მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193421.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ის ხომ ჩემი ერთადერთი დეიდაა, მეტი, უბრალოდ, არავინ მყავს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენაც არ მქონდა, რომ დეიდა მყავდა.
You know she’s all the aunt I’ve got, and I didn’t know I had her for ever so long.
193422.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მერე კი მამამ მითხრა.
Then father told me.
193423.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მითხრა, რომ ჩემი დეიდა გორაკის თავზე წამომართულ ულამაზეს, დიდ სახლში ცხოვრობს.
He said she lived in a lovely great big house ‘way on top of a hill.’
193424.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ჰო, ასეა... ნახე, აქედანაც ჩანს, – უთხრა ნენსიმ, – წინ გაიხედე, აი, ის დიდი თეთრი სახლია მწვანე დარაბებით.
‘She does. You can see it now,’ said Nancy. It’s that big white one with the green blinds, ‘way ahead.’
193425.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ო, რა ლამაზია!.. და რამდენი ხე და მწვანე ბალახია გარშემო!
‘Oh, how pretty!—and what a lot of trees and grass all around it!
193426.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მგონი, ასეთი სიმწვანე და ამდენი ბალახი ერთად ადრე არასდროს მინახავს.
I never saw such a lot of green grass, seems so, all at once.
193427.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ნენსი, დეიდა პოლი მდიდარია?
Is my Aunt Polly rich, Nancy?
193428.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– როგორ მიხარია!
I’m so glad.
193429.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ალბათ, არაჩვეულებრივია, როცა ბევრი ფული გაქვს.
It must be perfectly lovely to have lots of money.
193430.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ადრე ისეთს, ვისაც ბევრი ფული ექნებოდა, არავის ვიცნობდი, რა თქმა უნდა, მისტერ და მისის ვაიტების გარდა... ისინი მართლაც საკმაოდ მდიდრები არიან.
I never knew any one that did have, only the Whites—they’re some rich.
193431.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– არა, ძვირფასო მის. მგონი, შენს დეიდა პოლის ნაყინი არ უყვარს. ყოველ შემთხვევაში, მის მაგიდაზე ნაყინი არასდროს დამინახავს.
‘No, Miss. Your aunt don’t like ice-cream, I guess; leastways I never saw it on her table.’
193432.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
პოლიანა მაშინვე დანაღვლიანდა.
Pollyanna’s face fell.
193433.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ოჰ.. არ უყვარს? რა სამწუხაროა!
Oh, doesn’t she? I’m so sorry!
193434.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ყველა ოთახშია?
‘In every room?’
193435.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– თითქმის... – უპასუხა ნენსიმ და სხვენის პატარა ოთახის გახსენებაზე, სადაც პოლიანას არანაირი ხალიჩა არ დახვდებოდა, სახე მოექუფრა.
‘Well, in almost every room,’ answered Nancy, frowning suddenly at the thought of that bare little attic room where there was no carpet.
193436.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ო, რა კარგია! – გაუხარდა პოლიანას, – ხალიჩები ძალიან მიყვარს.
‘Oh, I’m so glad,’ exulted Pollyanna. 'I love carpets.'
193437.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მაგრამ ჩვენს სახლში იატაკზე ხალიჩა არ ეგო, მხოლოდ ორი პაწაწუნა ხალიჩა გვქონდა, რომლებიც ეკლესიისთვის შეგროვებულ საქველმოქმედო ნივთებში აღმოვაჩინეთ, თანაც ერთზე მელანი იყო დასხმული და ლაქებად აჩნდა...
We didn’t have any, only two little rugs that came in a missionary barrel, and one of those had ink spots on it.
193438.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მისის ვაიტს კიდევ ძალიან ლამაზი სურათები ჰქონდა: ვარდები და მუხლებზე ჩაცუცქული პატარა გოგონები, კნუტი, ბატკნები და ლომი... ოღონდ ლომი და ბატკნები ერთად არა, ხომ გესმით.
Mrs. White had pictures, too, perfectly beautiful ones of roses and little girls kneeling and a kitty and some lambs and a lion—not together, you know—the lambs and the lion.
193439.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
რა თქმა უნდა, ბიბლიაში წერია, ისინი ოდესმე ერთად იქნებიანო, მაგრამ ჯერ ხომ ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში, მისის ვაიტის სურათებზე არ იყვნენ ერთად.
Oh, of course the Bible says they will sometime, but they haven’t yet—that is, I mean Mrs. White’s haven’t.
193440.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ნენსი, თქვენ გიყვართ სურათები?
Don’t you just love pictures?