მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193321.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– პატარა გოგონა ჩამოდის... და მის პოლისთან იცხოვრებს.
‘A little girl—to live with Miss Polly.’
193322.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მის პოლიმ თვითონ მითხრა, – უპასუხა ნენსიმ, – დისშვილია თურმე. თერთმეტი წლის გოგონაა.
‘She told me so herself,’ maintained Nancy. 'It’s her niece; and she’s eleven years old.'
193323.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
ის იქნება, ნენსი, მის ჯენის უმცროსი გოგონა იქნება...
Why, Nancy, it must be Miss Jennie’s little gal.
193324.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ეს მის ჯენი ვინღაა?
Who was Miss Jennie?
193325.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ცით მოვლენილი ნამდვილი ანგელოზი, – სინაზეჩაღვრილი ხმით ამოიოხრა მოხუცმა;
‘She was an angel straight out of Heaven,’ breathed the man, fervently;
193326.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მაგრამ ამ სახლის პატრონისა და მისი ცოლისთვის, უბრალოდ, უფროსი ქალიშვილი იყო.
But the old master and missus knew her as their oldest daughter.
193327.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
ოცი წლის რომ გახდა, გათხოვდა და წავიდა, აქაურობას გაეცალა... დიდი ხნის წინანდელი ამბავია.
She was twenty when she married and went away from here long years ago.
193328.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ჰო, ალბათ, ის არის, – თავის კანტურით დაეთანხმა მოხუცი.
‘Yes, she might be,’ nodded the old man.
193329.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– მის პოლიმ კიდევ ბავშვს ოთახი სხვენში გამოუყო... ღმერთო, ან როგორ არ რცხვენია! – წამოიყვირა აღშფოთებულმა ნენსიმ და წამიერი მზერით ისევ ზურგს უკან, სახლისკენ შებრუნდა.
‘And she’s goin’ ter sleep in the attic—more shame ter HER!’ scolded Nancy, with another glance over her shoulder toward the house behind her.
193330.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მოხუცმა ტომმა კოპები შეკრა, მაგრამ წუთიც და ხალისიანად თვალებანთებულს ტუჩებზე უცნაური, იდუმალი ღიმილი აუთამაშდა.
Old Tom frowned; The next moment a curious smile curved his lips.
193331.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ჰმ, საინტერესოა... ნეტა, სახლში ბავშვის ყოფნა მის პოლიზე როგორ იმოქმედებს?.. – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა.
I’m a-wonderin’ what Miss Polly will do with a child in the house,’ he said.
193332.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– სიმართლე გითხრათ, მე ის უფრო მაინტერესებს, მის პოლის სახლში ყოფნა როგორ იმოქმედებს ბავშვზე! – ბუზღუნით უპასუხა ნენსიმ.
‘Humph! Well, I’m a-wonderin’ what a child will do with Miss Polly in the house!’ snapped Nancy.
193333.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მოხუცს გაეცინა: – როგორც ვხედავ, მის პოლი დიდად არ გიყვარს, არა, ნენსი?
The old man laughed; ‘I’m afraid you ain’t fond of Miss Polly,’ he grinned.
193334.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მოხუცმა ტომმა იდუმალი გამომეტყველებით ჩაიღიმა.
Old Tom smiled oddly.
193335.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– როგორც ვხვდები, მის პოლის სასიყვარულო ისტორიას შენამდე არ მოუღწევია, არა? – აუჩქარებლად ჰკითხა წამიერი დუმილის შემდეგ.
‘I guess maybe you didn’t know about Miss Polly’s love affair,’ he said slowly.
193336.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
არა, მსგავსი არაფერი გამიგონია...
No!—and I guess nobody else didn’t, neither.
193337.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ო, რა თქმა უნდა, მოხდა, – თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია მოხუცმა, – და ის კაცი ახლაც აქ, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს.
‘Oh, yes they did,’ nodded the old man. ‘And the feller’s livin’ ter-day—right in this town, too.’
193338.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
ვინ არის?
‘Who is he?’
193339.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ჩემთვის ეს იმდენად წარმოუდგენლად ჟღერს, რომ... მის პოლი და სასიყვარულო ისტორია!.. – არ ცხრებოდა ნენსი.
‘But it don’t seem possible—her and a lover,’ still maintained Nancy.
193340.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მოხუცმა ტომმა თავი გააქნია.
Old Tom shook his head.