მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193241.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ჰო, მაგრამ ძალიან დიდხანს რომ მოგიწევთ ლოდინი? – იკითხა ემიმ, რომელსაც ქორწილის ნახვა ეჩქარებოდა.
"Doesn't it seem very long to wait?" asked Amy, who was in a hurry for the wedding.
193242.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– სანამ ოჯახის გასაძღოლად მზად ვიქნები, იმდენი რამე მაქვს სასწავლი, რომ ეგ დრო ძალიანაც მოკლე მეჩვენება, – მიუგო მეგმა ისეთი ტკბილი სერიოზულობით, რაც მის სახეზე ჯერ არავის ენახა.
"I've got so much to learn before I shall be ready, it seems a short time to me," answered Meg, with a sweet gravity in her face never seen there before.
193243.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– შენ მხოლოდ ცდა მოგიწევს, დანარჩენი მე ვიცი, – თქვა ჯონმა და იმით შეუდგა საქმეს, რომ მეგის დავარდნილი ხელსახოცი აიღო ისეთი სახით, რომ ჯომ თავი გადააქნია, მერე კი როცა შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა, შვებით გაიფიქრა: „აი, ლორი მოვიდა.
"You have only to wait, I am to do the work," said John beginning his labors by picking up Meg's napkin, with an expression which caused Jo to shake her head, and then say to herself with an air of relief as the front door banged, "Here comes Laurie".
193244.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მაგრამ ჯო შეცდა: აღტაცებული ლორი კუნტრუშით შემოვარდა ოთახში და დიდი საპატარძლო თაიგული მოიტანა „მისის ჯონ ბრუკისთვის“, თან აშკარად ეგონა, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრწყინვალე ხელმძღვანელობის წყალობით.
But Jo was mistaken, for Laurie came prancing in, overflowing with good spirits, bearing a great bridal-looking bouquet for "Mrs. John Brooke", and evidently laboring under the delusion that the whole affair had been brought about by his excellent management.
193245.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მადლობელი ვარ მაგ დახასიათებისთვის.
Much obliged for that recommendation.
193246.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
კარგი წინასწარმეტყველება მგონია და აქვე გეპატიჟები ქორწილში, – მიუგო მისტერ ბრუკმა, რომელსაც ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მთელ კაცობრიობას დაუზავდა, თავის ონავარ მოწაფესაც კი.
"I take it as a good omen for the future and invite you to my wedding on the spot," answered Mr. Brooke, who felt at peace with all mankind, even his mischievous pupil.
193247.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– გადაკარგულში რომ ვიყო, მაინც მოვალ; ჯოს რომ იმ დღეს სახე ექნება, მარტო მაგისთვის ღირს ცხრა მთის გადმოვლა.
I'll come if I'm at the ends of the earth, for the sight of Jo's face alone on that occasion would be worth a long journey.
193248.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
რაღაც, მხიარულად ვერ გამოიყურებით, მემ, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა ლორიმ და ოთახის მეორე ბოლოში გაჰყვა ჯოს, სადაც ყველანი გადავიდნენ, რომ მისტერ ლორენსს შეგებებოდნენ.
You don't look festive, ma'am, what's the matter?" asked Laurie, following her into a corner of the parlor, whither all had adjourned to greet Mr. Laurence.
193249.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– არ მომწონს ეს ამბავი, მაგრამ გადავწყვიტე შევეგუო და აღარაფერსაც არ ვიტყვი საწინააღმდეგოს, – ზარ-ზეიმით გამოუცხადა ჯომ.
"I don't approve of the match, but I've made up my mind to bear it, and shall not say a word against it," said Jo solemnly.
193250.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– არ იცი, როგორ მიჭირს მეგის დათმობა, – განაგრძო და ხმა ოდნავ აუკანკალდა.
"You can't know how hard it is for me to give up Meg," she continued with a little quiver in her voice.
193251.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– კი არ უთმობ, უზიარებ, – ანუგეშა ლორიმ.
"You don't give her up. You only go halves," said Laurie consolingly.
193252.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– წინანდელივით მაინც ვეღარ ვიქნებით. უახლოესი მეგობარი დავკარგე, – ამოიოხრა ჯომ.
"It can never be the same again. I've lost my dearest friend," sighed Jo.
193253.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მე ხომ გყავარ. ბევრი ვერაფერში გამოგადგები, ვიცი, მაგრამ მუდამ გვერდით გეყოლები, ჯო. მთელი სიცოცხლე.
You've got me, anyhow. I'm not good for much, I know, but I'll stand by you, Jo, all the days of my life.
193254.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ვიცი და დიდი მადლობელიც ვარ. მუდამ ჩემი ნუგეშისმცემელი ხარ, ტედი, – მადლიერად მოუჭირა ხელი ჯომ.
"I know you will, and I'm ever so much obliged. You are always a great comfort to me, Teddy," returned Jo, gratefully shaking hands.
193255.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
მეგი ბედნიერია, ბრუკი დატრიალდება და სადმე მოეწყობა, პაპაც მიხედავს და ძალიან სახალისო იქნება, როცა მეგს თავის პატარა სახლში ვნახავთ.
Meg is happy, Brooke will fly round and get settled immediately, Grandpa will attend to him, and it will be very jolly to see Meg in her own little house.
193256.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ის რომ წავა, მერეც მშვენივრად გავატარებთ დროს, იმიტომ რომ ცოტა ხანში უნივერსიტეტსაც დავამთავრებ და სადმე უცხოეთში წავიდეთ.
We'll have capital times after she is gone, for I shall be through college before long, and then we'll go abroad on some nice trip or other.
193257.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ეგ ხომ მოგიყვანს გუნებაზე?
Wouldn't that console you?
193258.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ალბათ, ჰო, ოღონდ ვინ იცის, რა მოხდება ამ სამ წელიწადში? – ჩაფიქრდა ჯო.
"I rather think it would, but there's no knowing what may happen in three years," said Jo thoughtfully.
193259.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მართალია. არ გინდა, მომავალში გადაიხედო და დაინახო, სად ვიქნებით ყველანი? მე მინდა, – მიუგო ლორიმ.
"That's true. Don't you wish you could take a look forward and see where we shall all be then? I do," returned Laurie.
193260.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– მე, ალბათ, არა. ვაითუ, რამე სადარდებელი დავინახო, არადა, ახლა ყველანი ისეთი ბედნიერები არიან, რომ არა მგონია, მერე ამაზე უკეთესად იყვნენ.
"I think not, for I might see something sad, and everyone looks so happy now, I don't believe they could be much improved."