მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193281.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
– მის პოლი გაჩუმდა და წამიერი ყოყმანის შემდეგ დაამატა: – კარგი, ვფიქრობ, უმჯობესია, ახლავე გითხრა, ნენსი.
Miss Polly hesitated, then went on: I suppose I may as well tell you now, Nancy.
193282.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
რა კარგია! – წამოიძახა გახარებულმა ნენსიმ და თავისი უმცროსი დები გაახსენდა, რომელთა წკრიალა ხმები და ხალისიანი კისკისი მათ მიყრუებულ ფერმასაც კი მზის სხივებით ავსებდა.
Oh, won’t that be nice!’ cried Nancy, thinking of the sunshine her own little sisters made in the home at ‘The Corners.
193283.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
იმედი მაქვს, არავის ჰგონია, რომ ბოროტი ადამიანი ვარ და ყველა ხედავს, რომ ჩემს მოვალეობებს არასდროს გავურბივარ.
‘However, I intend to make the best of it, of course. I am a good woman, I hope; and I know my duty.’
193284.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ნენსი ერთიანად გაწითლდა.
Nancy colored hotly.
193285.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
– რა თქმა უნდა, მემ. მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ პატარა გოგონა... რომ ამ სახლში პატარა გოგონას ცხოვრება თქვენც გაგახალისებდათ, – უპასუხა დიასახლისს ენის ბორძიკით.
‘Of course, ma’am; it was only that I thought a little girl here might—might brighten things up for you,’ she faltered.
193286.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
– გმადლობთ, ნენსი, – მშრალად მოუჭრა მის პოლიმ, – თუმცა სულაც არ მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებას გახალისება სჭირდება.
‘Thank you,’ rejoined the lady, dryly. ‘I can’t say, however, that I see any immediate need for that.’
193287.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩემი მოვალეობაა.
However, as I said before, I hope I know my duty.
193288.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
– რა თქმა უნდა, მემ, – ამოიოხრა ნენსიმ და ხელში ისევ ნახევრად მშრალი და უკვე მთლიანად გაგრილებული დოქი აიღო, რომლის საფუძვლიანად და იოლად გამშრალებასაც ისევ ცხელი წყლის გადავლება დასჭირდა.
‘Yes, ma’am,’ sighed Nancy, picking up the half-dried pitcher—now so cold it must be rinsed again.
193289.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ძვირფასო მადამ, დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ამ ორი კვირის წინათ ღირსი მამა ჯონ ვიტიერი გარდაიცვალა, რომელსაც შვილი – თერთმეტი წლის გოგონა დარჩა ობლად.
Dear Madam:—I regret to inform you that the Rev. John Whittier died two weeks ago, leaving one child, a girl eleven years old.
193290.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მხოლოდ გთხოვთ, დადებითი პასუხის შემთხვევაში წერილი დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ, რადგან უახლოეს მომავალში ჩვენი მხარიდან თქვენკენ, აღმოსავლეთისკენ, ერთი ცოლ-ქმარი მოემგზავრება, რომლებიც თანახმანი არიან, გოგონა ბოსტონამდე ჩაიყვანონ, იქ კი ბელდინგსვილამდე მომავალ მატარებელში ჩასვან.
And if you can take her, we would appreciate it very much if you would write that she might come at once, as there is a man and his wife here who are going East very soon, and they would take her with them to Boston, and put her on the Beldingsville train.
193291.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
თავისთავად ცხადია, ჩვენ დამატებით იმასაც შეგატყობინებთ, კერძოდ როდის გამოემგზავრება პოლიანა და რომელი მატარებლით ჩამოვა.
Of course you would be notified what day and train to expect Pollyanna on.
193292.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში თქვენგან დადებით პასუხს მივიღებ. პატივისცემით, იერემია ო. ვაიტი.
Pollyanna ‘Hoping to hear favorably from you soon, I remain, ‘Respectfully yours, ‘Jeremiah O. White.’
193293.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
კოპებშეკრულმა მის პოლიმ წერილი გადაკეცა და ისევ უკან, კონვერტში ჩააბრუნა.
With a frown Miss Polly folded the letter and tucked it into its envelope.
193294.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
წერილზე პასუხი მან წინა დღეს გააგზავნა.
She had answered it the day before.
193295.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მის პოლი ჯერაც საწერ მაგიდასთან იჯდა და კონვერტს დაჰყურებდა, რომ ფიქრი წარსულისკენ გაექცა – იმ დროისკენ, როცა მისმა ოცი წლის დამ, ჯენიმ, თავისი გაიტანა და, მთელი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცოლად ახალგაზრდა მღვდელს გაჰყვა.
As she sat now, with the letter in her hands, her thoughts went back to her sister, Jennie, who had been this child’s mother, and to the time when Jennie, as a girl of twenty, had insisted upon marrying the young minister, in spite of her family’s remonstrances.
193296.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ის მდიდარი კაცი ასაკითაც ჯენიზე უფროსი იყო და სიმდიდრეც ძალიან დიდი ჰქონდა, ახალგაზრდა მოძღვარს კი ახალგაზრდობის, მოსიყვარულე გულისა და ყმაწვილური იდეალებითა და ენთუზიაზმით გამოტენილი თავის გარდა არაფერი ებადა.
The man of wealth had more years, as well as more money, to his credit, while the minister had only a young head full of youth’s ideals and enthusiasm, and a heart full of love.
193297.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მაგრამ ჯენიმ სწორედ ის არჩია... თუმცაღა ჯენის ეს არჩევანი, სიმართლე ითქვას, ალბათ, მოულოდნელობადაც არ უნდა ჩათვლილიყო...
Jennie had preferred these—quite naturally, perhaps...
193298.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ასე გამოვიდა, რომ ჯენი ბოლოს მაინც მღვდელს გაჰყვა ცოლად და მასთან ერთად სამხრეთის ერთ-ერთ შტატში გაემგზავრა, სადაც მისი ქმარი მისიონერად გაგზავნეს.
So she had married the minister, and had gone south with him as a home missionary’s wife.
193299.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
განხეთქილებაც სწორედ მაშინ მოხდა.
The break had come then.
193300.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მის პოლი იმ დროს დაახლოებით თხუთმეტი წლის იქნებოდა და ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ ეს მოვლენები მაინც კარგად ახსოვდა.
Miss Polly remembered it well, though she had been but a girl of fifteen, the youngest, at the time.