მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193141.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ამ უცაბედ გარდასახვაზე ჯომ სიცილი ძლივს შეიკავა და როცა ვიღაცამ მორიდებით დააკაკუნა, ბღვერითა და სრულიად არასტუმართმოყვრულად გაუღო კარი.
Jo smothered a laugh at the sudden change, and when someone gave a modest tap, opened the door with a grim aspect which was anything but hospitable.
193142.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– საღამო მშვიდობისა, ქოლგის წასაღებად მოვედი. უფრო სწორად, მაინტერესებს დღეს მამათქვენი თავს როგორ გრძნობს, – თქვა მისტერ ბრუკმა და შეცბუნებული მზერა ერთი მეტყველი სახიდან მეორეზე გადაიტანა.
"Good afternoon. I came to get my umbrella, that is, to see how your father finds himself today," said Mr. Brooke, getting a trifle confused as his eyes went from one telltale face to the other.
193143.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ძალიან კარგად, საკიდზეა, ვეტყვი, რომ აქ ხართ და ახლავე მოგიტანთ, – ჯოს პასუხში მამა და ქოლგა ერთმანეთში აერია და ოთახიდან გასხლტა, რათა მეგისთვის საშუალება მიეცა, წინასწარ მოფიქრებული სიტყვა ეთქვა და საკუთარი ღირსება წარმოეჩინა.
"It's very well, he's in the rack. I'll get him, and tell it you are here." And having jumbled her father and the umbrella well together in her reply, Jo slipped out of the room to give Meg a chance to make her speech and air her dignity.
193144.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
რაწამს ჯო გაუჩინარდა, მეგი გვერდულად დაიძრა კარისკენ და ადუდუნდა: – დედას თქვენი ნახვა გაუხარდება. დაბრძანდით, დავუძახებ.
But the instant she vanished, Meg began to sidle toward the door, murmuring... "Mother will like to see you. Pray sit down, I'll call her."
193145.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ნუ წახვალთ! ჩემი გეშინიათ, მარგარეტ? – და მისტერ ბრუკმა ისეთი წყენით შეხედა, რომ მეგმა იფიქრა, ეტყობა, უზრდელურად გავაკეთე რამეო.
"Don't go. Are you afraid of me, Margaret?" and Mr. Brooke looked so hurt that Meg thought she must have done something very rude.
193146.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
შუბლზე ჩამოყრილ პაწია კულულებამდე გაწითლდა, რადგან აქამდე მისთვის მარგარეტი არ დაეძახა და ისე ბუნებრივი და ტკბილი ეჩვენა მისი პირით წარმოთქმული თავისი სახელი, რომ გაკვირვებული დარჩა.
She blushed up to the little curls on her forehead, for he had never called her Margaret before, and she was surprised to find how natural and sweet it seemed to hear him say it.
193147.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
იმის სურვილით, კეთილგანწყობილი და ბუნებრივი გამოვჩნდეო, ნდობით გაუწოდა ხელი და მადლიერად მიუგო:
Anxious to appear friendly and at her ease, she put out her hand with a confiding gesture, and said gratefully...
193148.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– გითხრათ, რითაც? – ჰკითხა მისტერ ბრუკმა, ორივე ხელში სწრაფად მოიქცია მისი პატარა ხელი, დააცქერდა მეგს და ისეთი სიყვარული გამოეხატა თაფლისფერ თვალებში, რომ გოგოს გული აუფანცქალდა, თან გაქცევა მოუნდა, თან კი – დარჩენა და მოსმენა.
"Shall I tell you how?" asked Mr. Brooke, holding the small hand fast in both his own, and looking down at Meg with so much love in the brown eyes that her heart began to flutter, and she both longed to run away and to stop and listen.
193149.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– არა, არა, ძალიან გთხოვთ... არ გინდათ, –თქვა მეგმა და ხელის გამოგლეჯა სცადა შეშინებულმა, თუმცა ნათქვამი ჰქონდა, არ მეშინიაო.
"Oh no, please don't, I'd rather not," she said, trying to withdraw her hand, and looking frightened in spite of her denial.
193150.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– არ შეგაწუხებთ, უბრალოდ, მინდა ვიცოდე, ოდნავ მაინც თუ მოგწონვართ, მეგ. მე კი ძალიან მიყვარხართ, ძვირფასო, – ალერსიანად დაამატა მისტერ ბრუკმა.
"I won't trouble you. I only want to know if you care for me a little, Meg. I love you so much, dear," added Mr. Brooke tenderly.
193151.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
სწორედ ახლა იყო დინჯი, ღირსეული სიტყვის თქმის დრო, მაგრამ მეგმა ეს ვერ შეძლო.
This was the moment for the calm, proper speech, but Meg didn't make it.
193152.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
აღარაფერი ახსოვდა, რის თქმასაც აპირებდა, ჩაჰკიდა თავი და ისე ჩუმად მიუგო, არ ვიციო, რომ ჯონს დახრა დასჭირდა ამ სულელური, მოკლე პასუხის გასარჩევად.
She forgot every word of it, hung her head, and answered, "I don't know," so softly that John had to stoop down to catch the foolish little reply.
193153.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ეტყობა, იფიქრა, ეს პასუხი გარჯად ღირდაო, რადგან თითქოსდა კმაყოფილმა ჩაიღიმა, ხელი მადლიერად მოუჭირა მეგის ფაფუკ ხელს და ძალზე დამაჯერებლად უთხრა: – ეგებ სცადოთ და გაარკვიოთ?
He seemed to think it was worth the trouble, for he smiled to himself as if quite satisfied, pressed the plump hand gratefully, and said in his most persuasive tone, "Will you try and find out?
193154.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ძალიან მინდა, ვიცოდე. მუშაობას გულს ვერ დავუდებ, სანამ არ მეცოდინება, მერგება ბოლოს ჯილდო თუ არა.
I want to know so much, for I can't go to work with any heart until I learn whether I am to have my reward in the end or not.
193155.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მე ძალიან ახალგაზრდა ვარ, – ენა დაება მეგს და თან გაუკვირდა, რატომ ვთრთი და თან რად მსიამოვნებსო.
"I'm too young," faltered Meg, wondering why she was so fluttered, yet rather enjoying it.
193156.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– დავიცდი, თქვენ კი ამასობაში ჩემს სიყვარულს ისწავლით.
I'll wait, and in the meantime, you could be learning to like me.
193157.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ძალიან ძნელი გაკვეთილი ხომ არ იქნება, ძვირფასო?
Would it be a very hard lesson, dear?"
193158.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მე სწავლება მიყვარს, ეს კი გერმანულზე იოლი სასწავლია, – შეაწყვეტინა ჯონმა და მეგის მეორე ხელსაც დაეპატრონა, რათა სახეზე აფარების საშუალება არ მიეცა, როცა დაიხარა და ჩააცქერდა.
I love to teach, and this is easier than German," broke in John, getting possession of the other hand, so that she had no way of hiding her face as he bent to look into it.
193159.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ენ მოფატის კეკლუცობის სულელური გაკვეთილები გაახსენდა და მბრძანებლობის სიყვარულმა, რომელსაც ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უკეთესი პატარა ქალის მკერდშიც კი სძინავს, ერთბაშად გაიღვიძა და დაეუფლა.
Annie Moffat's foolish lessons in coquetry came into her mind, and the love of power, which sleeps in the bosoms of the best of little women, woke up all of a sudden and took possession of her.
193160.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
თავი უცნაურად იგრძნო, აღელდა და რაკი არ იცოდა, სხვა რა ექნა, დაემორჩილა კაპრიზულ აღტყინებას, ორივე ხელი გამოჰგლიჯა ჯონს და მოუთმენლად უთხრა:
She felt excited and strange, and not knowing what else to do, followed a capricious impulse, and, withdrawing her hands, said petulantly: