მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193361.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ტიმოტი წაგიყვანს ორთვალათი.
Timothy will take the open buggy and drive you over.
193362.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
როგორც დეპეშაში წერია, მის პოლიანას ქერა თმა აქვს, ტილოს წითელი კუბოკრული კაბა აცვია და ჩალის ქუდი ახურავს.
The telegram says ‘light hair, red-checked gingham dress, and straw hat.’
193363.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მის შესახებ მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ნიშნებით ადვილად ამოიცნობ.
That is all I know, but I think it is sufficient for your purpose.
193364.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– დიახ, მემ. მაგრამ... თქვენ... მიუხედავად იმისა, რომ ნენსის სიტყვა გაუწყდა, მის პოლი, როგორც ჩანს, სწორად მიხვდა, რის კითხვასაც აპირებდა და მაშინვე მკვახედ მოუჭრა: – არა, მე არ წამოვალ. ჩემი წამოსვლა საჭირო ნამდვილად არ არის.
‘Yes, ma’am; but—you—‘ Miss Polly evidently read the pause aright, for she frowned and said crisply: ‘No, I shall not go. It is not necessary that I should, I think. That is all.’
193365.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ქერა თმა, ტილოს წითელი კუბოკრული კაბა და ჩალის ქუდი... თურმე სულ ეს არის, რაც ქალბატონმა იცის!
‘Light hair, red-checked gingham dress, and straw hat’— all she knows, indeed!
193366.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მეორე დღეს, ზუსტად სამ საათსა და ორმოც წუთზე, სტუმრის დასახვედრად ტიმოტი და ნენსი ჭიშკრიდან ღია ორთვალათი გავიდნენ.
Promptly at twenty minutes to four the next afternoon Timothy and Nancy drove off in the open buggy to meet the expected guest.
193367.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ტიმოტი მოხუცი ტომის შვილი იყო და ქალაქში დროდადრო იტყოდნენ ხოლმე, მის პოლი ჰარინგტონის მარჯვენა ხელი მოხუცი ტომია, მარცხენა კი ტიმოტიო.
Timothy was Old Tom’s son. It was sometimes said in the town that if Old Tom was Miss Polly’s right-hand man, Timothy was her left.
193368.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
თუმცა დღეს დაკისრებულ მისიას მისი გონება მთლიანად მოეცვა და იმდენად ღელავდა, რომ ტიმოტისთან ჩვეულებისამებრ გამოლაპარაკება არც კი უცდია; სადგურამდე მთელი გზა ისე გაიარეს, ხმა თითქმის არ ამოუღია.
Today, however, Nancy was too full of her mission to be her usual talkative self; and almost in silence she took the drive to the station and alighted to wait for the train.
193369.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– მისივე სიმშვიდისთვის, იმედი მაქვს, მის პოლიანა ხმაურიანი ბავშვი არ აღმოჩნდება და, რაც მთავარია, არც დანები დაუვარდება ხელიდან და არც კარებს გაი ჯახუნებს ხოლმე, – ოხვრით უთხრა ტიმოტის, რომელიც აუჩქარებელი ნაბიჯით სწორედ ამ დროს მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა.
‘I hope for her sake she’s quiet and sensible, and don’t drop knives nor bang doors,’ she sighed to Timothy, who had sauntered up to her.
193370.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– თუ ასეთი არ არის, კარგი დღე, მგონი, არც ჩვენ დაგვადგება, – ჩაეცინა ტიმოტის;
‘Well, if she ain’t, nobody knows what’ll become of the rest of us,’ grinned Timothy.
193371.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
წარმოიდგინე: მის პოლი და ხმაურიანი ბავშვი ერთ ჭერქვეშ...
‘Imagine Miss Polly and a NOISY kid!
193372.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ო!.. აი, მატარებლის სასტვენიც!
Gorry! there goes the whistle now!’
193373.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
სულ რამდენიმე წუთში ნენსიმ ის – ჩითის წითელ კუბოკრულ კაბაში ჩაცმული, ზურგზე ჩამოყრილი, სქელი და სელივით მოყვითალო ნაწნავებიანი, გამხდარი, პატარა გოგონა – დაინახა.
It was not long before Nancy saw her—the slender little girl in the red-checked gingham with two fat braids of flaxen hair hanging down her back.
193374.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ჩალის ქუდის ფარფლებს ქვემოდან დაჭორფლილი და ცოცხალი, ცნობისმოყვარედ თვალებანთებული სახე მოუჩანდა; ბავშვი აქეთ-იქით მოლოდინით იყურებოდა და თვალებით აშკარად ვიღაცას ეძებდა.
Beneath the straw hat, an eager, freckled little face turned to the right and to the left, plainly searching for some one.
193375.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ნენსიმ დანახვისთანავე იცნო, მაგრამ შიშისგან ჯერაც მუხლებაკანკალებული თავს რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ მოერია და მიახლოება ვერ შეძლო.
Nancy knew the child at once, but not for some time could she control her shaking knees sufficiently to go to her.
193376.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ასე რომ, როდესაც ბოლოს გაბედა და ბავშვს მიუახლოვდა, პატარა გოგონა პლატფორმაზე უკვე სრულიად მარტო იდგა.
The little girl was standing quite by herself when Nancy finally did approach her.
193377.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– თქვენ მის... პოლიანა ხართ? – ჰკითხა ენის ბორძიკით;
‘Are you Miss—Pollyanna?’ she faltered;
193378.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ოც... ოცნებობდი?.. – ამოილუღლუღა დაბნეულმა ნენსიმ, ვერაფრით ხვდებოდა, რატომ შეიძლებოდა პო ლიანას მისი დანახვა ასე გახარებოდა და ეოცნება, რომ სადგურზე დახვდებოდა, – ოცნებობდი? – გაიმეორა მერე ისევ და გვერდზე მოქცეული შლაპის გასასწორებლად ხელი თავისკენ წაიღო.
‘You—you did?’ stammered Nancy, vaguely wondering how Pollyanna could possibly have known her—and wanted her. 'You—you did? she repeated, trying to straighten her hat.'
193379.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ეს ტიმოტია.
This is Timothy.
193380.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ჩემოდანი არ გაქვს, პოლიანა? – ჰკითხა ენის ბორძიკით.
Maybe you have a trunk, she stammered.