მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193161.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
გთხოვთ, წადით და თავი დამანებეთ!
Please go away and let me be!
193162.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
საბრალო მისტერ ბრუკის შემხედვარე იფიქრებდით, ოცნების კოშკი თავზე ჩამოექცაო, აქამდე მეგი ასეთ განწყობაზე არ ენახა და საგონებელში ჩავარდა.
Poor Mr. Brooke looked as if his lovely castle in the air was tumbling about his ears, for he had never seen Meg in such a mood before, and it rather bewildered him.
193163.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მაგას მართლა ამბობთ? – მღელვარედ ჰკითხა და რომ გაეცალა, უკან გაჰყვა.
"Do you really mean that?" he asked anxiously, following her as she walked away.
193164.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– დიახ. არ მინდა ამნაირებით შემაწუხონ.
Yes, I do. I don't want to be worried about such things.
193165.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ნუ მეთამაშებით, მეგ.
Don't play with me, Meg.
193166.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– საერთოდ ნუ იფიქრებთ ჩემზე, მირჩევნია არც იფიქროთ! – თქვა მეგმა და ულმობელი კმაყოფილება იგრძნო იმით, რომ ერთდროულად სცდიდა თაყვანისმცემლის მოთმინებასა და თავის ძალაუფლებას.
"Don't think of me at all. I'd rather you wouldn't," said Meg, taking a naughty satisfaction in trying her lover's patience and her own power.
193167.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
იგი დაღონდა, ფერი წაუვიდა და აშკარად დაემგვანა რომანების იმ გმირებს, მეგს რომ ხიბლავდნენ, ოღონდ მათსავით შუბლზე ხელი არ უტკეცია და არც ოთახში სირბილს მოჰყოლია.
He was grave and pale now, and looked decidedly more like the novel heroes whom she admired, but he neither slapped his forehead nor tramped about the room as they did.
193168.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
იდგა და ისე სევდიანად, ისე ნაზად შესცქეროდა, რომ მეგმა იგრძნო: გული თავისდაუნებურად მოულბა.
He just stood looking at her so wistfully, so tenderly, that she found her heart relenting in spite of herself.
193169.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ვერ გეტყვით, ამის მერე რა მოხდებოდა, სწორედ ამ საინტერესო წამს კოჭლობით რომ არ შემოსულიყო პაპიდა მარჩი.
What would have happened next I cannot say, if Aunt March had not come hobbling in at this interesting minute.
193170.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მოხუცებულს გულმა ვერ მოუთმინა და ძმისშვილის სანახავად წამოვიდა, ჰაერზე გამოსულს ლორი შეხვედროდა, მისგან შეეტყო მისტერ მარჩის ჩამოსვლის ამბავი და პირდაპირ აქეთ აეღო გეზი, მის სანახავად.
The old lady couldn't resist her longing to see her nephew, for she had met Laurie as she took her airing, and hearing of Mr. March's arrival, drove straight out to see him.
193171.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ორნი ისე გააკვირვა, რომ მეგი შეკრთა, თითქოს მოჩვენება დაინახაო, მისტერ ბრუკი კი კაბინეტში გაუჩინარდა.
She did surprise two of them so much that Meg started as if she had seen a ghost, and Mr. Brooke vanished into the study.
193172.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ღმერთო, შენ მიშველე, აქ რა ამბავია! – წამოიკივლა მოხუცმა ქალბატონმა, ჯოხი იატაკს დასცხო და გაფითრებული ყმაწვილკაციდან აჭარხლებულ ყმაწვილქალზე გადაიტანა მზერა.
"Bless me, what's all this?" cried the old lady with a rap of her cane as she glanced from the pale young gentleman to the scarlet young lady.
193173.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მამას მეგობარია. თქვენი ნახვა ისე გამიკვირდა... – ენის ბორძიკით უთხრა მეგმა და იგრძნო, ლექცია არ ასცდებოდა.
"It's Father's friend. I'm so surprised to see you!" stammered Meg, feeling that she was in for a lecture now.
193174.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ეგ თვალნათელია, – გაეპასუხა პაპიდა მარჩი და დაჯდა, – მაგრამ მამას მეგობარმა ისეთი რა გითხრა, რომ იორდასალამივით გაწითლებულხარ?
"That's evident," returned Aunt March, sitting down. "But what is Father's friend saying to make you look like a peony?
193175.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მისტერ ბრუკი თავისი ქოლგის წასაღებად მოვიდა, – დაიწყო მეგმა და ინატრა, ნეტავი მისტერ ბრუკიცა და ქოლგაც მშვიდობიანად იყვნენ გაცილებული ამ სახლის კედლებსო.
"Mr. Brooke came for his umbrella," began Meg, wishing that Mr. Brooke and the umbrella were safely out of the house.
193176.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ბრუკიო? იმ ბიჭის მასწავლებელი? აა! ახლა კი მივხვდი.
Brooke? That boy's tutor? Ah! I understand now.
193177.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჯომ ერთხელ ის აბზაცი წამიკითხა მამაშენის წერილიდან, რომელიც მე არ უნდა მომესმინა და ყველაფერი მოვაყოლე, მაგრამ ხომ არ დასთანხმებიხარ, ბავშვო? – შეძრწუნებით წამოიყვირა პაპიდა მარჩმა.
Jo blundered into a wrong message in one of your Father's letters, and I made her tell me. You haven't accepted him, child?" cried Aunt March, looking scandalized.
193178.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ჩშშ! გაიგონებს. დედას დავუძახო? – აფორიაქდა მეგი.
"Hush! He'll hear. Shan't I call Mother?" said Meg, much troubled.
193179.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ჯერ არა. ჯერ შენ უნდა გითხრა სათქმელი და გული მოვიოხო.
"Not yet. I've something to say to you, and I must free my mind at once.
193180.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მითხარი, მაგ კუკის ცოლობას აპირებ? მაგას თუ იზამ, ჩემი ფულიდან ერთი პენიც კი არ გერგება. ეგ დაიხსომე და ჭკუას ძალა დაატანე, – შთამბეჭდავად გამოუცხადა მოხუცებულმა.
Tell me, do you mean to marry this Cook? If you do, not one penny of my money ever goes to you. Remember that, and be a sensible girl," said the old lady impressively.