მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193341.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– უბრალოდ, შენ მის პოლის ისე არ იცნობ, როგორც – მე, – უპასუხა თბილად მოღიმარმა, – ძალიან ლამაზი იყო. თუმცა რომ მოენდომებინა, ახლაც საკმაოდ ლამაზი იქნებოდა.
‘You didn’t know Miss Polly as I did,’ he argued. ‘She used ter be real handsome—and she would be now, if she’d let herself be.’
193342.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– მის პოლი იყო ძალიან ლამაზი?!
‘Handsome! Miss Polly!’
193343.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ჰო, გეუბნები! თმა რომ ისე გაიშალოს, როგორც ადრე ატარებდა ხოლმე, ყვავილებით მორთული შლაპა დაიხუროს და მაქმანებიანი თეთრი კაბა ჩაიცვას, შენც დაინახავდი, რომ ძალიან ლამაზია!
‘Yes. If she’d just let that tight hair of hern all out loose and careless-like, as it used ter be, and wear the sort of bunnits with posies in ‘em, and the kind o’ dresses all lace and white things—you’d see she’d be handsome!
193344.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
თუ ახალგაზრდაა, ესე იგი, თავს გვაჩვენებს, რომ ბებერია და, მინდა გითხრათ, ძალიან კარგადაც გამოსდის! – დამცინავად ჩაიფრუტუნა ნენსიმ.
Well, then she’s got an awfully good imitation of it—she has, she has!’ sniffed Nancy.
193345.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ჰო, ვიცი, – თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მოხუცმა ტომმა, – მაგრამ ასე მას შემდეგ შეიცვალა, რაც შეყვარებულს დაშორდა. მას შემდეგ არის სწორედ, რომ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მხოლოდ მწარე აბზინდითა და ეკლიანი ნარშავით იკვებება... სამწუხაროა, მაგრამ მართლაც ამ მცენარეებივით მწარე და ეკლიანი გახდა.
‘Yes, I know. It begun then—at the time of the trouble with her lover,’ nodded Old Tom; ‘and it seems as if she’d been feedin’ on wormwood an’ thistles ever since—she’s that bitter an’ prickly ter deal with.’
193346.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– რაც მართალია, მართალია, – გაღიზიანებული ხმით გამოაცხადა ნენსიმ, – მუშაობით ხელებიც რომ გადაიტყაო ადამიანმა, მაინც ვერაფრით ასიამოვნებ!..
‘I should say she was,’ declared Nancy, indignantly. ‘There’s no pleasin’ her, nohow, no matter how you try!
193347.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
არა, გული მიგრძნობს, ოდესმე ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, პირში მივახლი და, ცხადია, ამის გამო სამსახურსაც დავკარგავ, მაგრამ აი, ნახავთ, იმდენს იზამს, აქამდეც მიმიყვანს, მიმიყვანს, ბოლოს მაინც მიმიყვანს!
But some day—some day I shall jest b’ile over; and when I do, of course it’ll be good-by Nancy for me. It will, it will.
193348.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
მოხუცმა ტომმა ისევ თავი გააქნია.
Old Tom shook his head.
193349.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– ნენსი! – გაისმა უეცრად მკვახე ძახილი.
‘Nancy!’ called a sharp voice.
193350.
პოლიანა | თავი II, მოხუცი ტომი და ნენსი
– დ-დიახ, მემ! – მოულოდნელობისგან ენადაბმულმა გასძახა დიასახლისს ნენსიმ და სწრაფი ნაბიჯით სახლში შებრუნდა.
‘Y-yes, ma’am,’ stammered Nancy; and hurried toward the house.
193351.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
დეპეშა, რომლითაც მის პოლის ატყობინებდნენ, რომ პოლიანა ბელდინგსვილის სადგურზე მეორე დღეს, ოცდახუთ ივნისს, დღის ოთხ საათზე ჩავიდოდა, დიდ სახლში დაუგვიანებლად მივიდა.
In due time came the telegram announcing that Pollyanna would arrive in Beldingsville the next day, the twenty-fifth of June, at four o’clock.
193352.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მის პოლიმ დეპეშა წაიკითხა, კოპები შეკრა, კიბე აიარა, სხვენის ოთახში ავიდა და იქაურობა კვლავაც კოპებშეკრულმა, უკმაყოფილო გამომეტყველებით მოათვალიერა.
Miss Polly read the telegram, frowned, then climbed the stairs to the attic room. She still frowned as she looked about her.
193353.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ოთახში მხოლოდ კოხტად გასწორებული პატარა გასაშლელი საწოლი, ხის მაგარი, სწორსაზურგიანი ორი სკამი, მომცრო მაგიდა, პირსაბანი და უსარკო კომოდი იდგა.
The room contained a small bed, neatly made, two straight-backed chairs, a washstand, a bureau—without any mirror—and a small table.
193354.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მანსარდის ფანჯრებზე ფარდები არ ეკიდა, არც ნახატები – კედლებზე.
There were no drapery curtains at the dormer windows, no pictures on the wall.
193355.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მზე სახურავს მთელი დღის განმავლობაში აცხუნებდა და პატარა ოთახში ისე ცხელოდა, რომ თავი საჰარაში გეგონებოდა.
All day the sun had been pouring down upon the roof, and the little room was like an oven for heat.
193356.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ფანჯრებზე არც ბადე იყო გაკრული, ამიტომ აქ ფანჯრებს არ აღებდნენ.
As there were no screens, the windows had not been raised.
193357.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ფანჯარას ბრაზიანი ბზუილით საიდანღაც სახლში შემოფრენილი საკმაოდ დიდი ბუზი უტრიალებდა და გარეთ გაღწევას უშედეგოდ ცდილობდა, ზევით-ქვევით დაფრინავდა და ჩარჩოს ეხლებოდა.
A big fly was buzzing angrily at one of them now, up and down, up and down, trying to get out.
193358.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მის პოლიმ ბუზი მოკლა, ფანჯარა ოდნავ გამოაღო, ბუზი გადააგდო და ისევ საგულდაგულოდ დაკეტა, ბოლოს ერთ-ერთი სკამი გაასწორა, ისევ კოპები შეკრა და ოთახიდან გავიდა.
Miss Polly killed the fly, swept it through the window (raising the sash an inch for the purpose), straightened a chair, frowned again, and left the room.
193359.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ფანჯრებზე ასაკრავი ბადე უკვე შევუკვეთე, მაგრამ სანამ მოიტანენ, გავალებ, თვალყური მიადევნო, რომ ფანჯარა არავინ გააღოს.
I have ordered screens, but until they come I shall expect you to see that the windows remain closed.
193360.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ჩემი დისშვილი ხვალ, ოთხ საათზე ჩამოდის.
My niece will arrive tomorrow at four o’clock.