მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193481.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
კიდევ უფრო წინ, დეიდა პოლის იქით, ოთახის გაღებული კარიდან პოლიანამ თვალი პასტელის ღია შეფერილობის ხალიჩასა და ატლასით გადაკრულ სავარძლებს მოჰკრა.
Behind her an open door allowed a glimpse of soft-tinted rugs and satin-covered chairs.
193482.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
კიბის მთელ აყოლებასაც არაჩვეულებრივი, ხავსივით მწვანე და იმდენად ფუმფულა ხალიჩა ფარავდა, რომ ფეხი შიგ ეფლობოდა.
Beneath her feet a marvellous carpet was like green moss to the tread.
193483.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ხან მარჯვნივ და ხანაც მარცხნივ კი თვალს სჭრიდა მაქმანის ნახევრად გამჭვირვალე ფარდებიდან სახლში შემოღწეული მზის სინათლის მოცახცახე და სურათების მოოქრულ ჩარჩოებზე არეკლილ-ათამაშებული ათინათები.
On every side the gilt of picture frames or the glint of sunlight through the filmy mesh of lace curtains flashed in her eyes.
193484.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ო, დეიდა პოლი, დეიდა პოლი! – აღმოხდა აღფრთოვანებულს ჩურჩულით, – რა ბრწყინვალე, რა არაჩვეულებრივი სახლია! ალბათ, ძალიან გიხარიათ, არა, ასეთი მდიდარი რომ ხართ?!
‘Oh, Aunt Polly, Aunt Polly,’ breathed the little girl, rap turously; ‘what a perfectly lovely, lovely house! How awfully glad you must be you’re so rich!’
193485.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– პოლიანა! – შეიცხადა უკვე კიბის ზედა საფეხურზე ასულმა მის პოლიმ და პოლიანასკენ სწრაფად შემობრუნდა;
‘PollyANNA!’ ejaculated her aunt, turning sharply about as she reached the head of the stairs.
193486.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ეს უკვე აღმაშფოთებელია! არ მესმის, საერთოდ როგორ მოგივიდა თავში, რომ ჩემთვის მსგავსი სისულელე გეთქვა!
‘I’m surprised at you— making a speech like that to me!’
193487.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– რატომ, დეიდა პოლი? არ გიხარიათ? – ჰკითხა გულწრფელად გაკვირვებულმა პოლიანამ.
‘Why, Aunt Polly, AREN’T you?’ queried Pollyanna, in frank wonder.
193488.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– არა, რა თქმა უნდა, არა, პოლიანა, და იმედი მაქვს, იმდენად არასდროს დავკარგავ თავს, რომ ამხელა ცოდვა დავიდო და რომელიმე ძღვენით, რომელიც უფალმა მარგუნა, საამაყო საგნად ვაქციო, – მკაცრად გამოუცხადა მის პოლიმ, – რაც შეეხება სიმდიდრეს, ამით ხომ მით უმეტეს, არასდროს არ ვიამაყებ!
‘Certainly not, Pollyanna. I hope I could not so far forget myself as to be sinfully proud of any gift the Lord has seen fit to bestow upon me,’ declared the lady; ‘certainly not, of RICHES!’
193489.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მერე ისევ შეტრიალდა და კიბის ბაქნის გავლით სხვენისკენ მიმავალი კარისკენ გაემართა.
Miss Polly turned and walked down the hall toward the attic stairway door.
193490.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
თავიდან ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის მოსაზრება გახდა, რომ უნდოდა, დისშვილი რაც შეიძლება მოშორებით და თან ისეთ ადგილას დაებინავებინა, რომ თავისი ბავშვური უყურადღებობით სახლის ძვირფასი მორთულობა არ დაეზიანებინა.
Her idea at first had been to get her niece as far away as possible from herself, and at the same time place her where her childish heedlessness would not destroy valuable furnishings.
193491.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ახლა კი, მას შემდეგ, რაც ბავშვის ხასიათში ასე ადრეულად გამოვლენილი პატივმოყვარეობის ნიშნები და ფუფუნებისადმი აშკარა მიდრეკილება დაინახა, დარწმუნდა, რომ სწორად მოიქცა და პოლიანას ადგილი სწორედ ასეთ, ყოველგვარ ფუფუნებას მოკლებულ და უბრალო ოთახში იყო.
Now—with this evident strain of vanity showing thus early—it was all the more fortunate that the room planned for her was plain and sensible, thought Miss Polly.
193492.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანა დეიდის კვალდაკვალ პატარა ფეხებს ცოცხლად და მოუთმენლად მიაბაკუნებდა;
Eagerly Pollyanna’s small feet pattered behind her aunt.
193493.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მაგრამ კიდევ უფრო მეტი ხალისი და ინტერესი დიდ, ცისფერ თვალებში ეწერა და იმისთვის, რომ ამ არაჩვეულებრივი სახლის მორთულობიდან არც ერთი ეს გასაოცრად ლამაზი და საინტერესო ნივთი მხედველობიდან არ გამორჩენოდა, გარშემო ყველაფრის შეთვალიერებას ცდილობდა.
Still more eagerly her big blue eyes tried to look in all directions at once, that no thing of beauty or interest in this wonderful house might be passed unseen.
193494.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
თუმცა ყველაზე ცოცხლად და მოუთმენლად მაინც საოცარი და ძალიან ამაღელვებელი კითხვით დაკავებული მისი წარმოსახვა მუშაობდა – კითხვით, რომელზე პასუხიც ახლა ყველაზე მეტად აინტერესებდა:
Most eagerly of all her mind turned to the wondrously exciting problem about to be solved;
193495.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ამ მომაჯადოებელი კარებიდან რომელი აღმოჩნდებოდა ის, რომლის უკანაც ძალიან ლამაზი და მყუდრო, ძვირფასად – მაქმანის ფარდებით, რბილი ხალიჩებითა და სურათებით მორთული ოთახი იმალებოდა?..
Behind which of all these fascinating doors was waiting now her room—the dear, beautiful room full of curtains, rugs, and pictures, that was to be her very own?
193496.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
სწორედ ამ დროს მის პოლიმ ერთ-ერთი კარი შეაღო და მოულოდნელად სხვენისკენ მიმავალ კიბეზე ასვლა დაიწყო.
Then, abruptly, her aunt opened a door and ascended another stairway.
193497.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
აქ საინტერესოსა და თვალის გასახარელს უკვე თითქმის ვეღარაფერს დაინახავდი, კიბეს ორივე მხარეს ცარიელი კედლები მიუყვებოდა, კიბის თავში ასულები კი ფართო და თითქმის სრულიად ბნელ სხვენში აღმოჩნდნენ, რომლის შორეულ კუთხეებშიც სახურავი ლამის იატაკს უერთდებოდა და თითქმის ყოველ კუთხე-კუნჭულში ერთმანეთზე ახოხოლავებული უამრავი ჩემოდანი და მუყაოს ყუთი ეწყო.
There was little to be seen here. A bare wall rose on either side. At the top of the stairs, wide reaches of shadowy space led to far corners where the roof came almost down to the floor, and where were stacked innumerable trunks and boxes.
193498.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
გარდა ამისა, ძალიან ცხელოდა და უჰაერობისგან სუნთქვა ჭირდა.
It was hot and stifling, too.
193499.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ჰაერის ჩასასუნთქად პოლიანამ უნებურად თავი მაღლაც კი ასწია და დაინახა, რომ დეიდა პოლიმ სხვენის მარჯვენა მხარეს ამოჭრილი კარი შეაღო.
Unconsciously Pollyanna lifted her head higher—it seemed so hard to breathe. Then she saw that her aunt had thrown open a door at the right.
193500.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– აი, შენი ოთახი, პოლიანა. როგორც ვხედავ, ტიმოტის უკვე შენი ჩემოდანიც ამოუტანია.
There, Pollyanna, here is your room, and your trunk is here, I see.