მოიძებნა 669200 ჩანაწერი
193521.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– მართალია! და მე თავისუფლად შემიძლია, ეს გამიხარდეს, ხომ ასეა? – წამოიძახა მან.
‘That’s so! I can be glad of that, can’t I?’ she cried.
193522.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ნენსიმ ბავშვს გაკვირვებული სახით შეხედა.
Nancy stared.
193523.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ჰმ... ჰო, რა თქმა უნდა, – უპასუხა ცოტა არ იყოს დაბნეულმა.
‘Why, of—course,’ she answered a little uncertainly.
193524.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ნენსის მარჯვე ხელებმა ჩემოდნიდან ჯერ წიგნები ამოალაგა სწრაფად, მერე დაკემსილი თეთრეული და ბოლოს რამდენიმე ძველი და სრულიად შეუხედავი კაბა ამოიღო.
Nancy’s capable hands made short work of unpacking the books, the patched undergarments, and the few pitifully unattractive dresses.
193525.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
უკვე ძალამოკრებილი, გახალისებული და მოღიმარი პოლიანა მის გვერდით ტრიალებდა, კაბებს კედლის კარადაში კიდებდა, წიგნებს მაგიდაზე ალაგებდა და თეთრეულს კომოდის უჯრებში აწყობდა.
Pollyanna, smiling bravely now, flew about, hanging the dresses in the closet, stacking the books on the table, and putting away the undergarments in the bureau drawers.
193526.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– დარწმუნებული ვარ... ყველაფერს რომ დავალაგებთ, ძალიანაც მყუდრო და ლამაზი ოთახი გამოვა.
‘I’m sure it—it’s going to be a very nice room.
193527.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მაგრამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
There was no answer.
193528.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ჩემოდნისკენ დახრილმა ნენსიმ თავიც კი არ ასწია.
Nancy was very busy, apparently, with her head in the trunk.
193529.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანა კი კომოდთან გაჩერდა და ნაღვლიანი მზერა კომოდის თავზე ცარიელ კედელს მოავლო;
Pollyanna, standing at the bureau, gazed a little wistfully at the bare wall above.
193530.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
კიდევ შემიძლია, ისიც გამიხარდეს, რომ აქ სარკე არ არის და იცით, რატომ?!
‘And I can be glad there isn’t any looking-glass here, too.'
193531.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მოულოდნელად ნენსიმ ყელიდან ამოსული რაღაც უცნაური ხმა გამოსცა, მაგრამ როდესაც პოლიანა მისკენ შებრუნდა, ნენსი ისევ თავით ლამის ჩემოდანში ჩამძვრალი დაინახა.
Nancy made a sudden queer little sound with her mouth—but when Pollyanna turned, her head was in the trunk again.
193532.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მერე პოლიანა ერთ-ერთ ფანჯარასთან მივიდა, გაჩერდა, უცებ ტაში შემოკრა და ხმამაღლა წამოიძახა.
At one of the windows, a few minutes later, Pollyanna gave a glad cry and clapped her hands joyously.
193533.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ო, ახლა უკვე ძალიან მიხარია, რომ დეიდამ სწორედ ეს ოთახი დამითმო!
Oh, I’m so glad now she let me have this room!
193534.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
პოლიანას გასაოცრად და შემაძრწუნებლად ნენსიმ უცებ ქვითინი დაიწყო.
To Pollyanna’s surprise and dismay, Nancy burst into tears.
193535.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– რა გჭირთ, ნენსი?.. რა მოხდა? – აღმოხდა გაკვირვებულს და უცაბედად რაღაც აზრით შეშფოთებულმა ნაჩქარევად დაამატა, – ეს თქვენი ოთახი იყო, ნენსი?..
‘Why, Nancy, Nancy—what is it?’ she cried; then, fearfully: ‘This wasn’t—YOUR room, was it?’
193536.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– ჩემი ოთახი?! – აღმოხდა გამძვინვარებულ ნენსის და ცრემლები თვალებიდან უკვე ღაპაღუპით გადმოსკდა, – თუ შენ პირდაპირ ზეცით მოვლენილი პატარა ანგელოზი არ ხარ და თუ ზოგ-ზოგიერთები თავის დანაშაულს მანამდე არ მოინანიებენ, სანამ... ო ღმერთო! ზარს რეკავს!..
‘My room!’ stormed Nancy, hotly, choking back the tears. ‘If you ain’t a little angel straight from Heaven, and if some folks don’t eat dirt before—Oh, land!
193537.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
– წამოიძახა უეცრად თავზარდაცემულმა და ამ უცნაური სიტყვების შემდეგ ისე წამოხტა ფეხზე და ბაკიბუკით ისე ჩაირბინა კიბეზე, რომ მეტი აღარაფერი უთქვამს.
After which amazing speech, Nancy sprang to her feet, dashed out of the room, and went clattering down the stairs.
193538.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მარტო დარჩენილი პოლიანა ისევ ლამაზ ხედს მიუბრუნდა, რომელსაც გუნებაში უკვე სახელიც მოუძებნა და „სურათი“ დაარქვა.
Left alone, Pollyanna went back to her ‘picture,’ as she mentally designated the beautiful view from the window.
193539.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
ცოტა ხნის შემდეგ კი, რადგანაც მოეჩვენა, რომ ამ სიცხესა და უჰაერობას მეტად ვეღარ გაუძლებდა, ხელები ფანჯრის ჩარჩოს ფრთხილად შეახო.
After a time she touched the sash tentatively. It seemed as if no longer could she endure the stifling heat.
193540.
პოლიანა | თავი IV, ოთახი სხვენში
მისდა გასახარად, ურდული ადვილად დანებდა და წამიც არ იყო გასული, ფანჯარა ფართოდ გაიღო; კიდევ წამიც და რაფაზე გადაწოლილმა პოლიანამ თავი გარეთ გაყო და ბაღიდან მომავალი არომატით გაჯერებული სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.
To her joy the sash moved under her fingers. The next moment the window was wide open, and Pollyanna was leaning far out, drinking in the fresh, sweet air.