მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193301.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ამ ამბის შემდეგ ოჯახმა მისიონერის ცოლთან კავშირი, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ გაწყვიტა.
The family had had little more to do with the missionary’s wife.
193302.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მიუხედავად ამისა, ჯენი, თავისთავად ცხადია, წერილებს დროდადრო მაინც აგზავნიდა და თავის ნაბოლარა გოგონას საკუთარი დების – პოლისა და ანას გაერთიანებული სახელი, პოლიანაც კი დაარქვა. ჯენის დანარჩენი შვილები ჩვილობისას გარდაეცვალნენ.
To be sure, Jennie herself had written, for a time, and had named her last baby ‘Pollyanna’ for her two sisters, Polly and Anna—the other babies had all died.
193303.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქიდან მოკლე, მაგრამ გულისმომკვლელი წერილი ამჯერად უკვე თავად მოძღვარმა მოიწერა და ოჯახს ჯენის გარდაცვალების შესახებ შეატყობინა.
And in a few years there had come the news of her death, told in a short, but heart-broken little note from the minister himself, dated at a little town in the West.
193304.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მაგრამ გორაკზე წამოჭიმულ დიდ სახლში დრო ამით არ გაჩერებულა.
Meanwhile, time had not stood still for the occupants of the great house on the hill.
193305.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
მის პოლი ქვევით გადაშლილ ველს გაჰყუ რებდა და იმ ცვლილებებზე ფიქრობდა, რომლებიც გან ვლილი ოცდახუთი წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდა.
Miss Polly, looking out at the far-reaching valley below, thought of the changes those twenty-five years had brought to her.
193306.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ახლა ის ორმოცი წლის მარტოხელა ქალი იყო.
She was forty now, and quite alone in the world.
193307.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
ახლა კი ამ მშვიდ ცხოვრებაზე სამუდამოდ უარის თქმა მოუწევდა.
But now— Miss Polly rose with frowning face and closely-shut lips.
193308.
პოლიანა | თავი I, მის პოლი
არა, მაინც რა უაზრო და სასაცილო სახელია ეს პოლიანა!
But—POLLYANNA!—what a ridiculous name!
193309.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
სხვენის პატარა ოთახში ნენსი იატაკს მთელი ძალით, ლამის გააფთრებით ხეხავდა და განსაკუთრებულ ყურადღებას, ცხადია, კუთხეებს უთმობდა.
In the little attic room Nancy swept and scrubbed vigorously, paying particular attention to the corners.
193310.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მიუხედავად თავისი დიასახლისის მიმართ შიშნარევი მორჩილებისა, ნენსი წმინდანის მოთმინებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
Nancy, in spite of her frightened submission to her mistress, was no saint.
193311.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ნეტა შემეძლოს და... განსაკუთრებული ყურადღებით... კუთხეებს... აქ კი არა, ამ ქალის სულში გამოვხეხავდი!.. – ბუტბუტებდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ყოველ სიტყვაზე უხეშ ჯაგრისს იატაკს გააფთრებით უსვამდა, – ყოველ კუთხე-კუნჭულს... აი, ასე, ზუსტად ასე გამოვუხეხავდი!.. არა, წარმოუდგენელია!
‘I—just—wish—I could—dig—out the corners—of— her—soul!’ she muttered jerkily, punctuating her words with murderous jabs of her pointed cleaning-stick. ‘There’s plenty of ‘em needs cleanin’ all right, all right!
193312.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
როგორ უნდა მოგივიდეს თავში, რომ საბრალო ბავშვი გავარვარებული სახურავის ქვეშ, ამ ერთი ბეწო სოროში გამოამწყვდიო!.. ღმერთო, ეს ოთახი ხომ ზამთარში არც თბება! თანაც მაშინ, როცა სახლში ამდენი თავისუფალი და მშვენიერი ოთახია... რომელიც გინდა აირჩიე და იცხოვრე!..
The idea of stickin’ that blessed child ‘way off up here in this hot little room—with no fire in the winter, too, and all this big house ter pick and choose from!
193313.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
ღმერთო! – ამოიღმუვლა აღშფოთებულმა ნენსიმ და სველ ჩვარს ხელები ისეთი ძალით მოუჭირა, რომ დაძაბულობისგან თითებმა ფერი დაკარგა, – აი, მე კიდევ მგონია, რომ ზედმეტები ამქვეყნად ბავშვები კი არა, ზოგ-ზოგიერთები არიან, ჰო, სწორედაც რომ ზოგ-ზოგიერთები!..
Humph!’ snapped Nancy, wringing her rag so hard her fingers ached from the strain; ‘I guess it ain’t CHILDREN what is MOST unnecessary just now, just now!
193314.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
ნენსიმ ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა, გაჩუმდა და ოთახის დალაგება ერთხანს ხმისამოუღებლად გააგრძელა, მერე კი, როცა საქმეს მორჩა, წელში გაიმართა და ცარიელ ოთახს თვალი ზიზღით მოავლო.
For some time she worked in silence; then, her task finished, she looked about the bare little room in plain disgust.
193315.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– აჰა, ყველაფერი მზად არის... ყოველ შემთხვევაში, ჩემი საქმე დამთავრებულია, – ამოაყოლა ოხვრას, – დასუფთავებულია, აღარც ჭუჭყია აქ და აღარც მტვერი და არც სხვა არაფერი...
‘Well, it’s done—my part, anyhow,’ she sighed. 'There ain’t no dirt here—and there’s mighty little else.'
193316.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
სულერთია!
Well, I don’t care.
193317.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
თუ გაიგონა, კიდევ უკეთესი, დიახაც! ეგრე მოუხდება!..
I hope she did hear the bang,—I do, I do!
193318.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
იმავე დღეს, ნასადილევს, ნენსის რამდენიმე თავისუფალი წუთი გამოუჩნდა და მოხუც მებაღე ტომთან და სალაპარაკებლად ეზოში გავიდა.
In the garden that afternoon, Nancy found a few minutes in which to interview Old Tom.
193319.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– მისტერ ტომ, – ნაჩქარევად დაიწყო ნენსიმ, მერე იმაში დასარწმუნებლად, რომ ვერავინ ხედავდა, მხარს უკან სწრაფად გაიხედა და განაგრძო: – გაიგეთ, რომ თურმე მის პოლისთან საცხოვრებლად პატარა გოგონა ჩამოდის?
‘Mr. Tom,’ began Nancy, throwing a quick glance over her shoulder to make sure she was unobserved; ‘did you know a little girl was comin’ here ter live with Miss Polly?’
193320.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– რა-ა?.. – ჩაეკითხა მოხუცი და წელში მოხრილმა მტკივანი ზურგი ძლივს გაასწორა.
‘A—what?’ demanded the old man, straightening his bent back with difficulty.