მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193181.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჩვენ შორის საუკეთესოთათვისაც კი არ არის უცხო კერპობა, მეტადრე როცა ახალგაზრდანი ვართ და შეყვარებულნი.
The best of us have a spice of perversity in us, especially when we are young and in love.
193182.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
პაპიდა მარჩს ხვეწნა-მუდარა რომ დაეწყო, ჯონ ბრუკის წინადადებას დათანხმდიო, მეგი ალბათ გამოუცხადებდა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდაო, მაგრამ რაკი კატეგორიულად უბრძანეს, არ შეიყვაროო, იმწამსვე გადაწყვიტა, შეეყვარებინა.
If Aunt March had begged Meg to accept John Brooke, she would probably have declared she couldn't think of it, but as she was preemptorily ordered not to like him, she immediately made up her mind that she would.
193183.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
გატაცებას გაჯიუტება დაემატა, ამან გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა და ისედაც ძალზე აღელვებული მეგი უჩვეულო შემართებით აღუდგა წინ მოხუცებულს.
Inclination as well as perversity made the decision easy, and being already much excited, Meg opposed the old lady with unusual spirit.
193184.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ვისაც მინდა, იმას გავყვები, პაპიდა მარჩ, თქვენ კი ვისაც გენებოთ, იმას დაუტოვეთ თქვენი ფული, – უთხრა და მტკიცედ აიქნია თავი.
"I shall marry whom I please, Aunt March, and you can leave your money to anyone you like," she said, nodding her head with a resolute air.
193185.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მაშ, ეგრე იღებ ჩემს რჩევა-დარიგებას, მის?
Is that the way you take my advice, Miss?
193186.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– იმაზე უარესი მაინც არა, რაც ზოგიერთებს დიდ სახლებში ხვდებათ, – არ შეეპუა მეგი.
"It can't be a worse one than some people find in big houses," retorted Meg.
193187.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
პაპიდა მარჩმა სათვალე გაიკეთა და გოგოს დააცქერდა, რადგან ამ ახლებურ განწყობაზე არასოდეს ენახა.
Aunt March put on her glasses and took a look at the girl, for she did not know her in this new mood.
193188.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მეგი თვითონაც ვერ ცნობდა თავს: გაბედული და დამოუკიდებელი ეჩვენებოდა, სიხარულით იცავდა ჯონს და აცხადებდა, თუკი მომინდება, დიახაც, მაქვს მისი სიყვარულის უფლებაო.
Meg hardly knew herself, she felt so brave and independent, so glad to defend John and assert her right to love him, if she liked.
193189.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
კარგად უნდა გათხოვდე და ოჯახს მიეხმარო.
You ought to marry well and help your family.
193190.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
შენი ვალია, მდიდარი კაცი იპოვო და ეს როგორმე თავში უნდა ჩაგიბეჭდოთ.
It's your duty to make a rich match and it ought to be impressed upon you.
193191.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– დედას და მამას ასე არ ჰგონიათ და ჯონი მოსწონთ, თუმცა ღარიბია.
"Father and Mother don't think so. They like John though he is poor."
193192.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– შენს დედ-მამას, ჩემო კარგო, იმდენი გაეგებათ ცხოვრების ავან-ჩავანისა, რამდენიც ორ ბავშვს.
"Your parents, my dear, have no more worldly wisdom than a pair of babies."
193193.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
პაპიდა მარჩმა ეს წამოძახილი არად ჩააგდო და დარიგება გააგრძელა: – ეს რუკი ღარიბია და არც მდიდარი ნათესავები მოეძევება, ხომ?
Aunt March took no notice, but went on with her lecture: "This Rook is poor and hasn't got any rich relations, has he?"
193194.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– არა, მაგრამ ბევრი ახლო მეგობარი ჰყავს.
"No, but he has many warm friends."
193195.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მეგობრების ხარჯზე ვერ იცხოვრებ. სცადე და ნახავ, როგორ ჩამოგშორდებიან.
You can't live on friends, try it and see how cool they'll grow.
193196.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ჯერ არა. მისტერ ლორენსი აპირებს დახმარებას.
"Not yet. Mr. Laurence is going to help him".
193197.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ეგ დიდხანს არ გასტანს.
That won't last long.
193198.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჯეიმზ ლორენსი თავქეიფა ბებერია და მის იმედად ვერ იქნები.
James Laurence is a crotchety old fellow and not to be depended on.
193199.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
გამოდის, რომ ისეთ კაცს მიჰყვები, ვისაც არც ფული აბადია, არც მდგომარეობა, არც შემოსავლიანი საქმე.
So you intend to marry a man without money, position, or business.
193200.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჯონი კეთილია და ჭკვიანი, ნიჭი არ აკლია და მუშაობის სურვილი.
John is good and wise, he's got heaps of talent, and he's willing to work.