მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193441.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– ჰმ... ა-არ ვიცი, – დაბნეული ხმით უპასუხა ნენსიმ.
‘I—I don’t know,’ answered Nancy in a half-stifled voice.
193442.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
– მე ძალიან მიყვარს. ჩვენს სახლში კედლებზე სურათები არ გვეკიდა.
I do. We didn’t have any pictures.
193443.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ასეთი რამეები ხომ შემოწირულობაში საერთოდ იშვიათად ხვდება...
They don’t come in the barrels much, you know.
193444.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მაგრამ ორი სურათი მაინც მოხვდა.
There did two come once, though.
193445.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ერთი ისეთი ლამაზი იყო, რომ მამამ მაშინვე გაყიდა და იმ ფულით ფეხსაცმელი მიყიდა, მეორე კი იმდენად ცუდი, რომ კედელზე ჩამოკიდებისთანავე ნაწილებად დაიშალა.
But one was so good father sold it to get money to buy me some shoes with; and the other was so bad it fell to pieces just as soon as we hung it up.
193446.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
შუშა გატყდა, ხომ გესმით?
Glass—it broke, you know.
193447.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
მაგრამ ახლა მიხარია კიდეც, რომ ლამაზი ნივთები საერთოდ არ გვქონდა, რაკი ჩვენ არ გვქონდა და ასეთ რამეებს შეჩვეული არ ვარ, მაშასადამე, დეიდა პოლის ლამაზი ნივთები კიდევ უფრო მომეწონება.
But I’m glad now we didn’t have any of those nice things, ‘cause I shall like Aunt Polly’s all the better—not being used to ‘em, you see.
193448.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ოჰ, რა ლამაზი სახლია! – წამოიძახა აღფრთოვანებით თვალებგაფართოებულმა, რადგან სწორედ ამ დროს ორთვალა ჭიშკარში შევიდა და სახლის მთავარი შესასვლელისკენ მიმავალ ფართო გზას დაადგა.
My! but isn’t this a perfectly beautiful house?’ she broke off fervently, as they turned into the wide driveway.
193449.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
სანამ ტიმოტი ორთვალადან პოლიანას ჩემოდანს ხსნიდა, ნენსიმ დრო იხელთა და ყურში ხმადაბლა უთხრა: – დღეიდან სამსახურიდან წასვლა აღარ მიხსენო, ტიმოტი დურჯინ!
It was when Timothy was unloading the trunk that Nan cy found an opportunity to mutter low in his ear: ‘Don’t you never say nothin’ ter me again about leavin’, Timothy Durgin.
193450.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
აქედან ახლა ვერც მე გამაგდებ.
You couldn’t drag me away.
193451.
პოლიანა | თავი III, პოლიანას ჩამოსვლა
ამ ბავშვის გვერდით ნამდვილად არ მოვიწყენთ, მოვიწყენთ კი არა, აი, ნახავ, გავხალისდებით კიდეც, ყოველდღე ცოცხალი კინო გვექნება.
It’ll be more fun here now, with that kid ‘round, than movin’-picture shows, every day!’
193452.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მის პოლი ჰარინგტონი დისშვილის შესაგებებლად ფეხზე არ წამოდგა.
Miss Polly Harrington did not rise to meet her niece.
193453.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– როგორ ხარ, პოლიანა?
‘How do you do, Pollyanna?
193454.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანა ოთახის მეორე ბოლოდან მისკენ ისარივით გაქანდა და თავის აღშფოთებულ და შეუვალ დეიდას გულში ჩაეკრა.
Pollyanna, had fairly flown across the room and flung herself into her aunt’s scandalized, unyielding lap.
193455.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ო, დეიდა პოლი, დეიდა პოლი, როგორ მიხარია, რომ თქვენთან ცხოვრების უფლება მომეცით! – ჭყლოპინებდა გოგონა.
‘Oh, Aunt Polly, Aunt Polly, I don’t know how to be glad enough that you let me come to live with you,’ she was sobbing.
193456.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებაა, როცა თქვენ მყავხართ და ნენსი და კიდევ ეს ყველაფერი, თანაც იმის შემდეგ, რაც საქველმოქმედო კომიტეტის წევრი ქალბატონების გარდა ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არავინ არ იყო!
‘You don’t know how perfectly lovely it is to have you and Nancy and all this after you’ve had just the Ladies’ Aid!’
193457.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ადვილი წარმოსადგენია... თუმცა მაგ ქალბატონების გაცნობის სიამოვნება არ მქონია, – მშრალად უპასუხა მის პოლიმ, დისშვილის პატარა, მაგრამ სხეულზე ძლიერად შემოჭერილი მკლავებისგან თავის განთავისუფლებას შეეცადა და კოპებშეკრულმა ჯერაც ზღურბლზე მდგარ ნენსის გადახედა.
‘Very likely—though I’ve not had the pleasure of the Ladies’ Aid’s acquaintance,’ rejoined Miss Polly, stiffly, trying to unclasp the small, clinging fingers, and turning frowning eyes on Nancy in the doorway.
193458.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
შეგიძლია წახვიდე, ნენსი...
Nancy, that will do. You may go.
193459.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანა, თუ შეიძლება, წესიერად მოიქეცი, გასწორდი და ისე დადექი, როგორც საჭიროა.
Pollyanna, be good enough, please, to stand erect in a proper manner.
193460.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ჯერ ისიც არ ვიცი, როგორ გამოიყურები.
I don’t know yet what you look like.