეულად გავალ ოთახიდან.
I shall tell him I've made up my mind, and shall walk out of the room with dignity.
193140.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
თქვა ეს და წამოდგა, რომ ღირსეულად გასვლის რეპეტიცია გაევლო, მაგრამ ამ დროს ჰოლიდან ფეხის ხმა მოისმა და მეგი ისე გაფრინდა თავისი ადგილისკენ და ისე გამალებით იწყო კერვა, თითქოს მისი სიცოცხლე იმაზე იყო დამოკიდებული, დროზე გაავლებდა რომელიღაც გვირისტს თუ არა.
Meg rose as she spoke, and was just going to rehearse the dignified exit, when a step in the hall made her fly into her seat and begin to sew as fast as if her life depended on finishing that particular seam in a given time.