მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193261.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
– ჯომ ნელა მოავლო მზერა ოთახს და თვალები გაუნათდა, რადგან სანახაობა მართლაც რომ საამური იყო.
Jo's eyes went slowly round the room, brightening as they looked, for the prospect was a pleasant one.
193262.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
გვერდიგვერდ მსხდომი დედა და მამა ხელახლა განიცდიდნენ პირველ თავს იმ რომანისა, რომელიც მათთვის ოცი წლის წინ დაიწყო.
Father and Mother sat together, quietly reliving the first chapter of the romance which for them began some twenty years ago.
193263.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ემი შეყვარებულებს ხატავდა, რომლებიც მოშორებით ისხდნენ თავიანთ ლამაზ სამყაროში და მისი შუქი ისეთი მადლით უსხივოსნებდათ სახეებს, რომ პატარა მხატვარი ამ ბრწყინვალების გადმოცემას ვერ ახერხებდა.
Amy was drawing the lovers, who sat apart in a beautiful world of their own, the light of which touched their faces with a grace the little artist could not copy.
193264.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ბეთი თავის დივანზე იწვა და ხალისიანად ელაპარაკებოდა მოხუცებულ მეგობარს, რომელსაც ისე ეჭირა მისი პატარა ხელი, თითქოს გრძნობდა, იმდენი ძალა კი ჰქონდა, გასძღოლოდა იმ მშვიდობიან გზაზე, რომელსაც ის ადგა.
Beth lay on her sofa, talking cheerily with her old friend, who held her little hand as if he felt that it possessed the power to lead him along the peaceful way she walked.
193265.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
ჯო თავის საყვარელ დაბალ სავარძელში მისვენებულიყო სერიოზული, წყნარი იერით, რაც ყველაზე მეტად შვენოდა.
Jo lounged in her favorite low seat, with the grave quiet look which best became her.
193266.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
სავარძლის ზურგს ლორი მიჰყრდნობოდა, ნიკაპი მის ხუჭუჭა თავის სისწორეზე ჰქონდა, მეგობრულად უღიმოდა გოგოს და თავს უქნევდა მაღალ სარკეში, რომელშიც ორივენი ირეკლებოდნენ.
Laurie, leaning on the back of her chair, his chin on a level with her curly head, smiled with his friendliest aspect, and nodded at her in the long glass which reflected them both.
193267.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 23
კვლავ აიხდება იგი თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით „პატარა ქალები“
Whether it ever rises again, depends upon the reception given the first act of the domestic drama called Little Women.
193268.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ივნისის იმ დილას მის პოლი ჰარინგტონი უჩვეულო, საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით სამზარეულოში შევიდა.
Miss Polly Harrington entered her kitchen a little hurriedly this June morning.
193269.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
უნდა აღინიშნოს, რომ მის პოლი, როგორც წესი, აჩქარებით არასდროს არაფერს აკეთებდა და თავისი უშფოთველი თავშეკავებულობითაც განსაკუთრებულად ამაყობდა, მაგრამ დღეს ის ჩქარობდა.
Miss Polly did not usually make hurried movements; she specially prided herself on her repose of manner, but today she was hurrying.
193270.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ის სულ რაღაც ორი თვე იყო, რაც ჰარინგტონების სახლში მუშაობდა, მაგრამ უკვე იცოდა, რომ დიასახლისს აჩქარება არ ახასიათებდა.
Nancy had been working in Miss Polly’s kitchen only two months, but already she knew that her mistress did not usually hurry.
193271.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ხალისიანად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და იმწუთას გარეცხილი დოქის წმენდა დაიწყო.
Nancy answered cheerfully, but she still continued wiping the pitcher in her hand.
193272.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
– ნენსი! – მის პოლის ხმა ამჯერად უფრო მკაცრად გაისმა, – ძალიან გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ ყოველთვის, როცა მოგმართავთ, საქმე უნდა შეწყვიტოთ და ყურადღებით მომისმინოთ.
‘Nancy,’—Miss Polly’s voice was very stern now—‘when I’m talking to you, I wish you to stop your work and listen to what I have to say.’
193273.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
დიასახლისმა მაშინვე კოპები შეკრა.
Her mistress frowned.
193274.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
– საკმარისია, ნენსი.
That will do, Nancy.
193275.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
თქვენგან თავის გამართლება არ მითხოვია.
I did not ask for explanations.
193276.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
უბრალოდ, მინდა, რომ ყურადღებით მომისმინოთ.
I asked for your attention.
193277.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
– დიახ, მემ, – ჩუმ ოხვრას ამოაყოლა ნენსიმ.
‘Yes, ma’am.’ Nancy stifled a sigh.
193278.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
დამწუხრებულმა გაიფიქრა, ამ ქალისგან კეთილ სიტყვას, ალბათ, ვერასოდეს ვეღირსებიო.
She was wondering if ever in any way she could please this woman.
193279.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ის მის პოლის უკვე საშინლად მკაცრ და პირქუშ ქალად იცნობდა, რომელიც ყოველთვის და ნებისმიერ წვრილმანზე, სულერთია, დანა დავარდებოდა იატაკზე ზრიალით თუ კარი გაჯახუნდებოდა, უკმაყოფილო გამომეტყველებით კოპებს კრავდა და არასდროს, მაშინაც კი არ იღიმებოდა, როცა მის უკმაყოფილებას არც დავარდნილი დანის ზრიალი იწვევდა და არც კარის გაჯახუნება.
She knew Miss Polly now as a stern, severe-faced woman who frowned if a knife clattered to the floor, or if a door banged—but who never thought to smile even when knives and doors were still.
193280.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მაგრამ ოთახიდან გამოტანილ სკივრებსა და ყუთებს რა ვუყო?
And where shall I put the things, please, that I take out?