მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193221.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მაშ, თავი არ დაგანებოთ? დავრჩე და ბედნიერი ვიყო, არა, ჩემო ძვირფასო?
"And I needn't go away, but may stay and be happy, may I, dear?"
193222.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
აქ მეგს კიდევ ერთი ჩინებული საშუალება მიეცა იმისა, რომ გამანადგურებელი სიტყვა ეთქვა და საზეიმოდ გასულიყო, მაგრამ არც ერთის გაკეთება მოსვლია აზრად და არც მეორისა და ჯოს თვალში სამუდამოდ შეირცხვინა თავი იმით, რომ თვინიერად წაიჩურჩულა: – ჰო, ჯონ, – და მისტერ ბრუკის ჟილეტში ჩარგო სახე.
Here was another fine chance to make the crushing speech and the stately exit, but Meg never thought of doing either, and disgraced herself forever in Jo's eyes by meekly whispering, "Yes, John," and hiding her face on Mr. Brooke's waistcoat.
193223.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
პაპიდა მარჩის გამგზავრებიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ ჯო ჩუმად დაეშვა დაბლა, წამით შედგა სასტუმრო ოთახის კართან და რაკი შიგნიდან ჩქამიც ვერ გაიგონა, თავი დააქნია, კმაყოფილებით გაეღიმა და გაიფიქრა: „გაისტუმრა, როგორც დავგეგმეთ და საქმეც მოგვარდა".
Fifteen minutes after Aunt March's departure, Jo came softly downstairs, paused an instant at the parlor door, and hearing no sound within, nodded and smiled with a satisfied expression, saying to herself, "She has seen him away as we planned, and that affair is settled".
193224.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მივალ, სასეიროდ მოვაყოლებ და კარგადაც ვიცინებ!
I'll go and hear the fun, and have a good laugh over it.
193225.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მაგრამ საბრალო ჯოს სიცილი არ ეღირსა: ზღურბლზევე გააშეშა სანახაობამ, რომელსაც პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა.
But poor Jo never got her laugh, for she was transfixed upon the threshold by a spectacle which held her there, staring with her mouth nearly as wide open as her eyes.
193226.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ამ უცნაურ ხმაურზე შეყვარებულები მოტრიალდნენ და დაინახეს.
At the odd sound the lovers turned and saw her.
193227.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მეგი გაამაყებულ-დამორცხვებული წამოხტა, „იმ კაცს“ კი (რპგორც ჯო ეძახდა) გაეცინა კიდეც, აკოცა ახალმოსულს და აუღელვებლად უთხრა: – ჯო, დაო, მოგვილოცეთ.
Meg jumped up, looking both proud and shy, but "that man", as Jo called him, actually laughed and said coolly, as he kissed the astonished newcomer, "Sister Jo, congratulate us!"
193228.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ზევით ავარდა, შექანდა ავადმყოფების ოთახში და ისეთი განწირული ყვირილი ატეხა, ორივენი დააფრთხო: – ჩქარა! ვინმე დაბლა ჩადით!
Rushing upstairs, she startled the invalids by exclaiming tragically as she burst into the room, "Oh, do somebody go down quick!"
193229.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჯონ ბრუკი საზარლად იქცევა და მეგს კი მოსწონს!
John Brooke is acting dreadfully, and Meg likes it!
193230.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მისტერ და მისის მარჩებმა ოთახი სწრაფად დატოვეს, ჯო კი საწოლზე დაენარცხა და ტირილითა და ცხარე ლანძღვა-გინებით მოახსენა ახალი ამბავი ბეთსა და ემის.
Mr. and Mrs. March left the room with speed, and casting herself upon the bed, Jo cried and scolded tempestuously as she told the awful news to Beth and Amy.
193231.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
პატარა გოგონებს ეს სიახლე ძალიანაც საამურ და საინტერესო მოვლენად ეჩვენათ.
The little girls, however, considered it a most agreeable and interesting event.
193232.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ემი განცვიფრებული იყო ჯონის თავდადებული სიყვარულითა და მეგის დიდებული იერით.
Amy was very much impressed by John's devotion and Meg's dignity.
193233.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ბეთი შორიდან უღიმოდა ორივეს, მისტერ და მისის მარჩები კი ისეთი ალერსიანი კმაყოფილებით ადევნებდნენ თვალყურს ახალგაზრდა წყვილს, რომ ცხადზე უცხადესად გამოჩნდა, რა მართალი იყო პაპიდა მარჩი, როცა გამოაცხადა, ამ ცხოვრებისა იმდენი გაეგებათ, რამდენიც ორ ძუძუთა ბავშვსაო.
Beth beamed at them from a distance, while Mr. and Mrs. March surveyed the young couple with such tender satisfaction that it was perfectly evident Aunt March was right in calling them as "unworldly as a pair of babies".
193234.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ბევრი არავის არაფერი უჭამია, მაგრამ ყველანი ბედნიერები ჩანდნენ და ძველი ოთახიც თითქოს საკვირველად გასხივოსნდა, როცა ოჯახში პირველი სასიყვარულო ისტორიის დაწყების ადგილად იქცა.
No one ate much, but everyone looked very happy, and the old room seemed to brighten up amazingly when the first romance of the family began there.
193235.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ახლა ხომ ვეღარ იტყვი, გასახარი არაფერი ხდებაო, არა, მეგ? – ჰკითხა ემიმ, თან კი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ განელაგებინა შეყვარებულები ჩანახატზე, რომლის დაწყებასაც აპირებდა.
"You can't say nothing pleasant ever happens now, can you, Meg?" said Amy, trying to decide how she would group the lovers in a sketch she was planning to make.
193236.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– რამდენი რამ მოხდა მას მერე, რაც ეგ ვთქვი! მგონი, ერთი წელი გავიდა, – მიუგო მეგმა.
"How much has happened since I said that! It seems a year ago," answered Meg.
193237.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ამჯერად დარდს მალე მოჰყვა სიხარული და, ჩემი ვარაუდით, სასიკეთო ცვლილებები უკვე დაწყებულია, – თქვა მისის მარჩმა.
"The joys come close upon the sorrows this time, and I rather think the changes have begun," said Mrs. March.
193238.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ოჯახში გამოერევა ხოლმე მოვლენებით სავსე წელიწადი. ეს წელიც ასეთი იყო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, კეთილი ბოლო ჰქონდა.
"In most families there comes, now and then, a year full of events. This has been such a one, but it ends well, after all."
193239.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– იმედია, გაისს უკეთესი ბოლო ექნება, – წაიდუდუნა ჯომ, რომელსაც ძალიან უჭირდა მის თვალწინ უცნობით მეგის ასეთი გატაცების ყურება, რადგან ჯოს სულ რამდენიმე ადამიანი უყვარდა გულით და შიში ჰქონდა, რაღაც მიზეზით ჩემი სიყვარული არ გაუქრეთ ან არ გაუნელდეთო.
"Hope the next will end better," muttered Jo, who found it very hard to see Meg absorbed in a stranger before her face, for Jo loved a few persons very dearly and dreaded to have their affection lost or lessened in any way.
193240.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მე კი იმედი მაქვს, ამაზე უკეთესი ბოლო დღეიდან მესამე წელიწადს ექნება და დარწმუნებულიც ვარ, თუ იქამდე ვიცოცხლე, რომ ჩემს გეგმებს ხორცი შევასხა, – თქვა მისტერ ბრუკმა და ისე გაუღიმა მეგს, თითქოს მისთვის შეუძლებელი აღარაფერიაო.
"I hope the third year from this will end better. I mean it shall, if I live to work out my plans," said Mr. Brooke, smiling at Meg, as if everything had become possible to him now.