მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193461.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანა ნერვიული სიცილით მაშინვე უკან გამოიწია.
Pollyanna drew back at once, laughing a little hysterically.
193462.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ა, ჰო, რა თქმა უნდა, არ იცით, დეიდა პოლი, თქვენ ხომ პირველად მხედავთ, მაგრამ ჩემს ჭორფლს თუ გავითვალისწინებთ, სამწუხაროდ, სანახავი დიდიც არაფერია.
No, I suppose you don’t; but you see I’m not very much to took at, anyway, on account of the freckles.
193463.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ოჰ!.. მე ხომ ჯერ ამ წითელი კაბის და იდაყვებზე გაცრეცილი იმ რუშიანი ხავერდის კაბის ამბავი უნდა მოგიყვეთ.
Oh, and I ought to explain about the red gingham and the black velvet basque with white spots on the elbows.
193464.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ნენსის უკვე მოვუყევი, რომ, როგორც მამამ მითხრა...
I told Nancy how father said—‘
193465.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ჰმ, კარგი, საკმარისია, არ მაინტერესებს მამამ რა გითხრა, – მკვახედ გააწყვეტინა მის პოლიმ, – ვფიქრობ, ბარგი ჩემოდნით ჩამოიტანე, არა?
‘Yes; well, never mind now what your father said,’ interrupted Miss Polly, crisply. ‘You had a trunk, I presume?’
193466.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ო, რა თქმა უნდა, დეიდა პოლი, – ძალიან ლამაზი ჩემოდანი მაქვს. კომიტეტის ქალბატონებმა მიყიდეს.
‘Oh, yes, indeed, Aunt Polly. I’ve got a beautiful trunk that the Ladies’ Aid gave me.
193467.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მაგრამ შიგ ბევრი არაფერია... უფრო სწორად, იმას ვგულისხმობ, რომ პირადად ჩემი ნივთები ბევრი არაფერი ჩამომიტანია.
I haven’t got so very much in it—of my own, I mean.
193468.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ამ ბოლო დროს ეკლესიისთვის შემოწირულობაში გოგონებისთვის ტანსაცმელი თითქმის არ იყო. მაგრამ სამაგიეროდ, ჩემოდანში მამას წიგნები აწყვია. მისის ვაიტმა მითხრა, რომ მისი აზრით, ისინი მე უნდა წამომეღო.
The barrels haven’t had many clothes for little girls in them lately; but there were all father’s books, and Mrs. White said she thought I ought to have those.
193469.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– პოლიანა, – დეიდამ ამჯერად კიდევ უფრო მკაცრად შეაწყვეტინა დეიდამ, – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ ეს თავიდანვე კარგად დაიმახსოვრო: არ მსურს, მუდმივად მამაშენზე ლაპარაკი ვისმინო.
‘Pollyanna,’ interrupted her aunt again, sharply, ‘there is one thing that might just as well be understood right away at once; and that is, I do not care to have you keep talking of your father to me.’
193470.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
გოგონას უეცრად კანკალმა დაუარა და მძიმედ ამოიოხრა.
The little girl drew in her breath tremulously.
193471.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– მაგრამ, დეიდა პოლი, ესე იგი, თქვენ... თქვენ გინდათ, რომ... – ის წამით შეყოყმანდა და მის პოლიმაც მაშინვე სიჩუმით ისარგებლა.
‘Why, Aunt Polly, you—you mean—‘ She hesitated, and her aunt filled the pause.
193472.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ჩვენ ახლა ზევით, შენს ოთახში ავალთ.
We will go up-stairs to your room.
193473.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
იმედი მაქვს, ჩემოდანი უკვე იქ არის.
Your trunk is already there, I presume.
193474.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ჯერ კიდევ დილას ტიმოტის ვუბრძანე, შენი ბარგი სახლში დაბრუნებისთანავე ზევით აეტანა...
I told Timothy to take it up.
193475.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
წამომყევი, პოლიანა.
You may follow me, Pollyanna.
193476.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ისე, რომ სიტყვაც აღარ დასცდენია, პოლიანა შეტრიალდა და დეიდის კვალდაკვალ სასტუმრო ოთახიდან გავიდა.
Without speaking, Pollyanna turned and followed her aunt from the room.
193477.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
გოგონას თვალები ცრემლებით ავსებოდა, მაგრამ მაინც გაბედულად თავაწეული მიდიოდა.
Her eyes were brimming with tears, but her chin was bravely high.
193478.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
„ბოლოს და ბოლოს, ალბათ... ალბათ, იმაშიც არის რაღაც სასიხარულო, რომ მამაზე ლაპარაკს მიკრძალავს“, – ფიქრობდა პოლიანა, – „იქნებ... თუ მამაზე არ ვილაპარაკებ, ამან ცოტა მიშველოს კიდეც.
‘After all, I—I reckon I’m glad she doesn’t want me to talk about father,’ Pollyanna was thinking. ‘It’ll be easier, maybe—if I don’t talk about him.'
193479.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
სწორედ იმწუთას პოლიანა კიბეზე ადიოდა.
She was on the stairway now.
193480.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ზუსტად მის წინ დეიდის უძვირფასესი შავი აბრეშუმის კაბა შრიალებდა.
Just ahead, her aunt’s black silk skirt rustled luxuriously.