მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193501.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
გასაღები ხომ გაქვს? პოლიანამ თანხმობის ნიშნად თავი ხმისამოუღებლად დაიქნია.
'Have you your key?' Pollyanna nodded dumbly.
193502.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მის პოლიმ კოპები შეკრა.
Her aunt frowned.
193503.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ჩემი თხოვნა იქნება, პოლიანა, როცა კითხვას დაგისვამ, არა, უბრალოდ, თავის დაქნევით, არამედ, სიტყვით გამცე ხოლმე პასუხი, გასაგებია?
‘When I ask a question, Pollyanna, I prefer that you should answer aloud not merely with your head.’
193504.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– დიახ, დეიდა პოლი.
‘Yes, Aunt Polly.’
193505.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– გმადლობ. ასე აჯობებს.
Thank you; that is better.
193506.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ვფიქრობ, აქ ყველაფერია, რაც შეიძლება დაგჭირდეს, – უთხრა მერე და პირსახოცჩამოკიდებულ საკიდსა და წყლით სავსე გრაფინს გახედა;
I believe you have everything that you need here, she added, glancing at the well-filled towel rack and water pitcher.
193507.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ნენსის გამოვაგზავნი, რომ ჩემოდნის ამოლაგებაში დაგეხმაროს.
I will send Nancy up to help you unpack.
193508.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ვახშამი ექვს საათზეა, – დაამატა ბოლოს და ოთახიდან გასული კიბის საფეხურებს მედიდურად ჩაუყვა.
Supper is at six o’clock, she finished, as she left the room and swept down-stairs.
193509.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
კიბეზე ჩამავალ დეიდას მიჩერებული პოლიანა რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა;
For a moment after she had gone Pollyanna stood quite still, looking after her.
193510.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მერე დაბნეულმა და გაოგნებულმა სრულიად მოშიშვლებული კედლები, ფანჯრები და იატაკი მოათვალიერა და თვალში თავისი ჩემოდანი მოხვდა, რომელიც ჯერ კიდევ სულ რამდენიმე დღის წინათ შორეულ დასავლეთში, მის საკუთარ სახლში იდგა;
Then she turned her wide eyes to the bare wall, the bare floor, the bare windows. She turned them last to the little trunk that had stood not so long before in her own little room in the far-away Western home.
193511.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მერე ცრემლებისგან თვალებალაპლაპებულმა ორიოდ ნაბიჯი ჩემოდნისკენ გადადგა, მის წინ მუხლებზე დაეცა და თავდახრილმა სახე ხელებში ჩარგო.
The next moment she stumbled blindly toward it and fell on her knees at its side, covering her face with her hands.
193512.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– კარგი, კარგი... არ გინდა, ჩემო საყვარელო, – ალერსით ამოიჩურჩულა მან და თავადაც იატაკზე ჩაცუცქულმა, გოგონა გულზე მიიხუტა.
‘There, there, you poor lamb,’ she crooned, dropping to the floor and drawing the little girl into her arms.
193513.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანამ თავი გააქნია.
Pollyanna shook her head.
193514.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– არა, ნენსი, არა, ეს მე ვარ ცუდი და საძაგელი, მე ვარ... – ასლუკუნდა გულის დამწველად, – ვერაფრით ვიჯერებ, ვერაფრით ვახერხებ თავი დავირწმუნო, რომ მამა ღმერთს და ანგელოზებს უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე მე.
‘But I’m bad and wicked, Nancy—awful wicked,’ she sobbed. ‘I just can’t make myself understand that God and the angels needed my father more than I did.’
193515.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანას მზერაში ასახულმა თავზარდაცემამ თვალებში ჩამდგარი ცრემლებიც კი შეუშრო.
The burning horror in Pollyanna’s eyes dried the tears.
193516.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
დარცხვენილმა ნენსიმ დამნაშავის გამომეტყველებით გაიღიმა და თვითონაც მაშინვე ცრემლები მოიწმინდა.
Nancy gave a shamefaced smile and rubbed her own eyes vigorously.
193517.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– არა, საყვარელო, არა, ასე, რა თქმა უნდა, სულაც არ ვფიქრობ! – აუხსნა ბავშვს ნაჩქარევად, – კარგი, მოდი, გასაღები მომეცი. ჯობია ჩემოდანი გავხსნათ და შენი კაბები ამოვალაგოთ. აი, ნახავ, საქმეს მალე მოვრჩებით.
‘There, there, child, I didn’t mean it, of course,’ she cried briskly. ‘Come, let’s have your key and we’ll get inside this trunk and take our your dresses in no time, no time.’
193518.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– სინამდვილეში, შიგ ბევრი არაფერი არ დევს, – ამოიბუტბუტა.
‘There aren’t very many there, anyway,’ she faltered.
193519.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ძალიანაც კარგი, ესე იგი, საქმესაც იმაზე სწრაფად მოვრჩებით, ვიდრე მეგონა! – გამოაცხადა ნენსიმ.
‘Then they’re all the sooner unpacked,’ declared Nancy.
193520.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მოულოდნელად პოლიანას სახე გაუნათდა და გაიღიმა.
Pollyanna gave a sudden radiant smile.