მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193401.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
თანაც თეთრი ლაქები ჰქონდა... უფრო სწორად, თეთრი ლაქები იმიტომ ჰქონდა, რომ გაცრეცილი იყო... იდაყვებზეც და კიდევ სხვა ადგილებშიც.
Besides, it had white spots—worn, you know—on both elbows, and some other places.
193402.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
საქველმოქმედო კომიტეტიდან რამდენიმე ქალბატონს ჩემთვის შავი კაბისა და შავი შლაპის ყიდვა უნდოდა, მაგრამ დანარჩენები ფიქრობდნენ, რომ ჯობდა ფული წითელი ხალიჩისთვის შეენახათ, რომელიც... ხომ გესმით, უნდოდათ, რომ ეკლესიისთვის ეყიდათ.
Part of the Ladies’ Aid wanted to buy me a black dress and hat, but the other part thought the money ought to go toward the red carpet they’re trying to get—for the church, you know.
193403.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ბოლოს მისის ვაიტმა მითხრა, რომ ეს კაბა ჩემთვის სრულიად შესაფერისი იქნებოდა... და კიდევ ის თქვა, შავებში ბავშვები არ მიყვარსო... უფრო სწორად, იმის თქმა მინდოდა, რომ მისის ვაიტს ბავშვები, რა თქმა უნდა, უყვარს, მაგრამ არ მოსწონს, როცა ბავშვებს შავი ტანსაცმელი აცვიათ.
Mrs. White said maybe it was just as well, anyway, for she didn’t like children in black—that is, I mean, she liked the children, of course, but not the black part.’
193404.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
პოლიანამ სული მოითქვა, წამით გაჩუმდა და ლაპარაკის გასაგრძელებლად ღრმად ჩაისუნთქა, ნენსის კი პასუხის გაცემის საშუალება მიეცა: – რა თქმა უნდა... მესმის. დარწმუნებული ვარ, ყველა ფერი კარგად იქნება.
Pollyanna paused for breath, and Nancy managed to stammer: ‘Well, I’m sure it—it’ll be all right.’
193405.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მაგრამ ამიერიდან, დარწმუნებული ვარ, ასე ძალიან აღარ გამიჭირდება, იმიტომ, რომ ახლა უკვე თქვენ მეყოლებით, დეიდა პოლი.
But now I’m sure it’ll be easier because I’ve got you, Aunt Polly.
193406.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ძალიან, ძალიან მიხარია, რომ თქვენ მყავხართ! გვერდით მჯდარი ამ პატარა გოგონას მიმართ გულისშემძვრელი თანაგრძნობა ნენსის უეცრად თავზარდაცემით შეეცვალა.
I’m so glad I’ve got you!’ Nancy’s aching sympathy for the poor little forlornness beside her turned suddenly into shocked terror.
193407.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ო-ოჰ... მაგრამ... გეშლება, ჩემო ძვირფასო პოლიანა... – ენის ბორძიკით ამოილუღლუღა მან, – მე ნენსი მქვია და... მე შენი დეიდა პოლი არ ვარ!
‘Oh, but—but you’ve made an awful mistake, d-dear,’ she faltered. ‘I’m only Nancy. I ain’t your Aunt Polly, at all!’
193408.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ჩვენ ხომ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, საერთოდ!
We—we ain’t a bit alike we ain’t, we ain’t!’
193409.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ტიმოტის ჩუმად ჩაეცინა, მაგრამ ნენსი იმდენად აღელვებული იყო, რომ ვერც ეს ჩუმი ჩაცინება და ვერც მის თვალებში გამკრთალი მხიარული ნაპერწკალი ვერ შენიშნა.
Timothy chuckled softly; but Nancy was too disturbed to answer the merry flash from his eyes.
193410.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– აბა ვინ ხართ? – ჰკითხა პოლიანამ, – თქვენ ხომ საქველმოქმედო კომიტეტის ქალებსაც არ ჰგავხართ!
‘But who ARE you?’ questioned Pollyanna. ‘You don’t look a bit like a Ladies’ Aider!’
193411.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ამჯერად ტიმოტიმ უკვე მთელი ხმით გაიცინა.
Timothy laughed outright this time.
193412.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– მე ნენსი ვარ, შინამოსამსახურე.
I’m Nancy, the hired girl.
193413.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– მაგრამ... დეიდა პოლი არსებობს საერთოდ? – ჰკითხა შეშფოთებულმა გოგონამ.
‘But there IS an Aunt Polly?’ demanded the child, anxiously.
193414.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ეჭვიც არ შეგეპაროს, არსებობს, – ჩაერთო ტიმოტი.
‘You bet your life there is,’ cut in Timothy.
193415.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
პოლიანამ აშკარად შვებით ამოისუნთქა.
Pollyanna relaxed visibly.
193416.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ოჰ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, – თქვა მან და ერთ ხანს გაჩუმდა, მერე კი ისევ ხალისიანად განაგრძო: – და იცით, რა?..
‘Oh, that’s all right, then.’ There was a moment’s silence, then she went on brightly: And do you know?
193417.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მიხარია კიდეც, რომ ჩემს დასახვედრად არ წამოვიდა, იმიტომ, რომ გამოდის, დეიდა პოლისთან შეხვედრა ჯერ კიდევ წინ მაქვს, თქვენ კი უკვე გვერდით მყავხართ!
I’m glad, after all, that she didn’t come to meet me; because now I’ve got HER still coming, and I’ve got you besides.
193418.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– უნდა ვაღიაროთ, მშვენიერი კომპლიმენტია, – შენიშნა მან, – შენ ადგილას პატარა ქალბატონს მადლობას გადავუხდიდი.
‘I call that a pretty slick compliment,’ he said. ‘Why don’t you thank the little lady?’
193419.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– მე... მე მის პოლიზე ვფიქრობდი, – ამოიბუტბუტა ნენსიმ.
‘I—I was thinkin’ about—Miss Polly,’ faltered Nancy.
193420.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ჰო, მეც! ძალიან, ძალიან მაინტერესებს როგორია.
I was, too. I’m so interested in her.