მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193381.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– დიახ, მაქვს, – თავი საქმიანად დაიქნია პოლიანამ, – სულ ახალი ჩემოდანი მაქვს.
‘Yes, I have,’ nodded Pollyanna, importantly; I’ve got a brand-new one.
193382.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ქალთა საქველმოქმედო კომიტეტმა მიყიდა. არ მეთანხმებით, რომ მათი მხრიდან ეს ძალიან დიდი სიკეთეა? მათ ხომ იმ ფულით ეკლესიისთვის წითელი ხალიჩის ყიდვა უნდოდათ.
The Ladies’ Aid bought it for me—and wasn’t it lovely of them, when they wanted the carpet so?
193383.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს, ის თანხა, რომელიც ჩემს ჩემოდანზე დაიხარჯა, წითელი ხალიჩის რამხელა ნაჭერზე ეყოფოდათ... მაგრამ, ალბათ, ეყოფოდათ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ნაწილზე მაინც, მაგალითად, რიგებს შორის გასასვლელის ნახევარზე, არა? თქვენ როგორ ფიქრობთ?..
Of course I don’t know how much red carpet a trunk could buy, but it ought to buy some, anyhow—much as half an aisle, don’t you think?
193384.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ჩანთაში რაღაც პატარა ქაღალდი მიდევს, მისტერ გრეიმ მითხრა, „ქვითარიაო“ და კიდევ მითხრა, რომ თქვენთვის მომეცა და ამ „ქვითრით“ ჩემს ჩემოდანს გამოგატანდნენ.
I’ve got a little thing here in my bag that Mr. Gray said was a check, and that I must give it to you before I could get my trunk.
193385.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მისტერ გრეი მისის გრეის ქმარია.
Mr. Gray is Mrs. Gray’s husband.
193386.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ისინი დიაკონ კარის ნათესავები არიან.
They’re cousins of Deacon Carr’s wife.
193387.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
აქეთ, აღმოსავლეთში მოდიოდნენ და მეც თან წამომიყვანეს, რა კეთილები არიან, არა?!
I came East with them, and they’re lovely!
193388.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
აი!.. აი, ის ქაღალდი, ვიპოვე!.. – როგორც იქნა, დაასრულა გოგონამ და ჩანთაში დიდი ხნის ქექვის შემდეგ ქვითარი ამოიღო.
And—there, here ‘tis,’ she finished, producing the check after much fumbling in the bag she carried.
193389.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ნენსიმ ამოისუნთქა, რადგან ინსტინქტურად იგრძნო, რომ ასეთი გრძელი ტირადის შემდეგ ვინმეს მაინც უნდა ამოესუნთქა, მერე კი მალულად ტიმოტის გადახედა, რომელიც რატომღაც თვალს არიდებდა.
Nancy drew a long breath. Instinctively she felt that some one had to draw one—after that speech. Then she stole a glance at Timothy. Timothy’s eyes were studiously turned away.
193390.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ბოლოს, მას შემდეგ, რაც პოლიანას ჩემოდანი წამოიღეს და ორთვალას საზურგეს უკნიდან მიაბეს, თავად პოლიანა კი ორთვალაზე ტიმოტისა და ნენსის შორის მყუდროდ მოკალათდა, სამივენი სახლისკენ გაეშურნენ.
The three were off at last, with Pollyanna’s trunk in behind, and Pollyanna herself snugly ensconced between Nancy and Timothy.
193391.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
პოლიანა მთელი გზა არ გაჩუმებულა. მისგან გადმოღვრილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და დასმული კითხვების ნაკადი იმდენად ამოუწურავი იყო, რომ ცოტა ხანში უკვე საბოლოოდ თავგზააბნეულმა და გაოგნებულმა ნენსიმ აღმოაჩინა, რომ პატარა თანამოსაუბრესთან ლაპარაკში აყოლის მცდელობისგან უკვე არაქათი გამოსცლოდა.
During the whole process of getting started, the little girl had kept up an uninterrupted stream of comments and questions, until the somewhat dazed Nancy found herself quite out of breath trying to keep up with her.
193392.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ო, რა სილამაზეა!
‘There! Isn’t this lovely?
193393.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
სახლამდე შორია? იმედი მაქვს, შორია... მგზავრობა ძალიან მიყვარს, – კმაყოფილი გამომეტყველებით გამოაცხადა პოლიანამ, როცა ორთვალას ბორბლები სახლისკენ მიმავალ გზაზე ახრიგინდა;
Is it far? I hope ‘tis—I love to ride,’ sighed Pollyanna, as the wheels began to turn.
193394.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– თუმცა თუ შორი არ არის, გული მაინც არ დამწყდება, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ის გამიხარდება, რომ მალე მივალთ.
‘Of course, if ‘tisn’t far, I sha’n’t mind, though, ‘cause I’ll be glad to get there all the sooner, you know.
193395.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ო, რა ლამაზი ქუჩაა!
What a pretty street!
193396.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ვიცოდი, რომ ლამაზი იქნებოდა, მამა მიყვებოდა... გოგონას ხმა გაებზარა და რომ არ ატირებულიყო, გაჩუმდა.
I knew ‘twas going to be pretty; father told me—‘ She stopped with a little choking breath.
193397.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ნენსიმ ბავშვს შეშფოთებით გადახედა და დაინახა, რომ პოლიანას ნიკაპი უცახცახებდა და თვალები ცრემლებით ავსებოდა.
Nancy, looking at her apprehensively, saw that her small chin was quivering, and that her eyes were full of tears.
193398.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
თუმცა დუმილი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, პოლიანამ თავი გაბედულად ასწია და ნაჩქარევად განაგრძო.
In a moment, however, she hurried on, with a brave lifting of her head.
193399.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მისის გრეიმ მითხრა, რომ თქვენთვის ეს შეხვედრისთანავე მეთქვა... ხომ გესმით, აი, ამ წითელი კაბის ამბავს გულისხმობდა. უფრო სწორად, შავები რატომ არ მაცვია. მითხრა, რომ ეს შეიძლება უცნაურად მოგჩვენებოდათ.
Mrs. Gray told me to, at once—about this red gingham dress, you know, and why I’m not in black. She said you’d think ‘twas queer.
193400.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მაგრამ ბოლოს, როცა ეკლესიისთვის შემოწირულობას აგროვებდნენ, ტანსაცმელში შავი არაფერი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი ხავერდის რუშებიანი კაბა იყო შავი, ისიც დიდი ქალის და დიაკონ კარის ცოლმა მითხრა, რომ ის კაბა არც ჩემს ზომაზე გადაკეთდებოდა და არც მომიხ დებოდა.
But there weren’t any black things in the last missionary barrel, only a lady’s velvet basque which Deacon Carr’s wife said wasn’t suitable for me at all;