მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193201.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ყველას მოსწონს და ყველა პატივს სცემს და მეც საამაყოდ მაქვს, რომ ვუყვარვარ, თუმცა კი ღარიბი ვარ, ახალგაზრდა და სულელი, – გაცხარებული მეგი ისეთი ლამაზი ჩანდა, თავის დღეში რომ არ ყოფილა.
Everyone likes and respects him, and I'm proud to think he cares for me, though I'm so poor and young and silly," said Meg, looking prettier than ever in her earnestness.
193202.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– იცის, რომ მდიდარი ნათესავები გყავს, ბავშვო.
He knows you have got rich relations, child.
193203.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ეჭვი მაქვს, სწორედ ეგ არის მაგის სიყვარულის საიდუმლო.
That's the secret of his liking, I suspect.
193204.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– პაპიდა მარჩ, ეგ რამ გათქმევინათ?
Aunt March, how dare you say such a thing?
193205.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
თუ ასე ილაპარაკებთ, ერთი წამითაც აღარ მოგისმენთ, – აღშფოთებით წამოიყვირა მეგმა, რომელსაც მოხუცებულის უსამართლო ეჭვებმა ყველაფერი გადაავიწყა.
"I won't listen to you a minute if you talk so," cried Meg indignantly, forgetting everything but the injustice of the old lady's suspicions.
193206.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ჩემი ჯონი ფულისთვის არ შეირთავს ცოლს, ისე როგორც მე არ გავთხოვდები ფულისთვის.
My John wouldn't marry for money, any more than I would.
193207.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მუშაობას არ ვუფრთხით და დავიცდით კიდევაც.
We are willing to work and we mean to wait.
193208.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მე სიღარიბისა არ მეშინია, რადგან აქამდე ბედნიერი ვიყავი და ვიცი, ჯონთანაც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ვუყვარვარ და მეც...
I'm not afraid of being poor, for I've been happy so far, and I know I shall be with him because he loves me, and I..."
193209.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
აქ მეგი გაჩუმდა; უცაბედად გაახსენდა, რომ არაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ წეღან „თავის ჯონს“ უთხრა, თავი დამანებეო და რომ იმან, ალბათ, გაიგონა მეგის ალთა-ბალთა განცხადებები.
Meg stopped there, remembering all of a sudden that she hadn't made up her mind, that she had told "her John" to go away, and that he might be overhearing her inconsistent remarks.
193210.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
პაპიდა მარჩი ძალიან გაბრაზდა! გულით უნდოდა, მისი ლამაზი ძმისშვილიშვილი კარგად დაბინავებულიყო, და ახლა გოგოს ბედნიერმა, ნორჩმა სახემ მარტოსული მოხუცი ქალი თან დაადარდიანა და თან გააავა.
Aunt March was very angry, for she had set her heart on having her pretty niece make a fine match, and something in the girl's happy young face made the lonely old woman feel both sad and sour.
193211.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მაშ, მე მაგ საქმიდან ხელები დამიბანია!
Well, I wash my hands of the whole affair!
193212.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
თავნება ბავშვი ბრძანდები და ამ უჭკუობით იმაზე მეტი დაკარგე, ვიდრე გგონია.
You are a willful child, and you've lost more than you know by this piece of folly.
193213.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
იმედი გამიცრუე და ახლა მამაშენის ნახვის ხალისიც აღარა მაქვს.
I'm disappointed in you, and haven't spirits to see your father now.
193214.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
როცა გათხოვდები, ჩემგან მოლოდინი არაფრისა გქონდეს.
Don't expect anything from me when you are married.
193215.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
შენი მისტერ ბრუკის მეგობრებმა მოგხედონ.
Your Mr. Brooke's friends must take care of you.
193216.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
პაპიდა მარჩმა მეგს ცხვირწინ მიუჯახუნა კარი და გულის სიღრმემდე აღშფოთებული გაემგზავრა.
And slamming the door in Meg's face, Aunt March drove off in high dudgeon.
193217.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
გაემგზავრა და თითქოს მეგის გამბედაობაც თან წაიყოლა: მარტო დარჩენილი მეგი წამით გაშეშდა; არ იცოდა, ეცინა თუ ეტირა.
She seemed to take all the girl's courage with her, for when left alone, Meg stood for a moment, undecided whether to laugh or cry.
193218.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
სანამ რამეს მოიფიქრებდა, ისევ მისტერ ბრუკი გამოეცხადა და სულმოუთქმელად უთხრა: – ძალაუნებურად გავიგონე, მეგ.
Before she could make up her mind, she was taken possession of by Mr. Brooke, who said all in one breath, "I couldn't help hearing, Meg".
193219.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
თქვენ იმისთვის მოგახსენებთ მადლობას, რომ დამიცავით, პაპიდა მარჩს კი იმის დამტკიცებისთვის, რომ ცოტათი მაინც გყვარებივართ.
Thank you for defending me, and Aunt March for proving that you do care for me a little bit.
193220.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– არც ვიცოდი, როგორ ძალიან, სანამ მან არ გაგლანძღათ, – დაიწყო მეგმა.
"I didn't know how much till she abused you," began Meg.